მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 20 პაციენტი - 11 სექტემბერი 2020

საქართველოში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მონაცემებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის 1 917 შემთხვევაა დადასტურებული.

გამოჯანმრთელდა კიდევ 20 პაციენტიგანკურნებულთა რაოდენობა სულ 1 354- შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 882 მოქალაქე.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას შეფასებით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრად მატება უკავშირდება მობილობის გაზრდას, რეგულაციების ნაკლებად შესრულებას და არა მეორე ტალღას.

ეზუგბაიას თქმით, მეორე ტალღა უფრო გვიან შემოდგომაზეა მოსალოდნელი.

დაავადების მატება მოსალოდნელი იყო შემოდგომის დადგომასთან ერთად, რადგან მეტ-ნაკლებად შემოდგომა უკავშირდება მწვავე რესპირატორული ვირუსული დაავადებების აქტივობების მატებას. აქედან გამომდინარე, დაავადების მატება ყოველთვის გვაქვს შემოდგომაზე.

საერთოდ, რესპირატორული ინფექციების მატება როდესაც არის, „კოვიდ-19“ ასევე სასუნთქი გზების დაავადებაა, მოსალოდნელია გარკვეული მატება, მაგრამ  მატება, რასაც ჩვენ მეორე ტალღას დავარქმევთ, უნდა იყოს ოქტომბრის ბოლო ან ნოემბრის შუა რიცხვები, მაგრამ თუ ეს ცოტა ადრე დადგება, ვერ გეტყვით.

ამ ეტაზპე ჩვენ გვაქვს დაავდების მნიშვნელოვანი მატება, ასეთი მატება მორე ტალღად შეიძლება ჩაითვალოს თუ არა? ჩემი აზრით, ამ ეტაპზე ჩვენ მეორე ტალღაზე არ ვლაპარკობთ. მეორე ტალღას და მასთან დაკავშირებულ მატებას მაინც ყოველთვის  ვუკავშირებთ სეზონს, ეს არის გვიანი შემოდგომა. არსებული მატება ბოლო პერიოდში მობილიბის გაზრდით და რეგულაციების შესრულების შესუსუსტებითაა გამოწვეული, ჩემი აზრით, ეს გახდა საფუძველი ამ ეტაზპე დაავადების ასეთი ამატების“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.

მარინა ეზუგბაია ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ აცხადებს, რომ საქართველო მწვანე ზონიდან გავიდა.

ამასთან, ეზუგბაია ამბობს, რომ ჯანდაცვის სექტორი მზადაა, მომატებულ შემთხვევებს გაუმკლავდეს. მარინა ეზუგბაია კვლავ ამახვილებს ყურადღებას მოსახლეობის მხრიდან რეკომენდაციების შესრულებაზე, როგორიცაა პირბადე, სოციალური დისტანცია და ჰიგიენური წესების დაცვა.

მწვანე ზონიდან გადასულები ვართ, მაგრამ ეს მაჩვენებელი ძალიან დაბალია, 10 არის მაქსიმალური და 10.2 მეათედი გვაქვს. თუ შევინარჩუნებთ სიტუაციას და გავუმკლავდებით, პრობლემა არ გვექნება. პირველი დღიდან ვერტიკალი, სახელმწიფო, მთავრობა ჯანდაცვა თავისი ყველა სამსახურით და სამედიცინო სექტორი გაუმკლავდა ვირუსის დაწყების, შეტევის ფაზას, შემდეგ მკვეთრი მატება იყო, გავუმკლავდით, პერიოდულად გვქონდა რამდენიმე ეპიდაფეთქებები, ამასაც გავუმკლავდით. დარწმუნებული ვარ, ამასაც გავუმკლავდებით, ჯანდაცვის სისტემა ამისთვის მზად არის.

შესაბამისი საწოლ-ფონდი არსებობს, მატებასთან ერთად მოხდება საწოლ-ფონდის დამატება, ჯანდაცვის სამინისტრო თავისი სამედცინო სექტორით მზად არის სამუშოდ. ათეული შემთხვევები ჩვენ არ გვაშინებს, და ვიცით, რომ ქვეყანა მზად არის, სახელმწიფომ თქვენ დაგანახათ მყისიერი ქმედებები, ყველა ვერტიკალია  სახელმწიფო, მთავრობა, ჯანდაცვა, სამედიცინო სექტორი. დარწმუნებული ვარ, რვა თვის გამოცდილებით ამ საქმის გაკეთება უფრო მყისიერად შეგვეძლება, მაგრამ ამისთვის აუცილებელია თანამოქალაქეების გულისხმიერება“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

კოვიდ-19“-ის დასამარცხებლად მსოფლიოში 180-მდე ვაქცინაზე მიმდინარეობს მუშაობა. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის თქმით, 35 შემთხვევაში სამედიცინო კვლევები ადამიანებზე ტარდება. გაერო- ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ისტორიის განმავლობაში, არც ერთი დაავადების წინააღმდეგ არ ჩატარებულა კვლევები მსგავსი სისწრაფით და ეს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების წარმოუდგენელი მიღწევების დასტურია, რასაც მსოფლიომ ბოლო წლების განმავლობაში მიაღწია.

გებრეიესუსმა ასევე აღნიშნა, რომ ვაქცინაზე წვდომა შეძლებისდაგვარად ბევრ ადამიანს უნდა ჰქონდეს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ რამდენიმე კვლევა ივლისში დაიწყო და შუალედური შედეგები წლის ბოლოსთვის გახდება ცნობილი, - აღნიშნულია „პირველი არხის“ ინფორმაციაში.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია