"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის და პარტიის პრემიერობის კანდიდატის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ოპოზიციური ფრონტის ჩამშლელია. ამ თემაზე მან გადაცემა "ღამის მთავარში" (მთავარი არხი) ისაუბრა.
„ნუ საუბრობთ დიდაქტიკური ტონით, იქედან გამომდინარე, რომ ვითომ მთავარი ოპოზიციური ძალა ხართ. მთავარი კი არა თქვენ ხართ ოპოზიციური ფრონტის ჩამშლელები. რეალურად ასეა, არაერთი მცდელობის მიუხედავად, რომ საქმეზე კონცენტრირებული ყოფილიყო არცერთხელ გიპასუხეთ ტალახის სროლაში, მუხედავად ამისა დაკავებული ხართ ტალახის სროლით და ჭორების გავრცელებით“, - თქვა გიორგი ვაშაძემ.
ვაშაძის განცხადებით, გაურკვეველია, როგორ უნდა შეასრულოს გაერთიანებულმა ოპოზიციამ ის შეთანხმებები, რასაც ხელი მოაწერეს, თუ "ნაციონალური მოძრაობა" ერთპიროვნულ მმართველობას ემხრობა.
შიდაოპოზიციურ გარჩევებს ექსპერტი ვანო მაჭავარიანი ეხმაურება.
„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანია არის აწყობილი საკააშვილის, "ნაციონალური მოძრაობისა" და წარსულის მუდმივ გახსენებაზე.
სააკაშვილიც არის გამოცდილი პოლიტიკოსი და დარწმუნებული ვარ მისი განცხადებები ორ მიზანს ემსახურება, გარკვეულწილად დაბნეულობა შეიტანოს "ქართულ ოცნებასა" და მის ამომრჩეველში და ამავდროულად, არცერთი ოპოზიციური ხმა არ დაკარგოს.
მას სურს იყოს მთავარი ძალა პარლამენტში. სააკაშვილი მაქსიმალურად ცდილობს, რომ ოპოზიციის ხმები იქნება, "ქართული ოცნების" თუ გადაუწყვეტელი ამიმრჩევლის ხმა ყველა თავისკენ წაიღოს.
მათ მიაჩნიათ, რომ არჩევნებზე ამომრჩეველი მივა ყველას წინააღმდეგ ხმის მისაცემად, მათ შორის დღვანდელი ოპოზიციური სპექტრის და სურს "ნაციონალური მოძრაობა" გამოიყვანოს როგორც ერთადერთი მხსნელი ძალა, რომელიც თვითონ გადაწყვეტს ვისთან შევიდეს კოალიციაში და ვისთან - არა.
სააკაშვილს სურს აჩვენოს, რომ ოპოზიციურ ფლანგზე მთავარი მოთამაშეა. მისი როლი როგორც გამაერთიანებელი ლიდერის, დავიდა იმ პოლიტიკური ძალის ხელმძღვანელად, რომელსაც ფაქტობრივად ოპოზიციური ფლანგისგან დისტანცირება სურს" , - წერს ვანო მაჭავარიანი ფეისბუქის გვერდზე.