მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
თაკო ჩარკვიანი - სულ ჩაეფლო კორუფციის ტალახში ქვეყანა და რაღაც უნდა ვიღონოთ - 07 აგვისტო 2020

პარტია „კანონი და სამართლის“ დამფუძნებელი თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ რუსეთ-საქართველოს ომი 7 აგვისტოს დაიწყო და არა  – 8 აგვისტოს.

„დღეს 7 აგვისტოა. შემთხვევით არ ვახსენებ ამ სიტყვას, ეს არის რუსული მართვის სქემები. შვიდში დაიწყო ომი და არა  – რვაში. ოთხი სოფელი ჰქონდათ გამოვლილი ტანკებს. ამ სისულელეს არ შემიძლია, გვერდი ავუარო. ჩვენი ხელისუფლება, სამწუხაროდ, აგრძელებს რუსულ ნარატივს, რუსული კორუფციული სქემით ცხოვრებას და გამოსავალი არ არის, უნდა მოვიდეთ და დავასრულოთ“ – აღნიშნა ჩარკვიანმა.

მისივე თქმით, ფული, ბიუჯეტი არის ხალხის, ხალხის ნაშრომი და ყოველი კაპიკი, გრანტი იქნება ეს, თუ სხვა რამ, უნდა მივიდეს ხალხამდე.

„არ მოგასვენებთ, ოქტომბრამდე ასე გავივლით, თითოეულ კვლევას მივაწოდებთ ხალხს, დაიდება სოციალურ ქსელში. ეს არ არის შემთხვევითი კვლევები, ყოველი კაპიკი გვაქვს აღნუსხული. შეუძლებელია უკვე ამის ატანა, სულ ჩაეფლო კორუფციის ტალახში ქვეყანა და რაღაც უნდა ვიღონოთ. ახლა დავდივართ და გეფიცებით, თმები ყალყზე მაქვს, ისეთი მდგომარეობაა ოჯახებში და კიდევ ვიღაც ბედავს, გამოდის და ამბობს –  მადლობა. მადლობა კი არა, ქურდები სხედან ხელისუფლებაში“, – განუცხადა "პირველ არხს" თაკო ჩარკვიანმა.

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE