მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
"ჯანმრთელობა და სიცოცხლე დახლზე დევს და ბაზრის, ყიდვა-გაყიდვის პრინციპებს ექვემდებარება" - 23 სექტემბერი 2020

„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წარმომადგენელი, ბექა წიქარიშვილი, კორონავირუსის გავრცელების პირობებში ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის ხარვეზებზე ამახვილებს ყურადღებას. 

გახარიას მთავრობამ კი არ ამოწურა კოვიდის მართვის შესაძლებლობა, თქვენმა მთავრობამ და მთავრობებმა ამოწურეს, არსებულებმაც და მომავლის მთავრობებმაც, მათმა ხედვებმა. და საერთოდ არაა სასიხარულო, რადგან ამით გამოწვეული შედეგები ჩვენ დაგვაგდებს პირველ რიგში.

ადრეც ვთქვი და ვიმეორებ, პოლიციური მიდგომა (ჩაკეტვა, იზოლაცია, აკრძალვა) ლიმიტირებულია, მას მხოლოდ დროებითი, შემაკავებელი ეფექტი აქვს (არამხოლოდ ვირუსთან მიმართებით სხვათაშორის, ზოგადადაც). აქამდე არსებითად ასე მივატანეთ.

და აჰა, მიდგა ჯერი ჯანდაცვის სისტემაზე და ვისმენთ წუწუნს, აქ ის აკლიათ, იქ ეს.

ერთი რამ გახსოვდეთ, როცა კრიტიკას წერთ, სისტემა რომელსაც აკრიტიკებთ, პრივატიზებული, ბიზნესად ქცეული ჰოსპიტალური სისტემაა, სადაც ჯანმრთელობა და სიცოცხლე დახლზე დევს და ბაზრის, ყიდვა-გაყიდვის პრინციპებს ექვემდებარება.

სისტემა, სადაც სავაადმყოფოებისა და კლინიკების თითქმის 100 %- კერძო მფლობელი ყავს, მათ შორის ყველაზე დიდი წილი სადაზღვევო და ფარმაცევტულ კომპანიებს, ვისი ინტერესიც თქვენი ჯანმრთელობა კი არა, ჯანმრთელობიდან მოგების მიღებაა.

მაგ სისტემაში სახელმწიფოს უკვე პასუხისმგებლობა თითქმის სრულად აქვს მოხსნილი და არც რეგულირების ინსტიტუციური მექანიზმები გააჩნია.

რატომ? იმიტომ, რომ ხახვივით ვუქნევდით თავს საბაზრო ეკონომიკის პრინციპების დანერგვას ყველგან და ყველაფერში, ვუქნევდით და ვუქნევთ.

აგერ არჩევნებია და მაჩვენეთ ერთი ვის აქვს განსხვავებული ხედვა ან ჯანდაცვაში ან ეკონომიკაში?

რა გვეშველება? ჩაეკითხება ჟურნალისტი და იქიდან ისევ ის პასუხი 30 წელია რომ ვისმენთ: ინვესტიციებს მოვიზიდავთ და გვეშველება.

ჰოდა,  ზუსტად მაგ ინვესტორების სისტემაა ახლა უკვე პასუხისმგებელი ჩვენს სიცოცხლეზე - ეგ გახსოვდეთ კარგად“, - წერს ბექა წიქარიშვილი ფეისბუქის გვერდზე.

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE