მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მამუკა სალუქვაძე - არც პირბადის ტარება გვინდა, არც დისტანციის დაცვა, არ ვუფრთხილდებით - 08 სექტემბერი 2020

- ნელ-ნელა მოედო „კოვიდი“ ქვეყანას და ახლა ტაში იმათ დავუკრათ, ვინც საზღვრების გაუაზრებელ გახსნას, შეზღუდვების უპირობო მოხსნას, ექიმების ლანძღვა-გინებას, ვირუსისადმი ირონიულ დამოკიდებულებას უჭერდა მხარს.

რაც შეეხება მათ, ვინც კორონავირუსის არსებობისადმი დღემდე სკეპტიკურადაა განწყობილი, ისინი ნამდვილად ოვაციას „იმსახურებენ“.

ახლა უკვე პირიქით, იმ მიზეზით მოვდგეთ მთავრობას, რატომ ვერ აღკვეთა ვირუსის გავრცელება, როცა არც პირბადის ტარება გვინდა, არც დისტანციის დაცვა, როცა არც თავს და არც ჩვენს ახლობლებს არ ვუფრთხილდებით... - წერს საპროექტო ჯგუფ „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ ხელმძღვანელი მამუკა სალუქვაძე „ფეისბუქის გვერდზე“.

საქართველოში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მონაცემებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 729 შემთხვევაა დადასტურებული.

გამოჯანმრთელდა კიდევ ექვსი პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ 1 321-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 882 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 390.

 

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE