„ვბლოკავ ყველას, ვინც ეწევა პანდემიის საწინააღმდეგო მავნე და ბნელ პროპაგანდას.
სიბნელეა, როცა ელემენტარული არ გესმით, ან გესმით და სხვა მიზნებს ემსახურებით.
მარტივია. არასაჯაროდ რაც გსურთ აკეთეთ, ოჯახში, თქვენს თანამოაზრეებში, დახურულ ჯგუფებში.
მაგრამ, როცა საჯარო პროპაგანდას ეწევით, შედიხართ სხვისი უსაფრთხოების ზონაში, ზეგავლენას ახდენთ სხვა ადამიანებზე და ვერ გამართლდება თქვენი უფლებით, წეროთ რაც გაგიხარდებათ.
ვიმეორებ, როცა საჯაროდ პროპაგანდას ეწევით, აზიანებთ სხვის უსაფრთხოებას, რადგან იწვევთ მოსახლეობის უნდობლობას, რაც ზრდის დაწესებული წესების უგულვებელყოფას.
რატომაა სიბნელე?
ერთ-ერთი ვერსია, რასაც ავრცელებენ, თითქოს სოროსის 5 მლრდ აქვთ ასათვისებელი.
ამას რომ წერ და გჯერა, სკოლის დონის ცოდნაც არ გაქვს, ან მავნე ხარ, ან ორთავე.
ვის რა ოხრად დაჰკარგვია სოროსის 5 მლრდ დოლარი?! ხომ გამოვაქვეყნე, რომ მხოლოდ ბაფეტის კომპანიებმა დაკარგეს 50 მლრდ დოლარი.
იცით თუ არა, რომ ამერიკის მშპ მეორე კვარტალში შემცირდა 32%-თ. იცით რამდენია 21 ტრილიონის 32%? პირველ კვარტალში 20%-თ შემცირდა.
ანუ, მხოლოდ ამერიკამ დაკარგა ტრილიონები, ტრილიონებიიი...
ტრილიონებთან სოროსის 5 მილიარდი მზესუმზირის ფულია.
ევროპამ რამდენი დაკარგა, ესეც ხომ გამოვაქვეყნე?
ეკონომიკების შემცირებებთან ერთად, რა ხარჯების გაწევა უწევთ, ისიც ხომ დავწერე ადრე?
ენერგოსექტორმა რამდენი დაკარგა ესეც ხომ მაქვს გამოქვეყნებული? ხომ გამოვაქვეყნე, რომ მოპოვებულ და ტანკერებზე დატვირთულ ნავთობს ვერ აბინავებდნენ, საბადოები დაიხურა და ა.შ.
კიდევ როგორ ავხსნა, რომ სოროსის მზესუმზირის ფული და ფარმაცევტული კომპანიების შემოსავლები მიზერია დანარჩენ დანაკარგებთან.
თუ ფარმამამები ნავთობის, ავტომრეწველობის და სხვა მამებზე ძლიერები არიან?
8 მილიარდი ადამიანია. 4-5-მა მილიარდმაც რომ გაიკეთოს ვაქცინა, როგორ ფიქრობთ, რა შემოსავლებზეა საუბარი?
ამ შემოსავლების გამო, ენერგოსფეროს, მრეწველობის, ტურიზმის და სხვა სექტორების წარმომადგენლები გაჩუმებულები არიან და უყურებენ როგორ ყვავდებიან ფარმაცევტები და იქცევიან თავად?
თუ თქვენ გაქვთ ინფორმაცია და ლუფტჰანზას არ აქვს, პანდემიის გამო ჭე დივიზიონში რომ გადავიდა?
არავის ვარწმუნებ, თქვენი ბნელი აზრების თქვენ იცით.
სირცხვილი ის კი არაა, თუ შეცდომაში შეხვედი და ბურუსით მოცულ ლაბირინთში დაიკარგე, გამოსვლა რომ არ გსურს, ესაა სირცხვილი.
დავწერე ადრე ასეულებზეც ავა მეთქი. თუ ხალხი არ მოვიდა გონს, საგრძნობი მატება გაგრძელდება. ეს უბრალოდ მათემატიკაა და არ სჭირდება მედიცინის ცოდნა.
ჰო, სომხეთში 50 ათასამდე დაინფიცირებულია, 950-ზე მეტი გარდაცვლილი, აზერბაიჯანში 40 ათასი და 500-ზე მეტი, შესაბამისად.
კიდევ ერთ სისულელეს ავრცელებენ, თითქოს მილიარდამდე უნდა შეამცირონ მოსახლეობაო. 7 მლრდ გვამი იცით რამდენია?
ჯერ მილიონია დაღუპული. შესაძლოა 2-3 მილიონზე ავიდეს ეს ციფრი. უღირდა ვინმეს ტრილიონების დასაკარგად?
ამ ორ საუკუნეში, ყველა ეპიდემიას ახლდა მსგავსი სიბნელე.
უფრო მეტი და გასაგებად ამ წერილში მიწერია:
http://kvira.ge/564295, - აღნიშნავს ექსპერტი ამირან სალუქვაძე „ფეისბუქის“ გვერდზე.