მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ვიოლა ფონ კრამონი - რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეუსრულებლობის გამო პასუხი უნდა აგოს - 07 აგვისტო 2020

„საქართველოში რუსეთის შეჭრიდან და ანექსიიდან 12 წელი გავიდა, მაგრამ ომი 2008 წელს არ დაწყებულა და არც ამ დროს დამთავრებულა. 2008 წლის მოვლენებს წინ უძღოდა რუსეთის მრავალწლიანი აგრესია, რაც გრძელდება მცოცავი ოკუპაციითა და საქართველოს მოქალაქეების გატაცებით, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას და საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ევროპულ მომავალს მხარს უჭერს.

„რუსეთის მიერ წარმოებული ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. აღიარების პოლიტიკა აჩვენებს, რომ საქართველო არ არის მარტო რუსეთის აგრესიის წინაშე და მას მხარს უჭერენ ძლიერი და ერთგული მეგობრები. ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას და მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ევროპულ მომავალს“, – განაცხადა კრამონმა.

ამასთან, კრამონი აღნიშნავს, რომ რუსეთმა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ჯერ კიდევ არ შეუსრულებია, რისთვისაც პასუხი უნდა აგოს.

„რუსეთს ჯერ კიდევ არ შეუსრულებია 2008 წლის „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“, ამისთვის რუსეთმა პასუხი უნდა აგოს. წლების შემდეგ რუსეთმა იგივე აგრესიული ტაქტიკა გამოიყენა უკრაინაშიც“, -აღნიშნა კრამონმა.

2008 წლის აგვისტოს ომის 12 წლის თავზე, ჩვენ პატივს მივაგებთ იმ სამხედროებსა და სამოქალაქო პირებს, ვინც საკუთარი სიცოცხლე შესწირეს ჩვენი სამშობლოს დასაცავად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე წერს.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ რუსეთმა უნდა შეწყვიტოს დესტაბილიზაციური ქმედებები და 2008 წლის „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“ შეასრულოს.

„რუსეთმა უნდა შეწყვიტოს დესტაბილიზაციური ქმედებები და 2008 წლის „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“ შეასრულოს. ეს ომი მოუშუშებელ იარად რჩება ყველა ქართველის გულში“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

წყარო: პირველი არხი

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია