მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ივანიშვილმა მორიგი მოსყიდვის აქტი განახორციელა, ვერ უშველის ეს - რომან გოცირიძე - 05 ოქტომბერი 2020

ივანიშვილმა იპოდრომი თბილისის მერიას დაუბრუნაო.

მე რომ ვაკის პარკი მომცეთ შეღავათიან ფასად, ერთ ნაწილში ბეტონის კორპუსები ავაშენო, მეორე ნაწილი კი უკან დავაბრუნო საარჩევნოდ, როგორი ბიჭი ვიქნები? მანიპულატორი და ამომრჩევლის მომსყიდველი.

იპოდრომი გაიყიდა იმ პირობით, რომ ერთ ნაწილში იქნებოდა რეკრეაციული ზონა, მეორეში თანამედროვე განაშენიანებული სივრცე.

სინამდვილეში რა მივიღეთ? ის ტერიტორია, სადაც იყო საჯინიბოები, სასტუმრო კოტეჯები და სხვა ინფრასტრუქტურა, დაინგრა, ნაწილ-ნაწილ გაიყიდა და ბეტონის მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსები წამოიჭიმა.

რაც გადაიხადა, ამოიღო ივანიშვილმა.

იპოდრომის გავერანებას დიდი ხანია აპროტესტებს ხალხი. პირველად იქ პარკის გაშენების მოთხოვნით აქცია წამოიწყო სოციალურ ქსელში ჩვენმა საამაყო მომღერალმა ანიტა რაჭველიშვილმა.

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი დაპირება თბილისის მერის არჩევნების დროს იყო ამ ტერიტორიის გამოსყიდვა და ქალაქის ცენტრალური პარკის აშენება.

ამას ითხოვდა მთელი საზოგადოება. იქ არავინ გააბედვინებდა ვინმეს კორპუსების აშენებას. ადრე თუ გვიან, მანდ პარკი გაშენდებოდა.

ივანიშვილმა მორიგი მოსყიდვის აქტი განახორციელა. ვერ უშველის ეს. განადგურებული ლაგუნა ვერეც და მიმდებარე აბრეშუმის ფაბრიკაც რომ მიაყოლოს ამ საჩუქარს, მაინც ვერაფერი გადაარჩენს დამარცხებისთვის განწირულ რეჟიმს“, - წერს პარლამენტის წევრი (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა) რომან გოცირიძე „ფეისბუქის“ გვერდზე.

„ბიძინა ივანიშვილმა სახელმწიფოს დაუბრუნა აქტივი, რომლისგანაც ის ვერანაირ ეკონომიკურ სარგებელს ნახულობდა. იპოდრომის თბილისის მერიაზე გაჩუქებით, ივანიშვილმა ნახა მორიგი ფინანსური სარგებელი. ესაა ფულის გათეთრება და ამ ფულით ამომრჩევლის მოსყიდვა“- ამბობს „ევროპული საქართველოს“ წევრი ირაკლი აბესაძე.

ბიძინა ივანიშვილმა და ფონდმა „ქართუმ“ დედაქალაქს უსასყიდლოდ გადასცეს ყოფილი იპოდრომის ტერიტორია, სადაც „ქართუს“ დახმარებით გაშენდება თბილისის ცენტრალური პარკი, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

„საზოგადოებამ კარგად იცის, რომ უკვე ათწლეულებია, ფონდი „ქართუ“ უამრავ საქველმოქმედო პროექტს ახორციელებს. მათ შორის, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება სწორედ ბუნებაზე ზრუნვა, მთელი ქვეყნის მასშტაბით მწვანე სივრცეებისა და უნიკალური პარკების შექმნაა, რომელთაგან დიდი ნაწილი ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათად იქცა.

დღეს უმნიშვნელოვანესი დღეა, რადგან ბიძინა ივანიშვილი და ფონდი „ქართუ“ მუნიციპალიტეტს, ქალაქის ცენტრში სრულიად უსასყიდლოდ გადასცემენ ყოფილი იპოდრომის ტერიტორიას, სადაც ასევე „ქართუს“ დახმარებით გაშენდება თბილისის ცენტრალური პარკი, რომელიც რამდენიმე ათეული მილიონი დაჯდება.

პროექტზე მუშაობს ჰოლანდიური კომპანია, მიმდინარეობს სამუშაოების ბოლო ეტაპი. ხვალ გვექნება სრული პრეზენტაცია ამ პროექტთან დაკავშირებით და მომდევნო დღეებში მოგაწვდით ინფორმაციას, ზუსტ თარიღს, როდის დაიწყება უშუალოდ მშენებლობა.

იპოდრომის ტერიტორიის გადარჩენაში ფასდაუდებელია ფონდ „ქართუსა“ და პირადად ბიძინა ივანიშვილის წვლილი, რომელმაც აღნიშნული სივრცე გამოისყიდა. დღეს კი, სრულიად უსასყიდლოდ ქართველ ხალხს, თბილისსა და თბილისელებს გადასცემს. ამ მართლაც საშვილიშვილო საქმისთვის და მომავალი თაობების წინაშე გაწეული ღვაწლისთვის მსურს, მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს ამ მნიშვნელოვანი საჩუქრისთვის, სადაც გაკეთდება ცენტრალური პარკი.

კიდევ ერთხელ, მინდა, ვახარო ჩვენს მოქალაქეებს, რომ ამ ტერიტორიაზე გაშენდება თანამედროვე უნიკალური პარკი, რომელიც აუცილებლად იქცევა თბილისელების უსაყვარლეს ადგილად. ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი პროექტი ჩვენი ქალაქისთვის, რომლითაც აქ მცხოვრები ყველა ადამიანი და ჩამოსული სტუმარი იამაყებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

წყარო: პირველი არხი

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია