მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ლუკაშენკო - „სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარების“ შემთხვევაში, დასავლეთის ქვეყნები სანქციებით დამემუქრნენ - 07 აგვისტო 2020

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ „სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარების“ შემთხვევაში, დასავლეთის ქვეყნები სანქციებით დაემუქრნენ.

უკრაინელ ჟურნალისტთან, დმიტრი გორდონთან ინტერვიუში ბელარუსის პრეზიდენტმა თქვა, რომ „აღიარების“ საკითხი რუსეთთან განიხილა, თუმცა მოსკოვს მასზე ზეწოლა არ განუხორციელებია.

ლუკაშენკოს განცხადებით, 2008 წელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ხავიერ სოლანამ მას სთხოვა, არ ეღიარებინა „სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა“, რადგან ეს დსთ-ის ქვეყნებში „აღიარების აღლუმს“ გამოიწვევდა.

ბელარუსის ლიდერის თქმით, კითხვაზე, თუ რა შედეგი მოჰყვებოდა მინსკის მიერ „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას“, სოლანამ უპასუხა, რომ ბელარუსს „სვიფტის“ საერთაშორისი სისტემიდან დაუყოვნებლივ გათიშავდნენ. ამის შემდეგ, ლუკაშენკოს თქმით, მიმართა რუსეთის იმდროინდელ პრეზიდენტს, დიმიტრი მედვედევს და შესთავაზა, ამ ზარალის ანაზღაურება საქართველოს ტერიტორიების აღიარების შემთხვევაში, მაგრამ მედვედევმა ამ საკითხის მოგვარებაზე უარი თქვა, - აღნიშნულია "პირველი არხის" ინფორმაციაში. 

ცნობისთვის, 2008 წლის 27 აგვისტოს რუსეთის დუმამ ოფიციალურად მხარე დაუჭირა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის "დამოუკიდებლობას". შემდეგ კი 28 აგვისტოს ეს მხარდაჭერა ოფიციალურად დაამტკიცა რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა. ამ განცხადების შემდეგ რუსეთი აშკარად უმციროსებაში მოყვა.

ნიკარაგუა (5 სექტემბერი, 2008) - დანიელ ორტეგამ თავის ოფიციალურ განცხადებაში გააკრიტიკა საქართველოს მთავრობა და ხაზი გაუსვა იმას, რომ ნიკარაგუა აღიარებს ორ რესპუბლიკას.

ვენესუელა (10 სექტემბერი, 2009) უგო ჩავესმა დიმიტრი მედვედევთან შეხევდრის დროს განაცხადა, რომ ვენესუელისთვის მნიშვნელოვანია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთი სუვერენიტეტი და რუსეთს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

ნაურუ (15-16 დეკემბერი, 2009).

სირია (29 მაისი, 2018) - სირიის, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს კომუნიკეს ურთიერთაღიარების და დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ. საქართველომ საპასუხოდ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.

დანარჩენი სამყარო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია