მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
„ეს არა შეცდომა, არამედ კორუფცია და ბანკებთან გარიგება იქნება“ - 22 სექტემბერი 2020

პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე ეროვნული ბანკის მხრიდან ხვალისთვის დაგეგმილ ნაბიჯებს ეხმაურება.

„თუ ოთხშაბათს ეროვნული ბანკი მისცემს რეფინანსირების სესხებს კომერციულ ბანკებს და იმავე დღეს განახორციელებს ინტერვენციას, ანუ გაყიდის დოლარებს, რომელსაც იყიდიან კომერციული ბანკები ეროვნული ბანკისგან ნასესხები ფულით, ეს არ იქნება შეცდომა; ეს იქნება კორუფცია და ბანკებთან გარიგება.

როგორც ვპროგნოზირებდი, ისევ ოთხშაბათს, ანუ ხვალ აპირებენ 40 მილიონი დოლარის გაყიდვას, რომელიც ისევე არ მოახდენს გავლენას ლარის კურსზე სასიკეთოდ, როგორც წინა ოთხშაბათს მოხდა.

ორჯერ გაუფასურებული ლარით და მშპ-სთან მიმართებით თითქმის გაორმაგებული სახელმწიფო ვალით ასრულებს ”ქართული” ოცნება თავის უნაყოფო რვაწლიან მმართველობას“, - წერს რომან გოცირიძე „ფეისბუქის“ გვერდზე.  

საქართველოს ეროვნული ბანკი ხვალ, სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის, -ამის შესახებ ნათქვამია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, წინა სავალუტო აუქციონი სებ-მა 16 სექტემბერს გამართა და 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა.

 

 

 

 

 

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE