მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
სომხეთის სამხედრო ძალებმა განჯის მიმართულებით საარტილერიო რაკეტები გაისროლეს, 17 ადამიანი დაშავდა, ხუთი დაიღუპა - აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო - 11 ოქტომბერი 2020

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღამის განმავლობაში, სომხეთის სამხედრო ძალებმა განჯის მიმართულებით საარტილერიო რაკეტები გაისროლეს.

ადგილობრივი მედია წერს, რომ ერთ-ერთი რაკეტა საცხოვრებელ სახლს მოხვდა, რის შედეგადაც 17 ადამიანი დაშავდა, ხოლო ხუთი დაიღუპა.

გია ხუხაშვილი, ექსპერტი:

აზერბაიჯანმა უარი განაცხადა რუსი სამშვიდობო ძალების  განლაგებაზე ყარაბაღში. ეს ლოგიკურია ორი მიზეზით:

1. რუსეთი და სომხეთი ერთი სამხედრო ბლოკის წევრები არიან.

2. დღევანდელ გამყოფ ზოლზე საზღვრის ფიქსაცია და კონსერვაციის რეჟიმში გადაყვანა კატეგორიულად მიუღებლია.

აზერბაიჯანი, სავარაუდოდ, რაღაც ეტაპზე შესაძლოა დათანხმდეს რუსეთის მონაწილეობაზე ამ პროცესში მხოლოდ იმ პირობით, თუ ეს იქნება რუსულ-თურქული სამშვიდობო მისია.

ეს ძნელად წარმოსადგენია.

ასევე ძნელად წარმოსადგენია, რომ რუსეთი რეგიონში შეუშვებს დასავლეთს.

სწორად აქ იხსნება საქართველოსთვის უნიკალური შესაძლებლობის ფანჯარა, რადგან ყველაზე მეტად ვართ დაინტერესებული მშვიდობით რეგიონში და ვიცავთ ნეიტრალიტეტს. ეს იმ პირობით, თუ ჩვენმა ხელისუფლებამ თვითონ არ აიფეთქა თავი რაიმე სიბრიყვეზე, რისი სიმპტომებიც სამწუხაროდ უკვე გვაქვს“, - წერს გია ხუხაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია