მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ეკა ლალიაშვილი - რა პასუხი გვაქვს ამგვარი ტრაგედიების პრევენციაზე, თუ შევეგუოთ ამხელა მსხვერპლს ყოველ ჯერზე? - 24 აგვისტო 2020

შატილის გზაზე ტრაგედიასთან დაკავშირებით, „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი, ფეისბუქის გვერდზე წერს:

- რაც მთელი წელიწადი კორონავირუსთან ბრძოლაში რესურსი ჩაიდო იმისთვის, რომ დაგვეცვა, გადაგვერჩინა მოქალაქეები და მახვერპლი მინიმუმამდე შეგვემცირებინა (17 დაღუპული ვირუსით), ერთმა საგზაო შემთხვევამ შეიწირა! 12 დაღუპული, 3 მძიმედ ტრავმირებული და ეს მხოლოდ ერთ საგზაო შემთხვევაში!

რა პასუხი გვაქვს ამგვარი ტრაგედიების პრევენციაზე, თუ შევეგუოთ ამხელა მსხვერპლს  ყოველ ჯერზე? - წერს ეკა ლალიაშვილი.

შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, შესაბამის განკარგულებას პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ხელი დღეს მოაწერა.

განკარგულების თანახმად, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვება.

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE