მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
გია ხუხაშვილი - ნუ გვამადლი, აპირებ თუ არა ვალის გადახდას და როდის გადაიხდი? - 04 ოქტომბერი 2020

„როცა რაღაც გააკეთე და 8 წლის თავზე მეასედ შეგვახსენე, ე.ი. გვამადლი.

ნუ გვამადლი, შენი ვალი დიდი ხანია გადაიხადა ამ საზოგადოებამ.

ახლა აქეთ გაქვს ვალი და ერთადერთი რასაც ველოდებით შენგან, ეს არის პასუხი კითხვაზე - აპირებ თუ არა ვალის გადახდას და როდის გადაიხდი?! - წერს ექსპერტი გია ხუხაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე.

მას შემდეგი შინაარსის კომენტარები მოყვა:

„ბატონო გია, ეგ არაფრის გადამხდელი არ არის“.

„საზოგადოების უმეტესი ნაწილი არც ითხოვს ვალს და ამიტომაც ნაგლდება ხელისუფლება. ვალის და უფლებების მოთხოვნას ტაშის დაკვრას ამჯობინებს საზოგადოება“.

„აქეთ არ წაგვართვას“.

„აცადეთ 4-5 წელი. კარგად გადაჭამენ და დააქცევენ ქვეყანას ეგ და მისი დამქაშები, მერე კიდე სისხლიან 9 წელს შეგვახსენებს ცბიერი“.

„თუ ეყოფა 4-5 კარგია, პრინცებს ზრდის მომავლისთვის“.

„ვალი გადაიხადა კიარა, შეგვჭამა ცოცხლად და გვანადგურებს მოძრავ-უძრავიანა!“

„კითხვა სხვაა: აპირებ თუ არა წასვლას? როგორ და როდის?“

„მაგას თუ არ გახდი, არაფრის გადამხდელი არაა“.

„რატომ უნდა გადაიხადოს? მონებს ვალს არ უხდიან“.

„ვაახ, ვის ეკუთვნის ეს ფრაზა? იქნებ უერთგულოთ თქვენ პატრონ მიშას და გაუხაროთ გული მის რომელიმე ფეშენებელურ სახლში, უკრაინაში საწყალმა გიულიმ რომ უყიდა“.

„რა ვალი აქვს ისე ხალხის? მაინც რამდენზე გაქვთ გათვლა ბატონო გია, თქვენგან არ ველოდი“.

გია ხუხაშვილი: „რომელ ვალუტაში გიანგარიშოთ სამართლიანობის და კეთილდღეობის ვალდებულება?“

„მთელ საქართველოს მისი ვალი აქვს. მამაა ეგ ჩვენი. დილა საღამოს მაგაზე უნდა ვილოცოთ“.

„არა ბატონო, როგორ გეკადრებათ, ჩვენ გვაქვს მისი ვალი. დილა რომ თენდება მიხარია ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობ. ეს ხალხი ვფიქრობ სხვა პლანეტაზეა“.

„მიშას ხელშეკრულება თბილისელებთან არ გახსოვთ ხომ? მიშას თუნდაც უნიათო, სიტყვის გამტეხი და არამოძალადე მირჩევნია. ისე რა არ შეგისრულათ. ჯანდაცვა არ გვაქვს, ბაღები უფასო, 17 ფაკულტეტი უფასო, გზა არაა, შუქი, ციხეში არაა რეფორმა, ძეგლებს და მონასტრებს არ აკეთებს თუ ფული არ დაგირიგათ ერთი პა 5 ტიში“.

„აფეთქებული საყდრისი, უფასო ფული (რას ნიშნავს არ ვიცი, მისი დაპირება იყო), 100 ქარხანა, თითო სოფელს ხუთი მილიონი და მრავალი სხვა დაპირება“.

„ერთმა „აღმშენებლობის“ 9 წელი ამოგვადინა ყელში, თითქოს მისი სამსახური არ იყო, რაშიც ანაზღაურებას ვუხდიდით საქართველოს მოქალაქეები. ახლა ეს - გეგონება აგვაშენა, გვამადლის. გვეღირსება ხელისუფლება, რომელსაც ეცოდინება, რომ მე, საქართველოს მოქალაქემ დავიქირავე რამდენიმე წლით, რომ ჩემი და ჩემნაირების შრომით ავსებულ ბეღელს, ბიუჯეტი რომ ეწოდება - უყარაულოს, არ შეჭამოს და ნორმალურად განკარგოს?“

„რატომ გადაიხდის, როცა საზოგადოების ნაწილი (ანუ დასაქმებული და ადგილის დაკარგვით შეშინებული ნაწილი) შეყურებს ხბოს თვალებით, მონური მორჩილებით, ეშინია მილიარდერის ბაგაზე მიბმულებმა არ დაკარგონ კომფორტი და სკამზე დამდგარები შენ ხარ ვენახს უმღერიან.

მეორე ნაწილი - (ყვავს კაკალი გააგდებინოს ვარიანტი) არ დაკარგოს კაკალი.

მესამე ნაწილი (ხელჩაქნეული, უკეთესი მაინც არაფერი იქნებას ვარიანტი) საერთოდ აღარ ინტერესდება მომავლით, მთავარია იმ დღისთვის მიზერი მაინც ქონდეს.

და ვინ მოსთხოვს დაბრუნებას?“

„საქართველოს რატომ აქვს მისი ფულის დაცვის ვალდებულება ეს ვერ გავიგე 2012 წლიდან. თუ იშოვა რუსეთში, ჩვენ რა შუაში ვართ? მიხედოს თავის ფულს თავად და ქვეყანას თავი დაანებოს. ამ ქვეყანას ისტორია აქვს და ეს ისტორია იმისთვის არ აქვს, ვიღაც აფერისტი მილიარდერის ფულის შესანახ ყულაბად იქცეს“.

„და მისი რა ვალი გვაქვს საერთოდ? რა მოუტანა სასიკეთო ამ ქვეყნის რიგით მოქალაქეს მისმა ხელისუფლებაში მოსვლამ? არქიფო სეთურის მრევლად დაბადებულებს არ ვგულისხმობ, საკუთარ მონურ მდგომარეობას „პოლიხრონიონით“ რომ ადიდებენ. მაგ პუბლიკას მაინც არაფერი ეშველება, ნორმალურებმა იმაზე ვიზრუნოთ, რომ ხელისუფლებას მოშორდეს“.

„ვალი აქვს პუტინის წინაშე. ძლივს ფეხზე წამომდგარი ქვეყანა ისევ მოსპო და 90-იანებში დააბრუნა“.

 

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია