მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ბოლო რვა წელში ემიგრაციაში 760 ათასი ადამიანი წავიდა - გიორგი კეპულაძე - 13 ოქტომბერი 2020

ეკონომიკა ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში, მშრალი რიცხვები:

ეკონომიკა (რეალური მშპ) 2012-დან (30439 მლნ ლარი) 2020 წლამდე (37945 მლნ ლარი) დაახლოებით 25%-ით გაიზარდა. წლიური საშუალო ზრდის ტემპი მხოლოდ 3%

ტურიზმის შემოსავლები 2012 წლიდან (1682 მლნ ლარი) 2019 წლამდე (3526 მლნ ლარი) 110%-ით გაიზარდა

თითქმის ყველა საერთაშორისო რეიტინგი გაუმჯობესებულია https://tradingeconomics.com/georgia/rating

• 2013-2019 წლებში FDI (პირდაპირი უცხოური ინვესტიციები) წლიურად საშუალოდ 7.4%-ით იზრდებოდა

სოფლის მეურნეობა მხოლოდ 4.1%-ით გაიზარდა (მუდმივ ფასებში)

• 2012 წლიდან 2020-ის მიმდინარე პერიოდამდე ლარი აშშ დოლართან 93.4%-ით გაუფასურდა 1.65-იდან 3.22-მდე

დასაქმებულთა რიცხვი მხოლოდ 2%-ით გაიზარდა

• 2012-2020 წლებში სამუშაო ძალა 4.7%-ით შემცირდა

სამუშაო ძალის გარეთ ადამიანთა რიცხვი 7%-ით გაიზარდა

• 2012-2019 წლებში ქვეყნიდან ემიგრაციაში ჯამურად 760 000 ადამიანი წავიდა

საქართველოს სახელმწიფო ვალი 2012 წლიდან 2020 წლამდე 230%-ით გაიზარდა.

ახლა კი შეფასება:

ეკონომიკის რეალური ზრდის ტემპი იყო დაბალი. ინვესტიციების ზრდა იყო ძალიან დაბალი, მითუმეტეს ახალი ინვესტიციების. ლარი თითქმის ორჯერ გაუფასურდა აშშ დოლართან, რამაც ზეგავლენა მოახდინა ინფლაციაზე და ბოლო 8 წელიწადში ფასები დაახლოებით 30%-ით გაიზარდა. მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება დასაქმება. ყველაზე საგანგაშო ამ რიცხვებში მგონი ესაა - ქვეყნიდან ბოლო რვა წელში ემიგრაციაში 760 ათასი ადამიანი წავიდა“, - წერს „საზოგადოება და ბანკები-ს“ დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე „ფეისბუქის გვერდზე.

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE