მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
აზერბაიჯანის საელჩო სომხეთს ცეცხლის შეწყვეტის დარღვევაში ადანაშაულებს - თავდასხმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 34 კი დაშავდა - 12 ოქტომბერი 2020

საქართველოში აზერბაიჯანის საელჩო, სომხეთს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს.

აზერბაიჯანის საელჩოს წარმომადგენლის განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან რამდენიმე საათში, სომხეთმა აღდამისა და ტერტერის რაიონებში საარტილერიო შეტევა განახორციელა.

გარდა ამისა, საელჩოს ინფორმაციით, სომხეთის მხარემ აზერბაიჯანის სიდიდით მეორე ქალაქი განჯა დაბომბა, რომელსაც მსხვერპლი მოყვა. საქართველოში აზერბაიჯანის საელჩო, რეგიონში სიტუაციის ესკალაციაში პასუხისმგებლობას სომხეთის მხარეს აკისრებს.

"11 ოქტომბრის დღეს განჯა, აზერბაიჯანის სიდიდით მეორე ქალაქი, სომხეთის სამხედრო ძალების მიერ სარაკეტო იერიშის სამიზნე გახდა.

თავდასხმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 34 კი დაშავდა, მათ შორის არასრულწლოვნები. ჰუმანიტარული მიზნით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღების შემდეგ სომხეთის მხრიდან სამოქალაქო პირებისა და ქალაქების დაბომბვა არის ბარბაროსობის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი და აჩვენებს, რომ სომხეთის მთავრობის მიერ ცეცხლის შეწყვეტაზე მოწოდებები არის ფარისევლობა და სხვა არაფერი.

სომხები მიზანმიმართულად ცეცხლს უხსნიდნენ სამოქალაქო პირებს, სახლებს, სამოქალქო ობიექტებსა და სამედიცინო პერსონალს. ეს არის აზერბაიჯანისადმი გამოხატული აგრესიული პოლიტიკის ნაწილი, რომელიც კიდევ ერთხელ წარმოაჩენს, რომ სომხეთი უგულებელყოფს საერთაშორისო კანონის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს, მათ შორის საერთაშორისო ჰუმანიტარულ კანონსა და ჟენევის კონვენციებს.

ის ნათლად არღვევს თავის ვალდებულებებს და შორსაა ჰუმანიზმის პრინციპებისგან. სიტუაციაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება სომხეთის პოლიტიკურ და სამხედრო ხელმძღვანელობას," - აცხადებს საქართველოში აზერბაიჯანის ელჩის მრჩეველი ელდარ ბაირამოვი (წყარო: რუსთავი 2).

ამირან სალუქვაძე, ექსპერტი:

გადავხედე აზერბაიჯანულ და სომხურ ტელეგრამ არხებს. აზერბაიჯანი აცხადებს . დრუტ აღების შესახებ, რომელიც არა .. ბუფერული ზონის, არამედ ყარაბაღის ფარგლებშია. სომხეთი უარყოფს, თუმცა წერენ ამ ქალაქის მიმართულებით "ფართომასშტაბიანი შეტევის" შესახებ.

თუ ამ ინფორმაციებს გავაანალიზებთ, ჯებრაილის რაიონის ნაწილს მაინც აზერბაიჯანი აკონტროლებს.

ვრცელდება ინფორმაციები სხვა სამხედრო აქტივობების შესახებ. წინა დღეებთან შედარებით, ინტენსივობამ იკლო, თუმცა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება ვერ ხერხდება. მიზეზებს აღარ გავიმეორებ, წინა პოსტში დავწერე.

მოსკოვმა 9 ოქტომბრის შეთანხმებით გარკვეული დივიდენდები მოიპოვა, როგორც მომლაპარაკებელმა ორ ქვეყანას შორის, თუმცა ასევე ჩანს ის, რაც ომის დასაწყისში დავწერე, რომ კონფლიქტის დარეგულირების გასაღები მხოლოდ კრემლში აღარ დევს.

ასევე სწორია ის თეზისი, რომელიც ომის პირველ დღეებში დავწერე, რომ ყველაფერი წყდება ბრძოლის ველზე.

ომის გახანგრძლივება და მისი შედეგები დიდ საფრთხეს უქმნის რეგიონს. ამ საფრთხეებზე თქმა საჯაროდ არაა მიზანშეწონილი. იმედია მოხერხდება მშვიდობის დამყარება.

მსოფლიოს ისევ სძინავს, ან ყველა თავის ინტერესს ელოდება. 10 ოქტბერს ბრიუსელში ევროკავშირის 27-მა ქვეყანამ იმსჯელა. შედეგები ჯერ არ ჩანს...“ - წერს ამირან სალუქვაძე „ფეისბუქის“ გვერდზე.

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია