მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
რატომ გაჩეხეს სოფელ ვაზისუბნის ასწლოვანი ხეები - 04 სექტემბერი 2020

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გურჯაანის ორგანიზაციის თავმჯდომარე თემურ ბუწაშვილი ფეისბუქის გვერდზე წერს:

- ეს 1925 წელს გაშენებული სოფელ ვაზისუბნის პარკია. რეკრეაციული ზონა, სადაც სკვერია განთავსებული.

ასწლოვანი ხეებია უნებართვოდ გაჩეხილი. მერია და შესაბამისი სამსახურები თვალს ხუჭავენ. პროკურატურა არ რეაგირებს!

ქვეყანას პატრონი არ ჰყავს!

ეს ვანდალიზმი გახდება პრეცედენტი, რომ ხელი არ წაუცდეს არავის მომავალში! პასუხს აგებს, ვინც ეს გაუგონარი სითავხედე ჩაიდინა, მათ შორის მერიის შესაბამისი სამსახური და ყველა მფარველი, ვინც არ რეაგირებს!

იქვე თემურ ბუწაშვილს ფეისბუქმომხმარებელი ხათუნა ბრაგვაძე ეხმაურება:

„რა სამწუხაროა, ასწლოვანი ხეებია დაჭრილი. ერთდროს რა ლამაზი და საამაყო იყო ჩემი სოფელი, ახლა? გული მტკივა.

ჩემს ბავშვობაში, საბავშვო ბაღიდან მასწავლებლებს მივყავდით ხოლმე ბულვარში სასეირნოდ; გვაფრთხილებდნენ - ტოტი კი არა, ფოთოლიც კი არ მოგვეწყვიტა, ახლა რა ხდება, ჯანმრთელი ასწლოვანი ხეების ასე განადგურება?

ეს მაშინ, როცა საკუთარ ეზოში კაკალი რომ მოჭრა, ნებართვაა საჭირო, რომ გამხმარია და ამიტომ ჭრი, ახლა? რისთვის, ვისთვის, რა მიზეზით, ვის რას უშლიდა, - ჯერ უნდა გააჩანაგო და მერე კაპიკებში გაყიდო? ( როგორც სჩვევიათ), ვის ინტერესშია ეს ყველაფერი“.

 

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE