მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
თბილისში ორი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა - 31 აგვისტო 2020

გასულ ღამით, ლისზე ავტოსაგზაო შემთხვევას 12 წლის მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა. არასრულწლოვანს საპატრულო პოლიციის მანქანა, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაეჯახა.

ბავშვი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება პროკურატურამ სისხლის სამართლის კოდექსის 276- მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

პოლიციელი დააკავეს.

ასევე თბილისში, მარჯვენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შედეგად, ერთი ავტომობილის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე მძღოლი კი, დაშავდა.

დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.

როგორც პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით აღძრულია საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276- მუხლის მეექვსე ნაწილით, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ასევე იხილეთ: დავით მესხიშვილი - გვყავს საზოგადოება, რომელიც შეეგუა და მიიჩნევს, რომ „ავარიაში გარდაიცვალა“ ეს ცხოვრების ნორმაა

ეკა ლალიაშვილი - რა პასუხი გვაქვს ამგვარი ტრაგედიების პრევენციაზე, თუ შევეგუოთ ამხელა მსხვერპლს ყოველ ჯერზე?

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE