მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
გია ნოდია - როდესაც „ოცნების“ ვარსკლავბიჭუნა ქართულზე გადმოერთვება, ჩვეულებრივი „დერჟიმორდა“ ხდება - 29 სექტემბერი 2020

როგორც ვხედავთ, ირაკლი კობახიძისთვის „ენჯეო“ სალანძღავი სიტყვაა, ხოლო "ამ ენჯეოების“ უკან „სამარცხვინო რამე“ დგას (ნეტავ რა? თვითონ რატომ არ აზუსტებს?).

ესააოცნებისვარკლავბიჭუნა, რომელმაც ინგლისური და კომპიუტერი იცის და შეუძლია, ელჩებს მათ ენაზე ელაპარაკოს - მაგრამ როდესაც ქართულზე გადმოერთვება, ჩვეულებრივიდერჟიმორდახდება“, - წერს ექსპერტი გია ნოდია „ფეისბუქის“ გვერდზე.

არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ხელისუფლების წარმომადგენელთათვის სახალხო დამცველზე თავდასხმა ჩვევად იქცა.

„ჩვენ, ხელმომწერი ორგანიზაციები, უკიდურეს შეშფოთებას გამოვთქვამთ მმართველი პარტიის,  „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის მიერ საქართველოს სახალხო დამცველის,  ნინო ლომჯარიას მიმართ განხორციელებული მორიგი თავდასხმის გამო.

სამწუხაროდ, როგორც ქართული ოცნების წევრების, ასევე საკანონმდებლო თუ აღმასრულებელი ხელისუფლების  წარმომადგენელთათვის, უკვე ჩვევად იქცა სახალხო დამცველის შესახებ დაუსაბუთებელი და შეურაცხმყოფელი განცხადებებები.

ამ განცხადებების ერთადერთი მიზანია, უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური ინსტიტუტის დისკრედიტაცია, ადამიანის უფლებების სფეროში არსებული რეალური პრობლემებისა და გამოწვევებისგან ყურადღების გადატანა.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს სახალხო დამცველი კონსტიტუციური ორგანოა, რომელსაც კანონმდებლობით ევალება, ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის მონიტორინგი და ზედამხედველობა.

შესაბამისად, წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგი, ისევე როგორც,  გამოვლენილი დარღვევების თაობაზე საზოგადოებისა თუ საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირება, სახალხო დამცველის პირდაპირი და დღესდღეობით – ყველაზე მნიშვნელოვანი ვალდებულებაა.

საქართველოს სახალხო დამცველი, წინა წლების მსგავსად, თავისი მანდატის ფარგლებში, აკვირდება 2020 საპარლამენტო არჩევნებს. შესაბამისად, ისეთი მძიმე დარღვევები, როგორებიცაა: დაშინება, პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გასაჯაროების მუქარა და ძალისმიერი მეთოდებით პოლიტიკურ ოპონენტებთან ანგარიშსწორება, სწორედ ის საკითხებია, რასაც სახელმწიფოს მხრიდან ადეკვატური რეაგირება არასდროს მოჰყოლია. დღემდე არ გამოძიებულა ან გამოძიება არ დასრულებულა ბევრ ძალადობრივ ქმედებაზე, რომელიც გასულ წლებში, წინასაარჩევნო პერიოდში მოხდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში არაჯანსაღ და ძალადობრივ წინასაარჩევნო გარემოზე, განმეორებით მიუთითებენ როგორც საერთაშორისო მისიები, ასევე, საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები. შესაბამისად, მმართველი გუნდის წარომადგენლების აშკარა და პირდაპირი თავდასხმები საქართველოს სახალხო დამცველზე დაუსაბუთებელია და მიზნად ისახავს ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტის დისკრედიტაციას.

ხელმომწერი ორგანიზაციები, მოვუწოდებთ ქართული ოცნების პოლიტიკურ გუნდს, თავი შეიკავონ სახალხო დამცველის მიმართ გამოთქმული შეურაცხმყოფელი განცხადებებისგან პირდაპირი თუ ირიბი გზებით, შეწყვიტონ ამ ინსტიტუტის საქმიანობისთვის ხელის შეშლის მცდელობები, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:

ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (TI)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

უფლებები საქართველო (Rights Georgia)

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)

საქართველოს მედია-კლუბი

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)

საფარი

მწვანე ალტერნატივა

"მანდატით სხვაა, მაგრამ არსებითად იგივეა, რაც ენჯეო" - თქვა ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი 2-ის ეთერში სახალხო დამცველზე საუბრისას.

კობახიძეს კომენტარი სთხოვეს აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის გამოხმაურებაზე, რომელიც ობუდსმენის განცხადებას მოჰყვა. ნინო ლომჯარიას თქმით, წინასაარჩევნოდ დაფიქსირდა დაშინების და ძალისმიერი ანგარიშსწორების ფაქტები ოპონენტების წინააღმდეგ, რაზეც აშშ-ს ელჩმა შეშფოთება გამოხატა.

ირაკლი კობახიძე კი სახალხო დამცველს იმის გამო აკრიტიკებს, რომ ის მომჩივნების ვინაობას არ ასახელებს.

"შეიძლება, გესმოდეს ამდენი წელი, 2020, 2018, 2016 და ა.შ. და ერთი ადამიანი არ გამოდიოდეს? ერთი ფაქტი რატომ ვერ დაასახელა ვერავინ". - ამბობს კობახიძე.

მან ომბუდსმენს უპასუხისმგებლო და სამარცხვინო უწოდა.

"სამარცხვინო ფაქტია, როდესაც გამოდიხარ და უპასუხისმგებლოდ აკეთებ ასეთ განცხადებას, როდესაც ერთი სახელის და გვარის დასახელება არ შეგიძლია და როცა ეს წლები გრძელდება. ეს სამარცხვინოა. სახალხო დამცველი არის ინსტიტუტი და ელჩი ამ შემთხვევაში პატივს სცემს ინსტიტუტს, მაგრამ ამ ინსტიტუტის უკან რომ იგივე სამარცხვინო რამე დგას, ამას ხომ ვერ გაუწევს ანგარიშს". - ამბობს კობახიძე.

24 სექტემბერს სახალხო დამცველმა თქვა, რომ დაფიქსირდა ძალისმიერი ანგარიშსწორების, ინფორმაცია პირადი ცხოვრების გამოყენების შესახებ პირების დაშინების და შანტაჟის შემთხვევები.

"სამწუხაროდ, უკვე დაფიქსირდა ძალისმიერი ანგარიშსწორების ფაქტები პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, ასევე ისმის ინფორმაცია პირადი ცხოვრების გამოყენების შესახებ პირების დაშინების და შანტაჟის თაობაზე, ამ საკითხებშიც ჩართულები ვართ. შესაბამის უწყებებს მივმართავთ და მოვიძიებთ ინფორმაციებს, რამდენად სწორად, ობიექტურად და დროულად ხდება ამ დანაშაულების გამოძიება". - თქვა მან.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია