მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ქალაქს შეტენა პარკის გაკეთება, დაიტოვა სამშენებლო ტერიტორია, თავლების და თამარაშვილის ნაწილი - გიგი უგულავა იპოდრომზე - 06 ოქტომბერი 2020

"ევროპული საქართველოს" ლიდერი და ზუგდიდში მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგი უგულავა აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე, სადაც თბილისის ცენტრალური პარკი უნდა განთავდეს, 8 ჰექტარი ფართობი კერძო საკუთრებაში დაიტოვა.

როგორც უგულავა ამბობს, ეს ივანიშვილის მხრიდან "გულისამრევი თაღლითობაა".

"2011-2012 წელს ჩემი მოთხოვნით თბილისის საკრებულომ იპოდრომის ტერიტორიას მიანიჭა რეკრეციაული-ლანდშაფტური ტერიტორიის სტატუსი, სადაც დაუშვებელი იყო მშენებლობა.

მე თავის დროზე ხელი შევუწყვე ივანიშვილს, რომ ეყიდა ეს ტერიტორია, რადგან ეს ტერიტორია ჯერ კიდევ შევარდნაძის ეპოქიდან გაყიდულია და ჰყავდა ბევრი ჭრელი მეპატრონე.

მისივე მოთხოვნით, მოხდა მოხსნა და მერე დავუბრუნე, რადგან ასე იყო ჩაფიქრებული. მას ჰქონდა ვალდებულება, რომ გაემწვანებინა ნახევარზე მეტი.

მე გუშინ რომ გავიგე, მომეწონა, რადგან რაც უნდა იყოს, ჯობია, რომ ქალაქის საკუთრებაში დაბრუნდა მეთქი, რასაც მეც ხელს ვუწყობდი, მაგრამ დღეს აღმოვაჩინე, რომ ივანიშვილი არის ტრუკაჩი და თაღლითი და ყველაფრიდან შეეძლება რწყილი გაატყავოს და სარგებელი ნახოს.

იცით, რომ, თურმე, მთავრობამ რაც ზარ-ზეიმით გადაიბარა, შიდა რკალი გადასცა და 8 ჰა, გარშემო რაც არის გამწვანებული, დაიტოვა კერძო საკუთრებაში განაშენიანებისთვის და ქალაქს გადასცა ის წრე, რომელზეც ყველა იყო შეთანხმებული, რომ არავინ არასდროს არაფერს ააშენებდა და მას ჰქონდა აქ პარკის მოწყობის ვალდებულება.

ქალაქს შეტენა პარკის გაკეთება, დაიტოვა სამშენებლო ტერიტორია, თავლების ნაწილი და თამარაშვილის ნაწილი. ეს ტერიტორია სკვერების მერე გაცილებით ძვირი გახდება და ამოიღებს ყველა იმ თანხას.

აბა სხვა ლოგიკა რატომაა? ყველაზე გამწვანებული ტერიტორია რატომ დაიტოვა. ეს არის გულისამრევი თაღლითობა ამ ადმიანის მხრიდან, რამე შეიძლება გააკეთოს ისე, რომ უკან სარგებელი არ ნახოს და რწყილი არ გაატყაოს, მართლა წარმოუდგენელია, გაოგნებული ვიყავი, დღეს რომ ეს გავიგე," - განაცხადა უგულავამ.

ქართუ ჯგუფმა“, ივანიშვილმა და კალაძემ მორიგი წინასაარჩევნო ფარსი შესთავაზეს საზოგადოებას, თითქოს, იპოდრომის ტერიტორია უბრუნდება სახელმწიფოს და იქ გაჩნდა ცენტრალური პარკის აშენების ახალი პროექტი, – აცხადებსევროპული საქართველოსწარმომადგენელი ირაკლი აბესაძე.

ირაკლი აბესაძე ამბობს, რომ სინამდვილეში, იპოდრომის ტერიტორია ივანიშვილის საკუთრებაში არის 2009 წლიდან და აქ პარკის გაშენების ვალდებულება მესაკუთრე კომპანიას აღებული აქვს 2007 წლიდან.

ანუ 13 წელია, ეს ვალდებულება არსებობს. სინამდვილეში, აგიხსნით რა დააბრუნა ივანიშვილმა სახელმწიფო საკუთრებაში და რამდენად დაბრუნდა იპოდრომი საზოგადოების ინტერესების შესაბამისად მერიის საკუთრებაში.

ივანიშვილმა 2020 წლის ივნისში იპოდრომის ტერიტორია გაყო ორ ნაწილად. ცენტრალური მოედანი, სადაც ნულოვანი ეკონომიკური ინტერესი შეიძლება ჰქონოდა ივანიშვილს და ვერანაირ მოგებას ვერ ნახავდა, რადგან აქ მშენებლობას საზოგადოება არ დაუშვებს, გადასცა სახელმწიფოს, ხოლო რვა ჰექტარი მიწის ნაკვეთი, თამარაშვილის ქუჩის მხარეს, სადაც არის ყველაზე ხშირი გამწვანება და ის მთლიანი იპოდრომის ორგანული ნაწილი იყო თავიდანვე, „ქართუ ჯგუფმადაიტოვა საკუთრებაში.

სინამდვილეში, ივანიშვილი იპოდრომზე საკუთარ ეკონომიკურ ინტერესს ინარჩუნებს, მოგების მიღების ინტერესს ინარჩუნებს და მოიშორა აქტივი, რომელსაც მისთვის მოგების მოტანა არ შეეძლო.

მთავარი შეკითხვა კალაძესთანაპირებს თუ არა ივანიშვილს მისცეს უფლება იმ 80 000 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთზე მოახდინოს განაშენიანება სასტუმროების, რესტორნების თუ ასე შემდეგ?

შეკითხვაქართუ ჯგუფს“ – რატომ დაიტოვეს საკუთრებაში რვა ჰექტარი და რატომ სრულად არ აბრუნებენ იპოდრომის ტერიტორიას თუ ეს გადაწყვეტილება მიიღეს და თუ უნდათ, რომ საშვილიშვილო ქველმოქმედებად გაასაღონ?

და მთავარი მოთხოვნათუ ვსაუბრობთ იპოდრომის დაბრუნებაზე და სურს ამისთვის პოლიტიკური ქულების ჩაწერა, მაშინ დააბრუნოს იპოდრომი სრულად და ნუ დაიტოვებს რვა ჰექტარ მიწის ნაკვეთს კერძო საკუთრებაში და შემდგომ ნუ მოხდება იქ ხეების გაჩეხვა და ივანიშვილის სასტუმროების თუ ბიზნესცენტრების მშენებლობა, როგორც ეს მოხდა ბოტანიკურ ბაღში და თაბორის მთაზე. ანუ, ჩვენ ვიცით, როგორ მოქმედებს ივანიშვილი სარეკრეაციო ზონაში.

ქართუ ჯგუფმაგააკეთა განცხადება რომ 36 ჰექტარი ბრუნდება საკუთრებაში მაშინ როდესაც დაახლოებით 50 ჰექტარი აქვსქართუ ჯგუფსდა რეესტრში შეტანილი საბუთებით მტკიცდება, რომ ბრუნდება ცენტრალური მოედანი და ის ქედი, რომელსაც ნულოვანი ეკონომიკური ინტერესი შეიძლება, ქონდეს სადაც მშენებლობა ვერ განხორციელდება.

ამიტომ, იპოდრომი დაბრუნდა საზოგადოების საკუთრებაში ეს არის ნაწილობრივ ტყუილი და მნიშვნელოვან ნაწილში ეს არის ტყუილი.

არ არის ეს ივანიშვილის საჩუქარი ეს ტერიტორია რომ დარჩენილიყო ივანიშვილის საკუთრებაში ივანიშვილს ხელშეკრულებით აქვს აღებული თავის დროზე ვალდებულება, რომ აქ მოეწყობა პარკი და არა ივანიშვილს მის წინა მესაკუთრე კომპანის ვისგანაც იყიდა და ეს ვალდებულება გადაყვაქართუ ჯგუფს“. აქ ისედაც და ასედაც პარკი უნდა მოწყობილიყო და ყოველ შემთხვევაში ივანიშვილი თავის სასტუმროს ვერ ააშენებს და ვერანაირ მოგებას ვერ მიიღებდა.

ორივე ხელისუფლების პირობებში ეს იყო უკვე კერძო საკუთრება, არსებობდა ვალდებულება პარკის აშენების, დიახ, ცუდია, რომ აქამდე არ აშენებულა.

კარგი იქნება, თუ აქ პარკი გაკეთდება, მაგრამ ძალიან ცუდი იქნება, იმ რვა ჰექტარ მიწაზე პარკის გვერდით ააშენებს ივანიშვილი სასტუმროს ან მორიგ ბიზნესცენტრს.

ძალიან ცუდი იქნება, თუ მოხდება იმ ძალინ ხშირი გამწვანების გაჩეხვა, რომელიც იპოდრომის მოედნის იმ ნაწილში გვაქვს რომელსაც ის თავისთვის იტოვებს“, – განაცხადა აბესაძემ.

ამასთან, მან კომენტარი გააკეთა თემაზე, რომ 2007 წელს იპოდრომის ნაწილს მოეხსნა ტყე-პარკის სტატუსი და გადაეცაჟოკეი კლუბს“.

სარეკრეაციო სტატუსი იპოდრომის ტერიტორიას მიენიჭა 2011 წელს, მანამდე ეს სტატუსი არ ქონია. 2007 წელში კი არ გაასხვისა ეკონომიკის სამინისტრომ იპოდრომის ტერიტორია, ტერიტორიის 58 ჰექტარი 1998 წელს განკერძოვდა და მხოლოდ ერთი ჰექტარი, რაც იყო დარჩენილი, გამოვიდა აუქციონზე, გაიყიდა მაშინ ათ მილიონ დოლარად და ჩაიდო ვალდებულება, რომ აქ გაკეთდებოდა ცენტრალური პარკი 20 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე.

ეს იყოჟოკეი კლუბისმიერ აღებული ვალდებულება და ეს ვალდებულება გადაყვაინვესტ კაპიტალსაც“. ეს ვალდებულება დღემდე შესრულებული არ არის.

კარგია, თუ როდესმე ივანიშვილილაგუნა ვერესაცაამუშავებს ან იპოდრომზე პარკს გააკეთებს მაგრამ, ძალიან ცუდია, როდესაც იპოდრომის ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს გამიჯნავ, დაიტოვებ პირად საკუთრებაში. აქ შეუძლებელია, რამე ააშენო, მისთვის წამგებიანი აქტივია და მოიშორა, ხოლო იქ, სადაც მას თეორიული წარმოდგენა აქვს, სადაც შეიძლება, ააშენოს სასტუმრო ან ბიზნესცენტრი, ის დაიტოვა. საკუთრებაში რომ დაეტოვებინა პარკი, მაინც უნდა გაეკეთებინა, რა მნიშვნელობა აქვს საქალაქო პარკი საკუთრებაში იქნება თუ არა.

უფრო მეტიც, სამომავლო საექსპლუატაციო ხარჯი მისი ვალდებულება იქნებოდა თუ საკუთრებაში დაიტოვებდა, „ბლექ სი არენასმსგავსად ააშენა და მოგვცა. რა არის ცუდი, ხალხი კითხულობდა და მარტო შარშან, ერთი წლის განმავლობაში, ექვსი მილიონი დაგვიხარჯავსბლექ სი არენასშენახვაზე. თუ თვითონ დაიტოვებდა, ის ექვსი მილიონი თვითონ უნდა დაეხარჯა და გადასცა ბიუჯეტს, ბიუჯეტს დაახარჯინა.

იგივეა აქ, პარკი რომ აეშენებინა და უნდა აეშენებინა, რომ დაეტოვებინა საკუთრებაში, შემდგომ საექსპლუატაციო ხარჯი თვითონ უნდა გაეწია. კი, ბატონო, დახარჯავს რაღაც ფულს და გააკეთებს, მაგრამ გააკეთებს იმიტომ, რომ გვერდზე სასტუმრო აუშენოს, ბიზნესცენტრი და იქ მოგება ნახოს, ეს არის ცუდი.

ივანიშვილმა ეს ტერიტორია საკუთარი კერძო კომპანიისგან საქველმოქმედო ფონდის მეშვეობით გამოისყიდა 60 მილიონ ლარად და აღმოჩნდა, რომ გამოისყიდა იმიტომ, რომ შემდგომ სახელმწიფოსთვის ეჩუქებინა. ეს არის შავით თეთრზე ნაწერი და გაშიფრული თაღლითობა.

თუ სახელმწიფოსთვის ჩუქება სურდა ივანიშვილს, მას შეეძლო კერძო კომპანიიდანვე ეჩუქებინა სახელმწიფოსთვის და მოქმედი საგადასახადო კოდექსით ეს ოპერაცია არ დაიბეგრებოდა. რატომ გადაიდო ერთი ჯიბიდან მეორე ჯიბეში 60 მილიონი ლარი?

აქ ჩნდება მთავარი შეკითხვახომ არ არისქართუ ფონდშიოფშორული კომპანიებიდან ჩარიცხული შემოწირულობა უკანონო წარმომავლობის და ხომ არ ხდება ფულის გათეთრება? და ასევე, როდესაც ერთი ჯიბიდან მეორე ჯიბეში გადაიდო ეს 60 მილიონი, ხომ არ სურს, ეს ფული ცადოს, გამოიყენოს უკანონოდქართული ოცნებისპარტიული საქმიანობის დაფინანსებისთვის?“ – აღნიშნავს ირაკლი აბესაძე.

ერთი ჯიბიდან მეორეში ფულის გადატანა კი არა, იპოდრომის ტერიტორია 2010 წელს კერძო პირებისგან 52 მილიონ დოლარად არის ნაყიდი და ეს კერძო პირები წინა ხელისუფლებასთან არიან დაკავშირებული, – ამის შესახებ ფონდქართუსგამგეობის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ჩხეტიანმა ჟურნალისტების მიერ ოპოზიციის ბრალდებებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე განაცხადა.

როგორც ყოველთვის, უსაფუძვლო, სულელური ბრალდებებია; მცდელობაა, რომ ჩირქი მოსცხონ ამ მაგარ პროექტს. დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოსახლეობა უბრალოდ დააიგნორებს ამ სისულელეს. იპოდრომის ტერიტორია გუშინ გადაეცა თბილისის მერიას. „ქართუფონდმა მიწა, რაც იყო მის საკუთრებაში, სრულად, უსასყიდლოდ გადასცა თბილისის მერიას. „ინვესტ კაპიტალსგადაუხადა ფონდმაქართუმ“, რადგან საქველმოქმედო პროექტებს ახორციელებს ფონდიქართუდა შესაბამისად, ჩვენი ჩასატარებელია უშუალოდ სამშენებლო სამუშაოები.

აქედან გამომდინარე, ფონდიქართუარის ის სტრუქტურა, რომელიც ასეთ პროექტებს აკეთებს და იმიტომაც განხორციელდა ეს ფონდიქართუსსახელით. ერთი ჯიბიდან მეორეში ფულის გადატანა კი არა, 2010 წელს ეს ტერიტორია კერძო პირებისგან იყო ნაყიდი 52 მილიონ დოლარად; ეს კერძო პირები, სხვათა შორის, ილინკებიან წინა ხელისუფლებასთან და ძალიან გთხოვთ, უსაფუძვლო ბრალდებებს თავი დაანებეთ“, – მიმართა ჩხეტიანმა ჟურნალისტებს.

​ნიკოლოზ ჩხეტიანი აცხადებს, რომ ამჟამად მიმდინარეობს პარკის პროექტირება.

მზად არის ესკიზური და თემატური პროექტი. იქნება ინტენსიური პროექტირების ნაწილი და აქედან გამომდინარე, ბიუჯეტი დაზუსტდება უკვე მუშა პროექტზე დაყრდნობით. შემიძლია, წინასწარ ვთქვა, რომ საკმაოდ ძვირად ღირებული პროექტია და ფართობიდან გამომდინარე, სულ მცირე 15-20 მილიონი დოლარის ღირებულებისაა“, – განაცხადა ნიკოლოზ ჩხეტიანმა.

თბილისის ცენტრალური პარკის პროექტის პრეზენტაცია დღეს გაიმართა.

მომზადებულია „რუსთავი 2-ისა“ და „პირველი არხის“ მიხედვით.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია