მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
სოლიდარობა ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას - აქცია პარლამენტთან - 10 ოქტომბერი 2020

ეს არის პოლიტიკურად მართული პროცესი, ეს არის აგდებული პოლიტიკური პიარისთვის, ხმების მოსაპოვებლად, რათა გააშაონ მეორე ძალა, მაგრამ ამ დროს სრულიად უდანაშაულო ხალხი მსხვერპლად გაიღეს

ufleba.ge 

სოლიდარობა ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას“, – ამ ლოზუნგით პარლამენტის წინ მოძრაობასირცხვილიასორგანიზებით აქცია გაიმართა. აქციაზე იმყოფებოდნენ ოპოზიციური პარტიების ლიდერებიც.

როგორცევროპული საქართველოსერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ აღნიშნა, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა არიან უმძიმეს ტყუილზე დაფუძნებული ბრალდებით დაკავებულები.

ესენი არიან უბრალოდ გაწირული ადამიანები, რომელთაც შეულახეს ღირსება, უმძიმესი ტყუილზე დაფუძნებული ბრალდებით.

რაც მთავარია, „ქართული ოცნებისლიდერები არ ერიდებიან, რომ გამოძიების გარეშეც შეუძლიათ მოღალატე უწოდონ საკუთარ მოქალაქეს, საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გამო.

ეს არის ცხადად პოლიტიკური პროცესი, რათა ადამიანებში ტყუილით გააჩინონ შიში, თითქოს რაღაცა დაიკარგა, თითქოს პრობლემა გვაქვს აზერბაიჯანთან.

ეს არის ტყუილი. პირიქით, სწორედ ამ პროცესით, ჩვენ ვქმნით პრობლემას, როგორც აზერბაიჯანთან, ასევე დავით გარეჯთან“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

აქციაზე იმყოფებოდა ივერი მელაშვილის მეუღლე თამარ სულაძე, რომელმაც აქციის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა.

უპირველეს ყოვლისა, მადლობას მოვახსენებ ყველას, ვინც მხარს გვიჭერს ამ უსამართლობის წინააღმდეგ. ძალიან ბევრი უცხო ადამიანი მხვდება და მეუბნება, რომ მხარს გვიჭერენ. მეუბნებიან, რომ სჯერათ ჩემი მეუღლის უდანაშაულობის და მაძლევენ იმედს, რომ ყველაფერი კარგად იქნება, სამართალი გაიმარჯვებს.

ეს არის პოლიტიკურად მართული პროცესი, ეს არის აგდებული პოლიტიკური პიარისთვის, ხმების მოსაპოვებლად, რათა გააშაონ მეორე ძალა, მაგრამ ამ დროს სრულიად უდანაშაულო ხალხი მსხვერპლად გაიღეს.

მიმაჩნია, რომ ეს სირცხვილია, ეს საქართველოს სირცხვილიც არის, როდესაც ასეთი ამბავი ხდება, როცა პატრიოტ ადამიანს, რომელსაც თავისი ქვეყნის სიყვარულის მეტი არაფერი გაუკეთებია, რომელიც მხოლოდ თავის ქვეყანაზე ზრუნავდა, თავისი სიპატიოსნით და სიალალით გამორჩეულია, ასეთ ადამიანს ციხეში სვამენ იმის გამო, რომ რაღაც რამოდენიმე ხმა მოიგონ თავიანთი აგორებული პიარის გამო.

არ ვიცი, ვის თავში მოიხარშა ეს სიბინძურე, მაგრამ მართალი გითხრათ, არ ვიცი, შეიძლება კიდევ რამე მოახერხონ არჩევნებამდე, მაქვს მოლოდინი, რომ შეიძლება კიდევ რაღაც მოიფიქრონ, ძალიან მეშინია. მეშინია მისი ჯანმრთელობის გამოც, მეშინია ყველაფრის გამო და ძალიან გთხოვთ, რომ მხარში დამიდექით, მადლობას გიხდით“, – განაცხადა თამარ სულაძემ.

არ მახსენდება მსგავსი უსამართლობა და უკანონობა რიგითი, პატიოსანი ადამიანების წინააღმდეგ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომელიც პარლამენტის შენობასთან დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მხარდამჭერ აქციაში იღებს მონაწილეობას.

მისივე შეფასებით, აღნიშნულ საქმეს პოლიტიკური მოტივაცია და სარჩული აქვს.

„არ მახსენდება მსგავსი უსამართლობა, მსგავსი უკანონობა რიგითი, პატიოსანი ადამიანების წინააღმდეგ. უკვე მერამდენე დღეა, ვუსმენთ, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლების, ასევე ამ საქმის მოწმეებს და ვერ დავადგინეთ, რა არის დანაშაულის შემადგენლობა, რომელსაც აბრალებენ ამ ორ ექსპერტს, რომელიც ჩააგდეს დილეგში.

გვესმის, რომ პოლიტიკური მოტივაცია და სარჩული აქვს ამ საქმეს, რადგან რეალურად სურთ, რომ მივიდნენ წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულთან. ჩვენ ახლა ეს ყველაფერი უნდა გამოვიყენოთ, ამ ადამიანების მსხვერპლი არ უნდა იყოს დაკარგული. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს ვითარება, რათა კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რატომ უნდა დავასრულოთ ეს ხელისუფლება 31 ოქტომბერს არჩევნების გზით“, – აცხადებს სამადაშვილი.

ჩვენი ყველას პოლიტიკური და მორალური ინტერესია, რომ საზღვრები დადგინდეს საქართველოს სასარგებლოდ, ისე, როგორც მას ისტორიულად ეკუთვნის. მეორე მხარეს აღმოჩნდა ჩვენი ოპოზიციის არაერთი წარმომადგენელი და მათი . სამოქალაქო აქტივისტები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ დავით გარეჯის საკითხზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, თითოეული ადამიანის გადასაწყვეტია, გააპროტესტებს იმ ადამიანების დაკავებას, რომლებსაც საქართველოს ინტერესების საზიანოდ მოქმედებაში ედებათ ბრალი, თუ გააპროტესტებენ თავად ფაქტს, რომასეთი სიბინძურე ხდებოდა“.

ჩვენ მხოლოდ დღევანდელი დღით არ ვამთავრებთ პოლიტიკას და ცხოვრებას ამ ქვეყანაში. თითეული პარტიის და აქტივისტის გადასაწყვეტია, რომელ მხარეს დაიჭერს, გააპროტესტებს იმ ადამიანების დაკავებას, რომლებსაც ბრალი ედებათ საქართველოს ინტერესების საზიანოდ, მისი ტერიტორიის სხვა ქვეყნისთვის გადაცემის საფრთხის შექმნაში, თუ თავად ამ ფაქტს გააპროტესტებენ, რომ ასეთი სიბინძურე ხდებოდა თურმე.

საუბარია 2006-2007 წლებზე, როდესაც ხდებოდა საზღვრების დადგენის პროცესი იმგვარად, რომ ამაში გამოყენებული არ იყო მთავარი დოკუმენტი და მთავარი დოკუმენტი ვინმეს შეფასებით კი არა, არამედ საქართველო-აზერბაიჯანს შორის 1996 წელს მიღწეული შეთანხმებით, რომლის თანახმადაც, საზღვრები უნდა დადგენილიყო 1938 წლის მონაცემების, მოცემულობის და შესებამისი რუკის მიხედვით. თურმე ასეთი რუკა არსებობდა, თუმცა ამ კომისიის მუშაობის დროს მაგიდაზე არ დაიდო და შემდეგ ჩხრეკის დროს ამოიღეს. ეს არის და ეს.

მარტო ამაზე კი არ არის, ეს ერთ-ერთი რგოლი, როდესაც, როგორც პროკურატურა გვეუბნება, მიმდინარეობდა ძალიან მძიმე პროცესი, რომელიც საქრათველოს აკარგინებდა არაერთ ჰექტარ მიწას, მათ შორის  იდენტობის განმსაზღვრელ სიწმინდეებს.

ჩვენი ყველას პოლიტიკური და მორალური ინტერესია, რომ საზღვრები დადგინდეს საქართველოს სასარგებლოდ, ისე, როგორც მას ეკუთვნის მორალურად, ისტორიულად და .. მეორე მხარეს აღმოჩნდა ჩვენი ოპოზიციის არაერთი წარმომადგენელი და მათი . სამოქალაქო აქტივისტები. ეს არის ყველაზე სამწუხარო. დღეს ისინი ბედავენ, რომ აქციების დაორგანიზება დაიწყონ და მხარი დაუჭირონ ადამიანებს, რომლებსაც ბრალი ედებათ, რბილად რომ ვთქვათ, ასეთ ცუდ დანაშაულში“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძის განცხადებით, მისთვის დაუჯერებელია, რომ სავარაუდო დამნაშავეები ამ პროცესში მაღალი თანამდებობის პირების მითითებების გარეშე მოქმედებნენ.

მე შემიძლია ვთქვა, რომ ჩემთვისაც, როგორც ერთი მოქალაქისთვის, დაუჯერებელია, რომ რომელიმე მოქალაქე, სავარაუდო დამნაშავე, ბრალდებული მოქმედებდა მარტო, დამოუკიდებლად და ის არ იღებდა მითითებას რომელიმე მაღალი თანამდებობის პირისგან, თუმცა ეს შეიძლება მხოლოდ ჩემი, ან ნებისმიერი მოქალაქის ეჭვი და ვარაუდი იყოს.  სანამ გამოძიება ამის შესახებ მტკიცებულებებს არ მოიპოვებს, ამაზე წინმსწრებად ვერ ვილაპარაკებთ.

სამწუხაროდ, ამის პარალელურად  მაშინდელი უმაღლესი თანამდებობის პირების მიერ კეთდებოდა განცხადებები, რომლებიც ამ მონაკვეთის აზერბაიჯანის ტერიტორიად აღიარებდნენ. არამხოლოდ ზეპირ განცხადებებზეა საუბარი, არამედ წერილობითზეც. მაგალითად, თურმე აღმოჩნდა, რომ ისინი მიმართავდნენ, თქვენი ტერიტორიაა და იქნებ სარემონტო სამუშაოებისთვის შეგვიშვათო“, – განაცხადა მან.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა ალოგიკური ნარატივი განავითარეს, რომლის თანახმად, თითქოს ახალი კარტოგრაფიული მასალები საქართველოს რუსეთის სპეცსამსახურებმა გადასცეს.

საოცარი ნარატივი განავითარეს ოპოზიცურმა პარტიებმა და მათმა ტელევიზიებმა, რომ თითქოს რუსეთის სპეცსამსახურებმა მიაწოდეს ქართველებს რაღაც მონაცემები, ახალი რუკები, რომ რუსეთიდან არის რაღაც შეკვეთა. გამოდის, რომ მათი ინფორმაციით და ამ სპეკულაციური მესიჯებით, რუსეთი თურმე საქართველოს ინტერესების სასარგებლო მონაცემებს აწვდის საქართველოს ხელისუფლებას. ანუ რუსები იქცევიან იმდენად კარგად, რომ ისინი იცავენ ქართული ტერიტორიული მთლიანობის ინტერესებს. ამ მარაზმში ჩავიდნენ თავისი ლოგიკით ჩვენი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, ამ საოცრებაში შევიდნენ, რაც არ უნდა პარადოქსული იყოს“, – განაცხადა მდინარაძემ.

დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ივერი მელაშვილი და შს სამინისტროს თანამშრომელი ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად ედებათ საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ მიმართული ქმედება. თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულები მათთვის წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ.

წყარო: პირველი არხი

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია