მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 348 პაციენტი - 07 ოქტომბერი 2020

საქართველოში კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განახლდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 9 753 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 348 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 5 235- შეადგენს.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში კიდევ ოთხი პაციენტი გარდაიცვალა, გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 62- შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 655 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის.

ამასთან, „კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 1 230- შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

შეგახსენებთ, საქართველოში გუშინ კორონავირუსის 549 შემთხვევა დაფიქსირდა.

კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა შესაძლოა, მიმდინარე წლის ბოლომდე იყოს მზად, – როგორც სააგენტოროიტერიწერს, ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა.

ამასთან, ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ყველა მსოფლიო ლიდერს სოლიდარობისკენ მოუწოდა, რათა უზრუნველყოფილი იყოს ვაქცინის თანაბარი განაწილება, როდესაც ის ხელმისაწვდომი იქნება.

ჩვენ დაგვჭირდება ვაქცინები და ვიმედოვნებთ, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე ჩვენ გვექნება ვაქცინა“, – განაცხადა ტედროს გებრეიესუსმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წინაშე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც სააგენტოროიტერიწერს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვაქცინის გლობალური პროგრამისკოვაქსისფარგლებში ცხრა ექსპერიმენტულ ვაქცინაზე მიმდინარეობს მუშაობა და 2021 წლამდე იგეგმება ვაქცინის ორი მილიარდი დოზის დისტრიბუცია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას აკრიტიკებს ზოგიერთი ქვეყანა, მათ შორის აშშ, კორონავირუსის პანდემიის შესახებ საერთაშორისო საზოგადოების არასათანადო ინფორმირების გამო.

ვიმედოვნებთ, რომ ჩვენ გავითავისეთ ნამდვილი გაკვეთილი, რის შედეგადაც ჩვენ შევძლებთ მსგავსი რამ თავიდან ავიცილოთ. თუმცა, მსურს, დაგარწმუნოთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მზად არის, ისწავლოს და შეცვალოს ეს ორგანიზაცია“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა.

წყარო: პირველი არხი

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია