მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
საომარი მოქმედებების მე-11 დღეა, ზარალი, ადამიანური დანაკარგები დიდია - ამირან სალუქვაძე - 08 ოქტომბერი 2020

 

საომარი მოქმედებების მე-11 დღეა. თუ ვიმსჯელებთ BBC-ს მიერ მომზადებული რუკით, მიუხედავად დახარჯული უზარმაზარი რესურსებისა და მიღებული დიდი ადამიანური დანაკარგებისა, მხარეთა მდგომარეობას საგრძნობი ცვლილებები არ განუცდია.

სამხედროებმა იციან რა არის ბატალიონის, ბრიგადის, დივიზიის უახლოესი ან შემდგომი ამოცანები, რა სიღრმეებზეა საუბარი. ასეთ წინსვლას ვერ ვხედავთ. ეს ადრეც დავწერე.

თუმცა, ვიმეორებ, ზარალი, ადამიანური დანაკარგები დიდია.

მეტ მსხვერპლს იღებს ის ვინც უტევს. აქ ორი ვარიანტია, ან ვერ ახერხებენ წინწაწევას, ან აზერბაიჯანის ტაქტიკაა ნაკლები დანაკარგები მიიღოს, ამავე დროს წნეხის ქვეშ ამყოფოს მოწინააღმდეგე.

ყარაბაღიდან ქალების და ბავშვების ევაკუაცია, სომხეთს მეტი ძალისხმევის თავმოყრის და თავისუფლად  მოქმედებების საშუალებას მისცემს.

ანუ, შესაძლოა, რესურსების დაპირისპირება ვიხილოთ, ვინ სანამდე გაძლებს. თუ ასეა, დროში კიდევ უფრო გაიწელება. თუ წინ ვერ იწევენ ისე, როგორც ჩაფიქრებული იყო, უფრო მალე უნდა ვიხილოთ მოლაპარაკებების დაწყება.

რუსეთი შედარებით გააქტიურდა. უკვე თავდაცვის მინისტრი ჩაერთო სატელეფონო მოლაპარაკებებში, ესაუბრა კოლეგებს. გუშინ პუტინმა და ალიევმაც ისაუბრეს პირველად ომის დაწყებიდან, ალიევის ინიციატივით, დაბადების დღე მიულოცა.

ასევე საუბრეს საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა ამ დღეების მანძილზე. თუმცა ეს აქტივობები არც რუსეთის, არც დასავლეთის მხრიდან საკმარისი არაა.

ნარიშკინის განცხადებას აქტიურად განიხილავენ. რუსეთი სხვებისგან ითხოვს ხოლმე, სადაა მტკიცებუებებიო. ნარიშკინმაც ვერ წარმოადგინა იმის მტკიცებულებები, რომ ყარაბაღში დღეს "ჯაბჰატ ან-ნუსრა" და სხვა ტერორისტული ორგანიზაციები (ალბათ აზერბაიჯანის მხარეს - ..) და ქურთთა ექსტრემისტული დაჯგუფებები (ალბათ სომხეთის მხარეს - ..) იბრძვიან.

თუმცა ამ განცხადებით რუსეთმა გააფრთხილა ორთავე მხარე, ასევე შეამზადა რუსეთის მოსახლეობა რუსეთისთვის მოსალოდნელი საფრთხის შესახებ. ამასთან ერთად, წაახალისა ამ თემით (ახლო აღმოსავლეთის მებრძოლები მონაწილეობა და ტრანზიტი) სპეკულაციები.

დამატებით რაც შემიძლია ვთქვა, შეიმჩნევა მცირედი ნიშნები (ინდიკატორებს რომ ვეძახით) იმისა, რომ კონფლიქტის მასშტაბები და ინტენსივობა არ გაიზრდება.

შევეცადე მაქსიმალურად მოზომილად და ობიექტურად მომეწოდებინა მიმდინარე შეფასებები. რუკაც უცხოური სააგენტოს (BBC) მიერ მომზადებული შევარჩიე.

ამ ეტაპზე გაცილებით ყურადსაღებია ჩვენი პოლიტიკოსები მოვთოკოთ, რათა შეეშვან ამ თემით სპეკულაციებს და წინასაარჩევნოდ მის გამოყენებას“, - წერს ექსპერტი ამირან სალუქვაძე „ფეისბუქის“ გვერდზე.

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია