„ამ არჩევნებში ორ რამეს ვცდილობთ: ერთი, ხელისუფლების შეცვლას, მეორე, პოლიტიკური სისტემის შეცვლას (ნახევრადავტორიტარულიდან დემოკრატიულზე).
არსებულ სისტემას ვეძახი „გაბატონებული ძალის პოლიტიკას“ (კაროზერსის ტერმინია). „ოცნების“ გამარჯვება მისი შენარჩუნება იქნება.
მაგრამ აქედან შეიძლება აგრეთვე გადავიდეთ სიტუაციაში, რასაც იგივე კაროზერსი აღწერს როგორც feckless pluralism - მე ვთარგმნე როგორც „უმაქნისი პლურალიზმი“, შეიძლება „უნიათო პლურალიზმიც“.
ეს ვერსია ნაკლებ ავტორიტარულია, მაგრამ ნაკლებ ეფექტურიც: პოლიტიკურ კლასი პლურალისტურია, მაგრამ არასაკმარისად კომპეტენტური და პასუხისმგებლიანი საიმისოდ, რომ ქვეყნის გაძღოლა შეძლოს.
საქართველოს ამოცანაა, „გაბატონებული ძალის პოლიტიკის“ პროკრუსტეს სარეცელს თავი დააღწიოს, ოღონდ ისე, რომ „უმაქნისი პლურალიზმის“ ჭაობში არ ჩაეფლოს“, - წერს ექსპერტი გია ნოდია „ფეისბუქის“ გვერდზე.
იხილეთ სრულად:
რას ნიშნავს ეს არჩევნები? გია ნოდიას თვალსაზრისი