მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ბუსა ჟვანიას პატიმრობა შეეფარდა - 04 აგვისტო 2020

ლევან თოფაძის განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე ბუსა ჟვანიას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. ბუსა ჟვანიასთვის ბრალდების მხარე პატიმრობას მოითხოვდა, ხოლო დაცვის მხარე 50 ათას ლარიან გირაოს.

პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 2 აგვისტოს, თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ლევან თოფაძის საცხოვრებელი სახლის აივანზე, ბუსა ჟვანიამ ლევან თოფაძის განზრახ მკვლელობის მცდელობის მიზნით, სიცოცხლისათვის საშიში დაზიანებები დანით მიაყენა.

სასამართლო სხდომაზე ბუსა ჟვანიას ბიძა გოგლა ჟვანია და დედა ნინო ჟვანია იმყოფებოდნენ. როგორც ნინო ჟვანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მთავარია, რომ ლევან თოფაძე გადარჩა და ჯანმრთელად არის.

„მინდა, ოჯახს ბოდიში მოვუხადო და ვუთხრა, რომ ჩემთვის ეს ისეთივე ტკივილია, როგორიც მათთვის. ვისურვებდი, მე დამმართნოდა ეს. პასუხისმგებლობას არ გავურბივარ. მიმდინარეობს გამოძიება. ემოციურად ძალიან ცუდად ვიყავით და ახლა ნელ-ნელა ხდება ჩვენებების წაკითხვა. იმედი მაქვს, რომ ობიექტური იქნება გამოძიება. ვფიქრობ, რომ დაუმძიმდება ბრალი. რა თქმა უნდა, სასჯელს იმსახურებს, მაგრამ არ მგონია, რომ მძიმეს”, – აღნიშნა ჟვანიამ.

მისივე თქმით, თოფაძეების ოჯახში მხოლოდ ბოდიშის მოსახდელად რეკავდა და არა მოსალაპარაკებლად.

თბილისში ლევან თოფაძე 2 აგვისტოს დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე დაკავებულია ბუსა ჟვანია, რომელსაც ასევე დაზიანებები ჰქონდა მიყენებული. ჟვანიას ბრალდება წარედგინა განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით, რაც შვიდიდან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, - აღნიშნულია "პირველი არხის" ინფორმაციაში. 

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE