მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ანა დოლიძე - პრემიერ-მინისტრად წარვადგენთ ღირსეულ კანდიდატს, მხარი დაუჭირეთ „კუპატას“ - 08 სექტემბერი 2020

ვითათბირეთ და პრემიერ-მინისტრად წარვადგენთ ნამდვილად ღირსეულ კანდიდატს, მხარი დაუჭირეთ „კუპატას“, უალტერნატივოა, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხისთვის“ დამფუძნებელი ანა დოლიძემ „ფეისბუქზე“ წერს.

„მეგობრებო, კამპანია დაწყებული არ იყო ერთი გამოხტა პრემიერობა მინდაო. რა დროს პრემიერობაა, ჯერ არჩევნებია მოსაგები. ბოლოს ჩვენ ვითათბირეთ და წარვადგენთ ნამდვილად ღირსეულ კანდიდატს. მხარი დაუჭირეთ, უალტერნატივოა“,- წერს ანა დოლიძე.

„კუპატა“ მას შემდეგ გახდა პოპულარული, როცა ბათუმელმა ბექა ცინაძემ გადაიღო ვიდეო, თუ როგორ ეხმარება ძაღლი ბავშვებს ზებრის გადაკვეთაში და უყეფს კანონდამრღვევ მძღოლებს. ვიდეომ მალე მიიქცია არა მარტო ქართული, არამედ საერთაშორისო მედიის ყურადღება.

ძაღლი რამდენიმე წელია მელიქიშვილის ქუჩაზე გამოჩნდა და ერთ-ერთი სახლის სადარბაზოში ცხოვრობს. ძაღლს სახლიც დაუდგეს იმ კორპუსთან, რომელსაც „კუპატა“ რამდენიმე წელია მიკედლებულია. სახლი წარწერით -„ხალხის რჩეული“ ძაღლისათვის აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თანამშრომლებმა შეიძინეს, - აღნიშნულია batumelebi.netgazeti.ge-ს ინფორმაციაში.

 

 

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE