მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ზურა სიხარულიძე - Covid 19-ით შექმნილი ვითარება მძიმედ შეეხო ნარკოტიკების მომხმარებლებს - 10 სექტემბერი 2020

- ნარკოტიკებით ზედოზირების შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღე აღინიშნა. პრობლემა კვლავ აქტუალურია და ქმნის საკმაოდ მძიმე სურათს.

მსოფლიო იხსენებს ადამიანებს, რომლებიც გარდაიცვალნენ ზედოზირების გამო. არც საქართველოა გამონაკლისი. თითოეული ამ ადამიანის ისტორია ინდივიდუალურია და მათი გარდაცვალება დიდწილად განპირობებულია ქვეყანაში არსებული სხვადასხვა ისეთი პრობლემით, რომელიც წლების მანძილზე რჩება გადაუჭრელი. წელს დამატებით სირთულეებს ქმნის Covid 19-ით შექმნილი ვითარება, რომელიც საკმაოდ მძიმედ შეეხო ნარკოტიკების მომხმარებლებს, - წერს ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე ფეისბუქის გვერდზე.

„მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ გამოწვევებზე ბევრჯერ მისაუბრია, არ დამეზარება და განვმეორდები, რომ ქვეყანაში არსებულ ვითარებას ხელს უწყობს შემდეგი გამოწვევები:

1. რეპრესიული ნარკოპოლიტიკა;

2. ნალოქსონის რეცეპტურაში არსებობა;

3. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებებით გამოწვეული ზედოზირებები და მასთან დაკავშირებული ზიანის შემცირების სერვისების არარსებობა;

4. ბაზარზე მუდმივად ახალი, უცნობი და არაიდენტიფიცირებული ნივთიერებების გამოჩენა, რომელთა ირგვლივ არ არსებობს შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება;

5. ნარკოტიკის მომხმარებელ თემში საკმარისი პრევენციული ღონისძიებების არარსებობა;

6. ნარკოტიკის მომხმარებელ თემში პანდემიის ფონზე ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების გამწვავება და ზიანის შემცირების სერვისებში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული ინტერვენციების არარსებობა;

7. სტიგმა / დისკრიმინაცია;

8. მოხმარების კრიმინალიზაცია;

9. საერთაშორისო პრაქტიკის გაუთვალისწინებლობა ისეთ სენსიტურ საკითხებზე, როგორიცაა სამედიცინო მარიხუანის მოხმარებასთან დაკავშირებული მიგნებები ოპიატების მოხმარებით გამოწვეულ ზედოზირებასთან მიმართებით;

10. მძლავრი, სწრაფად მზარდი და უკონტროლო Darknet“, - წერს ზურა სიხარულიძე.

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE