მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
სალომე ზურაბიშვილი - კრიმინალის ფართოდ გაშუქება ახალგაზრდების ფსიქიკაზე უარყოფითად აისახება - 09 აგვისტო 2020

კრიმინალი თანამედროვე მსოფლიოს სენია და საქართველოში ისეთი არაფერი ხდება, რაც სხვაგან არ ხდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხდა.

მისივე თქმით, კრიმინალის ფართოდ გაშუქება ახალგაზრდების ფსიქიკაზე უარყოფითად აისახება.

„მე სხვაგანაც მიცხოვრია და ზუსტად ვიცი, რა არის კრიმინალური მდგომარეობა, რაც, სამწ​უხაროდ, ყველგან ხდება. ეს თანამედროვე მსოფლიოს სენია და აქ ისეთი არაფერი ხდება, რაც სხვაგან არ ხდება. საქართველოში კრიმინალური მდგომარეობა არ არის ისეთი მძიმე, როგორც ზოგ ტელევიზიას უნდა, რომ აჩვენოს. მგონი, ის არის ძალიან მძიმე, როცა ქვეყანაში ტელევიზიებიდან დილიდან საღამომდე მხოლოდ ეს გვესმის. ეს ჩვენს ახალგაზრდობას და მათ ფსიქიკას ძალიან ცუდად აღესახება.

ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, როდესაც ადამიანებს ასეთ დაძაბულ მდგომარეობაში ვაცხოვრებთ. ვფიქრობ, ყველამ ჩვენი პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ, ცოტა დავწყნარდეთ, ყველაფერს ცოტა დისტანციაზე შევხედოთ, არ უნდა დავუშვათ კრიმინალური მდგომარეობის გაუარესება, მაგრამ ეს მონსტრი არ უნდა გავხადოთ, როგორიც არ არის ამ ქვეყანაში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

წყარო: პირველი არხი

ასევე იხილეთ: ახალქალაქში მომხდარი დაპირისპირების კადრები, რომლებიც სათვალთვალო კამერით არის გადაღებული

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია