მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
რომან გოცირიძე - ლარს ჯანსაღი ბიუჯეტი და სწორი ეკონომიკური პოლიტიკა თუ იხსნის - 28 სექტემბერი 2020

„მიმდინარე წლის ბიუჯეტი 16 მილიარდი ლარია. ამ დროისათვის დახარჯულია 11 მილიარდი.  წლის ბოლომდე დასახარჯი კიდევ ბევრია. ეს კიდევ უფრო დაამძიმებს ლარის მდგომარეობას.

ხარჯვა კი არაა პრობლემა, ხარჯვის წყაროა პრობლემა. წყარო ვალია. უცხოური სესხები ილექება ეროვნული ბანკის რეზერვებში, მის მიერ მთავრობისთვის მიცემული ლარი გადის მიმოქცევაში (დეფიციტური ხარჯვა). ეროვნული ბანკი ვალდებულია ინტერვენციები განახორციელოს. ეს რეზერვების შემცირება კი არ არის, როგორც უყვართ წუწუნი ხოლმე, არამედ „მუქთად ნაშოვნი“ ვალუტის მიმოქცევაში უკან ჩაბრუნებაა. 

სწორი ტაქტიკის პირობებში კურსის მართვა ადვილად იყო შესაძლებელი. ახლა, უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნას აჟიოტაჟური მოლოდინებიც დაემატა, ამიტომ გაჩნდა საფრთხე რეზერვების იმაზე მეტად შემცირების, რაც შეიძლება სწორი ქმედებების შემთხვევაში ყოფილიყო. 

ეროვნული ბანკი უშვებს შეცდომებს, მთავრობა არ ეხმარება ეროვნულ ბანკს - არ ამცირებს ბიუჯეტის ხარჯებს. ამის გარეშე ლარის დასტაბილურება შეუძლებელია.  

ეროვნულმა ბანკმა წლის დასაწყისიდან გაყიდა 450 მილიონი დოლარი. ეს იმაზე ნაკლებია, ვიდრე მთავრობამ დეფიციტური არხებით გაუშვა ლარი  მიმოქცევაში.  რადგან პროცესი გრძელდება, ეროვნულ ბანკს მოუწევს ერთი ამდენის გაყიდვა უახლოეს რამდენიმე თვეში. მერე ლარს ჯანსაღი ბიუჯეტი  და სწორი ეკონომიკური პოლიტიკა თუ იხსნის“, - წერს პარლამენტარი რომან გოცირიძე (ენმ) „ფეისბუქის“ გვერდზე. 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია