მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
თინა ხიდაშელი - კუნთების თამაში ჭაობია! - 01 ოქტომბერი 2020

„არა მხოლოდ არჩევნების დროს, კუნთების თამაში ჭაობია!

ძალადობა ჭაობია! აი ის ჭაობი, ბანერებზე რომ ჩაეფალით; 

სხვათაშორის მარშების მიგზავნაც ისეთივე ჭაობია!

„წამყვანი“, ყველაზე დიდი მედიის მიერ ამ ამბებზე წაყრუება კი ჭაობაში დახრჩობისთვის გამწესება!

დღეს 1 ოქტომბერია და განსაკუთრებით რთულია ამ ჭაობის ყურება ეკრანზე თუ თქვენს ბანერებზე, 

#სირცხვილია“, - წერს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი „ფეისბუქის“ გვერდზე.

რომან გოცირიძე, ნაციონალური მოძრაობა:

„ძალადობრივად ჩატარებული არჩევნები ქმნის მისი ლეგიტიმაციის საფრთხეს და შეიძლება გახდეს ქვეყანაში არასტაბილურობის წყარო.

ცუდად  დამთავრდება ძალადობები ხელისუფლებისთვის, თუ ასე გაგრძელდა წინასაარჩევნო პერიოდში“.

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, გირჩი:

„ქართული ოცნება“ ჩაფრენილია ძალაუფლებას, რომლის ხელიდან გაშვებაც არ უნდათ და ყველაფერზე არიან წამსვლელები, ოღონდ ეს ძალაუფლება არ დაკარგონ“.

ჩვენი პარტია ყოველგვარ ძალადობას ემიჯნება, რადგან ძალადობა 2012 წლიდან დღემდე არასოდეს ყოფილა „ქართული ოცნების“ ხელწერა და აზროვნების სტილი, ყოველთვის მეტი დემოკრატია და კონსტრუქციული გარემო გვსურდა, რადგან ძალადობა ამ ყველაფერს ეწინააღმდეგება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განუცხადა, რომელიც ძალადობრივ ინციდენტებთან დაკავშირებით ოპონენტების შეფასებებს გამოეხმაურა.

თალაკვაძე აცხადებს, რომ ხელისუფლება არ დაუშვებს, რომ ვინმემ ძალადობრივი ინციდენტებით დემოკრატიულ არჩევნებს ჩრდილი მიაყენოს და ის კონსტრუქციული კამპანია დააზიანოს, რომელიც ახლა მიმდინარეობს.

„ხედავთ, რომ ყველა პოლიტიკურ პარტიას სრულფასოვანი შესაძლებლობა აქვს, რომ მოქალაქეებს შეხვდეს, თავისი ლიდერები და საარჩევნო პროგრამები წარუდგინოს. სამართალდამცავ სტრუქტურებს საკანონმდებლო ორგანოსგან სრული მხარდაჭერა აქვთ იმაში, რომ ერთი მხრივ, ასეთი ფაქტების პრევენცია მოახდინონ და მეორე მხრივ, გამოიძიონ და პასუხისგებაში მისცენ ის პირები, ვინც ძალადობრივ ინციდენტებში მონაწილეობდნენ.

როცა ჩვენს პოლიტიკურ პარტიას მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი მხარდაჭერა აქვს და ავტორიტეტული კვლევებით ეს მხარდაჭერა 56 პროცენტზე მეტია, ასევე გვყავს განახლებული გუნდი და საარჩევნო პროგრამა, პოზიტიური კამპანია გვაქვს, უბრალოდ, არ შეიძლება, რომ მმართველი გუნდის მიმართ ასეთი ცილისწამება უაპელაციოდ ისმოდეს. ჩვენს ინტერესებსა და სტრატეგიაში ძალადობა არ შედის, ამაზე პრინციპული და სწრაფი რეაქციები გვექნება.

დარწმუნებული ვარ, ერთეული ინციდენტები გაგრძელებას ვერ ჰპოვებს და საარჩევნო კამპანია კონსტრუქციულ რეჟიმში გაგრძელდება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია