მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ტენდერებში იმარჯვებენ კომპანიები, რომლებსაც მსგავს პროექტებზე მუშაობის გამოცდილება არ აქვთ და მათ უკან მოქმედი, ან ყოფილი თანამდებობის პირები დგანან - „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევა - 06 ოქტომბერი 2020

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” კახეთის 8 მუნიციპალიტეტის ტენდერები და გამარტივებული შესყიდვები შეისწავლა. საუბარია 2013-2020 წლების პერიოდზე.

კვლევამ აჩვენა, რომ ტენდერებში იმარჯვებენ კომპანიები, რომლებსაც მსგავს პროექტებზე მუშაობის გამოცდილება არ აქვთ და მათ უკან მოქმედი, ან ყოფილი თანამდებობის პირები დგანან, რაც ორგანიზაციის შეფასებით, კორუფციის ნიშნებს შეიცავს.

ხშირია შემთხვევები, როცა თანამდებობიდან წასვლის შემდეგ ყოფილი მაღალჩინოსნები მალევე აფუძნებენ კომპანიებს, რომლებიც იმავე რეგიონში გამოცხადებულ ტენდერებს იგებენ.

გამჭვირვალობის ინფორმაციით, კვლევისას სულ 51 შპს-სა და 7 ინდივიდუალური მეწარმის საქმიანობა შეისწავლეს, რომლებმაც 7 წლის განმავლობაში ჯამში 167 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ტენდერი და გამარტივებული შესყიდვა მიიღეს.

შედეგად, კახეთის 8 მუნიციპალიტეტის მიერ ბოლო 8 წლის განმავლობაში განხორციელებულ შესყიდვებთან დაკავშირებით, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქმე გვაქვს კორუფციის სისტემურ პრობლემასთან - აცხადებენ ორგანიზაციაში.

წყარო: მთავარი არხი

იხილეთ: საერთაშორისო გამჭვირვალობის კვლევა

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია