მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ამირან სალუქვაძე - ბოდიშს მოაყოლეთ ნუსხა, კონკრეტულად რის გამო იხდით, მონანიებით - 10 სექტემბერი 2020

რომელ ბოდიშზეა საუბარი, როცა უქვეყნებენ ელიტურ ბინებს, პენტჰაუებს, სახლებს და არ იმჩნევენ?“ - წერს ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე „ფეისბუქის გვერდზე.

- თითქოს კორუფცია არ გადის შეცდომებში?!

პრინციპში, მართალია. კორუფცია შეცომა არაა, დანაშაულია. ამიტომ ბოდიშს შეცდომებზე გვიხდიან, დანაშაულებს კი არ აღიარებენ.

მაიამის ძვირადღირებულ ბინაზე ხომ გამოქვეყნდა ჩანაწერები და წაიყრუეს?

კიევთან ერთი სახლი ხომ აღიარეს, ბებიის დანაზოგებითო?

ყვარლის სახლი ხომ პრეზიდენტია და ეკუთვნისო, რა მოხდაო?

პატარა ელექტრომობილით რომ გაემგზავრა, ოჯახით, ხომ გახსოვთ, სულ ესაა ჩემი ქონებაო?

ეს ოდესის პენტჰაუსი ხომ ახლა ამოტივტივდა და აღიარებულიცაა, "ნოვოსელიის" აღნიშვნის ვიდეოთი.

თუ უკრაინულ მედიას გადავხედავთ, ამა წლის აპრილში გამოქვეყნდა კიევთან, ელიტურ ზონაში, მეორე სახლის მშენებლობის ფოტო მასალები.

თუ კიდევ მოძებნით, იპოვით 2016 წლის სტატიებს, სადაც საუბარია სააკაშვილის დეკლარაციაზე, რომელშიც სანდრას მიერ ჰოლანდიაში შეძენილი ორი ახალი ბინა და ორი ელიტური საათის შეძენაა ასახული.

არადა, იმ წლებშიც პენსიით და "ლექციებით" ირჩენდა თავს. ელიტური საათების კოლექციის შესახებ, ვიცით.

ეს რაც ჩნდება, თორემ...

ისე, ჩასაცმელიც ჩანს, ორჯერ ერთი და იმავეთი, იშვიათად ნახავთ და არაა ლილოში შეძენილი ზმანები.

აღარაფერს ვამბობ დახეული ბოტასებით ხელისუფლებაში მოსულ სხვა ექს-ჩინოვნიკებზე, უკვე ძაან თეთრპერანგიანები რომ გახდნენ და არავინ იძიებს მათ დღევანდელ შემოსავლებსა და ხარჯებს.

ასე რომ, რა ბოდიში, რის ბოდიში, სადაა გულახდილი ბოდიში?! როგორც ამას წინათ დავწერე, ბოდიშს მოაყოლეთ ნუსხა, კონკრეტულად რის გამო იხდით, სათითაო ფაქტის ახსნით, მონანიებით.

ბოლო გამოსვლას უფრო ვრცლად მოგვიანებით შევაფასებ, - წერს ამირან სალუქვაძე.

მე აღარა ვარ ის მიშა, რომელიც ვიყავი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხელ სააკაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში ჩართვისას განაცხადა.

მისი თქმით, შვიდი წელი საკმარისი იყო დაფიქრებისთვის.

„მე მიყვარს განცვიფრება და მე მიყვარს განსაკუთრებით ჩვენი ოპონენტების განცვიფრება. ყველაფერი, რასაც ისინი ფიქრობენ, რომ შეიძლება ეს უბედურება მოხდეს, ყველაფერი მოხდება საწინააღმდეგოდ, რადგან მე აღარა ვარ ის მიშა, რომელიც ვიყავი.

ეს კარგიც არის და ცუდიც არის. რაღაც გაგებით კარგია, რადგან შვიდი წელი საკმარისი იყო დაფიქრებისთვის, გადაფასებისთვის, მოჯდომისთვის გარკვეულწილად, რაღაც სახის გამოცდილების სწორად გასააზრებლად“,  – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია