მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
არაიკ არუთიუნიანი - ერევნის უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭომ სააკაშვილს საპატიო დოქტორის წოდება ჩამოართვა - 01 ოქტომბერი 2020

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ერევნის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება ჩამოართვეს. ამის შესახებ „ფეისბუქის“ გვერდზე სომხეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი არაიკ არუთიუნიანი წერს.

„ერევნის უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭომ სააკაშვილისთვის საპატიო წოდების ჩამორთმევას ერთხმად დაუჭირა მხარი“, – წერს სომხეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი.

შეგახსენებთ, მანამდე საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა, რომ მთიანი ყარაბაღი წარმოადგენს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუვერენულ ტერიტორიას და ამას არაფერი შეცვლის. მისივე თქმით, ყველას, ვინც გამოდევნილია ამ რეგიონიდან, აქვს უფლება, დაუბრუნდეს თავის სახლებს და ვინც უკვე ცხოვრობს, მათ აქვთ უფლება, მშვიდად იცხოვრონ.

მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი:

„აზერბაიჯანს და სომხეთს შორის სამხედრო შეტაკებები ძალიან გვაშფოთებს ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენს რეგიონში მშვიდობა და ჩვენი ხალხების კეთილდღეობა. არ არსებობს დღეს უფრო დიდი ფასეულობა. ამიტომ დიდი გულისტკივილით ვადევნებ თვალყურს  ადამიანურ მსხვერპლს და სიტუაციის ესკალაციას.

ჩემი პოზიცია სრულიად ნათელია, ეს ეფუძნება სახელმწიფო მთლიანობის პრინციპს, ესე იგი, მთიანი ყარაბაღი წარმოადგენს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუვერენულ ტერიტორიას და ამას არაფერი არ შეცვლის, რა თქმა უნდა ამავე დროს ყველას ვინც გამოდევნილია ამ რეგიონიდან, აქვს უფლება დაუბრუნდეს თავის სახლებს და ვინც უკვე ცხოვრობს, მათ აქვთ უფლება მშვიდად  იცხოვრონ  და მათი უფლებები უნდა იყოს დაცული.

საქართველო დაინტერესებულია კავკასიის სამ ერს შორის ძმურ-მეგობრულ ურთიერთობებში. ჩვენი მომავალი ისეთი უნდა იყოს, როგორც სამ ბალტიის ქვეყნებს შორის ურთიერთობაა და მხოლოდ გარე ძალები არიან დაინტერესებულები იმაში, რომ გაგვთიშოს და იბატონოს და ჩვენ ამის საშუალება მათ არანაირად არ უნდა მივცეთ! - წერს მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე.

 

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია