მარნეულში ჟურნალისტებზე თავდასხმას ექსპერტები ეხმაურებიან.
ხათუნა ლაგაზიძე, ექსპერტი:
„თუ ხვდებით, რომ ამ თქვენი ბინძური მეთოდებით (სომხეთ-აზერბაიჯანის სამხედრო დაპირისპირების ფონზე) მარნეულში ჟურნალისტს, რომელიმე ტელეარხს ან ოპოზიციურ პარტიას კი არა - საქართველოს ებრძვით. ნუ აიღებთ თავზე ხელს და ნუ გაწირავთ ქვეყანას, თორემ თქვენ გაიწირებით!“
უჩა ნანუაშვილი, უფლებადამცველი (ყოფილი სახალხო დამცველი):
„სოლიდარობა ჟურნალისტებს! მოძალადეები ციხეში!
უნდა დასრულდეს ჟურნალისტებზე თავდასხმები!“
"მთავარი არხის" ჟურნალისტებზე მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობას ოპოზიციური ლიდერები ხელისუფლებას აკისრებენ. მათი თქმით, ძალადობის პროვოცირების მთავარი წყარო სწორედ "ოცნების" ხელისუფლებაა.
„ოპოზიციაში ვარაუდობენ, რომ მმართველი პარტია, რომელიც ახლა არჩევნებს აგებს, ძალაუფლების შენარჩუნებას სწორედ პროვოკაციებით და სამოქალაქო დაპირისპირების გაღვივებით შეეცდება“, - ნათქვამია „მთავარი არხის“ ინფორმაციაში.
"ძალა ერთობაშიას" ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ამბობს, რომ "ოცნების" მხრიდან ძალადობა არის ის, რაც ბოლოს მოუღებს ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიულ რეჟიმს.
„ადამიანების ცემა, ჟურნალისტების ცემა მიუთითებს იმას, რომ ხელისუფლებამ იცის, რომ აგებს არჩევნებს, იცის, რომ საერთოდ, მეტი სხვა განზომილება მათთვის არ არსებობს. შესაბამისად მიმართავს ამ ძალადობრივ მეთოდებს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მინდა ახლა ვუთრა რეჟიმს, არავის არ ეშინია მათი, არავის არ ეშინია ამ ძალადობის და ეს არის ზუსტად ის, რაც ბოლოს მოუღებს ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიულ ვერტიკალს და ოლიგარქიულ რეჟიმს, იმიტომ, რომ არავინ ამ ქვეყანაში აღარ არის "ქართული ოცნების" მომხრე - ამბობს ხატია დეკანოიძე
"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" თავმჯდომარე ამბობს, რომ ხელისუფლებას არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირების, ძალადობის და განხეთქილების გზაზე დააყენოს.
"ძალა ერთობაშიას" ხაშური-ქარელი-გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ნატო ჩხეიძის თქმით, მმართველი ძალის ეს საქციელი არის გამოწვევა არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების არამედ საერთაშორისო საზოგადოების.
"ლეიბორისტული" პარტიის თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლება ძალადობაში იყენებს სახელმწოფო ბერკეტს.
"ერთიანი საქართველოს" წარმომადგენელის თქმით, წინასაარჩევნოდ ხელისუფლების მხრიდან ქვების სროლა, მანქანების დამტვრევა, ადამიანების ცემა და ძალადობა ნიშნავს იმას, რომ ხელისფულება არის ღრმა კრიზისში. მივე თქმით, "ოცნება" არჩევნები დამარცხდება.
საქართელოს მესამე პრეზიდენტი მიხელ სააკაშვილი ამბობს, რომ ის რაც ქვეყანაში ხდება არის დაუშვებელი. სააკაშვილის თქმით, გუშინ მარნეულში მომხდარი დაპირისპირება არის პირდაპირი ნიშანი იმისა, რომ 2020 წლის არჩევნებზე ხელისუფლება შეიცვლება.
შეგახსენებთ, რომ მარნეულში "მთავარი არხის" 4 თანამშრომელს თავს დაესხნენ, ადგილორბივ კორესპონდენტს თავი აქვს გატეხილი და საავადმყოფოშია გადაყვანილი. დაზიანებულია "მთავარი არხის" ტექნიკაც.
ადგილზე ფიზიკურად გაუსწორდნენ სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელ გიორგი მუმლაძესაც. მუმლაძე ამბობს, რომ საკრებულოს თავმჯდომარე, რომელიც მისივე თქმით, უშუალოდ ხელმძღვანელობდა თავდასხმას, ხელს უშლიდა აქტივისტს დაერეკა სასწრაფოში, როდესაც დაპირისპირება დაიწყო.
"მთავარი არხის" გარდა თავს დაესხნენ ადგილზე მყოფ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღებ ჯგუფსაც. მათ კამერა დაუმტვრიეს და ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ძალადობისა და ჟურნალისტური საქმიანობის ხელისშეშლის ფაქტზე დაიწყო. დაკავებული ამ დრომდე არავინ არაა, - აღნიშნულია არხის ინფორმაციაში.