მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
გია ხუხაშვილი - არის თუ არა მთიანი ყარაბაღი ოკუპირებული, პასუხი ცალსახაა - არის - 29 სექტემბერი 2020

არის თუ არა მთიანი ყარაბაღი ოკუპირებული?

აფხაზეთის და .. სამხრეთ ოსეთის პატრონის პასუხი ცალსახაა - არის.

სხვა პასუხი პრაქტიკულად ნიშნავს, რომ შენ არც ამ რეგიონების ოკუპაციას აღიარებ.

ამ ფუნდამენტურ პასუხზე ყალიბდება პოლიტიკა, ბუნებრივია მშვიდობიანი განვითარების ხელშეწყობის ფარგლებში“ - წერს ექსპერტი გია ხუხაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე.

საერთაშორისო დიპლომატია ძალიან გააქტიურებულია და ეს კონფლიქტი უახლოეს დღეებში შეწყდება, – ამის შესახებნაციონალური მოძრაობისწევრმა, სალომე სამადაშვილმა მთიან ყარაბაღში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

სამადაშვილი მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს.

მინდა, რომ ორივე მეზობელს მშვიდობა ვუსურვო. საერთაშორისო დიპლომატია ძალიან გააქტიურებულია და ეს კონფლიქტი უახლოეს დღეებში შეწყდება. ჩვენს ინტერესებშია რეგიონში სიმშვიდე და სტაბილურობა.

შესაბამისად, დიდი იმედი გვაქვს, რომ ძალიან მძიმე ვითარების დასრულებას მშვიდობიანად შეძლებენ. ორივე მხარეს უნდა მოვუწოდოთ, რომ მოლაპარაკების მაგიდას დაუბრუნდნენ“, – განაცხადა სამადაშვილმა.

ამასთან, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ყარაბაღის საკითხზე გააკეთა, სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ აღნიშნულ განცხადებაში ახალი არაფერია.

მთიანი ყარაბაღის თემაზე ყოველთვის იყო და იქნება იგივე, რაც არის ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში, რომ ტერიტორიული მთლიანობის პრინციპი არის ხელშეუხებელი და შესაბამისად ვერ ვხედავ, რა არის ახალი მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში. ეს იყო ყოველთვის საქართველოს პოზიცია“, – განცხადა „პირველ არხს“ სამადაშვილმა.

ფართომასშტაბიანი სამხედრო დაპირისპირება მთიან ყარაბაღში 2020 წლის  27 სექტემბერს განახლდა.  

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE