მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ლევან ხაბეიშვილი - ამ ვიტრინებივით „დაიმსხვრევა“ ქართული ოცნება 31 ოქტომბერს - 18 სექტემბერი 2020

ამ ვიტრინებივით დაიმსხვრევა ქართული ოცნება 31 ოქტომბერს; სამგორის (აფრიკის) ოფისი დაგვირბიეს“, - წერს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი ფეისბუქის გვერდზე.

ლევან ხაბეიშვილის საარჩევნო შტაბი სამგორში გვიან ღამით დაარბიეს. ორმა უცნობმა ოფისს ქვები ესროლა. შუშები ჩაამსხვრიეს და ინვენტარი დააზიანეს. ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართლდამცველები, ფაქტზე მიმდინარეობს მოკვლევა. პოლიციას თავდამსხმელები ჯერ-ჯერობით არ დაუკავებია.

ორგანიზებულად მოიტანა ქვები ორმა ადამიანმა, ორგანიზებულად ჩალეწეს შუშები, ორგანიზებულად გაიქცნენ და ეჭვი მაქვს, რომ ორგანიზებულად არ გამოიძიებს ქართული ოცნების პოლიცია ამ შემთხვევას.

სამწუხაროდ ქვეყანას ჰყავს ქვასროლია ხელისუფლება, რომელსაც დაშავების, კრიმინალის და ძალადობის გარდა არაფერი შეუძლია და მეტიც, ქვის ხანაში უნდა დაგვაბრუნოს, - აცხადებს „რუსთავი 2-თან“ ლევან ხაბეიშვილი.

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE