მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ამირან გამყრელიძე - განგაშის საფუძველი არ გვაქვს, მაგრამ სიტუაცია საყურადღებოა - 05 სექტემბერი 2020

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე კვლავ აცხადებს, რომ აჭარის ჩაკეტვა არ იგეგმება. გამყრელიძის თქმით, ახალი შემთხვევების რაოდენობა არ არის ისეთი მასშტაბური, რომ რადიკალური ზომების გატარება გახდეს საჭირო. ამირან გამყრელიძის განმარტებით, ქვეყნის მასშტაბით ვითარება კონტროლირებადი, თუმცა საყურადღებოა.

„იმერეთში ეპიდსიტუაცია შედარებით წყნარია. გურიაში სამი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. გარკვეულად ერთი აჭარას ებმის და მიმდინარეობს ეპიდკვლევა. პირველი შემთხვევა ვიცი, რომ ნამყოფია ქორწილში. საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურები, როგორც გურიიის, ასევე აჭარის მუშაობენ ამ საკითხზე, მიმდინარეობის კონტაქტების კვლევა.

არავითარი ჩაკეტვა არ იქნება ბათუმის, აჭარის. არ არის შემთხვევების ის რაოდენობა, რაღაც რადიკალური ზომები რომ იყოს მიღებული, მაგრამ მიმდინარეობს გაფართოებული კვლევები და კიდევ უფრო გაფართოვდება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მან კიდევ ერთხელ მოწუდა აჭარაში მყოფ მოქალაქეებს, უფასო ტესტირებით ისარგებლონ.

„მოვუწოდებთ ხალხს, მივიდნენ, გამონაკლისია და უფასოდ კეთდება ბულვარში, ასევე ქობულეთში,  პოლიკლინკებში. ეპიდსიტუაცია მთლიანად ქვეყანაში კონტროლირებადია, ასევე აჭარის რეგიონში. არაფერი საპანიკო და არავითარი განგაშის საფუძველი არ გვაქვს, მაგრამ სიტუაცია საყურდღებოა.

ამ ზაფხულს და განსაკუთრებით აგვისტოში ძალიან დიდი მობილობა გვქონდა აჭარის რეგიონში, თითქმის ნახევარი საქართველო ჩამოსული იყო, კარგია, დაისვენეს, შიდა ტურიზმი გაფართოვდა, მაგრამ რეგულაციები უნდა დავიცვათ“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე.

მისი თქმით, აუილებელია, განსაკუთრებით რისკ ჯგუფებში შემავალმა პირებმა გრიპის საწინააღმდეგო აცრა ჩაიტარონ, რათა კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში, ვითარება არ გართულდეს.

ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ რისკ ჯუფების აცრა ოქტომბრის შუა რიცხვებიდან დაიწყება.

„შემოდგომაზე იწყება ხოლმე გრიპის სეზონიც. გრიპისა და კოვიდის კლინიკური სურათი თითქმის იდენტურია, ანუ კლინიკურად გარჩევა რთულია, გარჩევა ხდება ძირითადად ლაბორატორიულად.

მსოფლიო ძალიან ყირადღებით ეკიდება. პირველი სეზონი იქნება, როდესაც გრიპი და კორონავირუსული ინფექცია იქნებიან ერთად, ანუ თანაარსებობა იქნება. ეს ერთი მხრივ საფრთხილოა, რადგან მათ ურთიერთდამძიმების პოტენციალი აქვთ.

ოქტომბრის შუა რიცხვებიდან გრიპზე რისკ ჯგუფების აცრას დავიწყებთ და ვინც არიან, უნდა აიცრან. წელს გრიპის აცრა უფრო გაფართოვდება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის მარინა ენდელაძის განცხადებით, რეკომენდაციების შესრულების შემთხვევაში, განსაკუთრებული რეგულაციების შემოღება საჭირო არ გახდება.

„თუ ჩვენ დავიცავთ ყველაფერს და არ გავთამამდებით ისე, როგორც უკვე გავთამამდით, ვფიქრობ, არ იქნება საჭირო დამატებითი, განსაკუთრებული რეგულაციების შემოღება“, – განაცხადა ენდელაძემ.

საქართველოში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განახლდა.

ვებგვერდის მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 621 შემთხვევაა დადასტურებული.

გამოჯანმრთელდა კიდევ რვა პაციენტიგანკურნებულთა რაოდენობა სულ  1 302 – შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6 144 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 292.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკით, საქართველოში კორონავირუსის 1621 დადასტურებული შემთხვევიდან, პაციენტების 86 პროცენტში დაავადება მსუბუქ და საშუალო ფორმებში მიმდინარეობს, 11 პროცენტშიმძიმედ, ხოლო კრიტიკულად – 3 პროცენტში.

ამასთან, ჯამურად, გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რაოდენობა 1302, ანუ 80 პროცენტს შეადგენს.

მომზადებულია „პირველი არხის“ მიხედვით.

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია