მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
გია ხუხაშვილი - ნაციონალურ მოძრაობას ექსკლუზიურად ხელისუფლებაში მოსვლის შანსი არა აქვს - 25 სექტემბერი 2020

წინასაარჩევნო რეალობას ექსპერტი გია ხუხაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე ეხმაურება.

„ნაც. მოძრაობას ექსკლუზიურად ხელისუფლებაში მოსვლის შანსი არა აქვს. ეს არის მრავალი კვლევით დადასტურებული ფაქტი.

ამიტომ, სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც თავის "ფუნქციას" ნაც. მოძრაობის კრიტიკაში ხედავს, შეგნებულად, ან შეუგნებლად ხელისუფლებას "ეპრანჭება".

ჯობდა ეს მაშინ ეკეთებინათ, როცა მიშა ხელისუფლებაში იყო და მართლა საფრთხეს წარმოადგენდა.

* * *

„ჩემი პოზიციის მცირე განმარტება მეგობრებისთვის:

სამოქალაქო საზოგადოების მთავარი სამიზნე ყოველთვის მოქმედი ხელისუფლება უნდა იყოს, რადგან მხოლოდ მას შეუძლია რეალურად იძალადოს საზოგადოებაზე.

აქ უნდა ვეძებოთ ბალანსი და წონასწორობა და არა "მგელი მოდის" ზღაპრულ ისტორიაში...“

* * *

„ხელისუფლების მთავარი წინასაარჩევნო პრობლემა არა ოპოზიცია, არამედ ორი ფუნდამენტური შიშია - სიკვდილის შიში და შიმშილის შიში.

პროცესები ისე ვითარდება, რომ ორივე შიშის პიკი ოქტომბრის შუა რიცხვებზე მოდის, რომლის ეფექტთან ცოცხები მოგონილი იქნება, თუ ხელისუფლებამ ვერ იპოვა მათი ჩაცხრობის ფორმულა“, - წერს გია ხუხაშვილი.

 

 

 

 

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია