მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
„რატომ არ გიხარიათ, დავით-გარეჯი რომ ჩვენია ამ რუკებით?“ - გია ხუხაშვილი - 14 ოქტომბერი 2020

„რატომ არ გიხარიათ, დავით-გარეჯი რომ ჩვენია ამ რუკებით?!“ - ეს „დამანგრეველი“ არგუმენტი დაახლოებით იმას ჰგავს:

შვილი რომ გყავთ მძიმედ ავად, ცდილობთ უმკურნალოთ. ვიღაც „კეთილისმყოფელი“ შემლოცველს მოიყვანს, რომელიც განკურნებას გპირდებათ 5 ლარად. თქვენ  უარს ეუბნებით და მერე უბანში „გამუნათებენ“, რომ შვილი არ გიყვარს...

მერე სოციალური სამსახურიც მოყავთ, მშობლის უფლების ჩამოსართმევად. მოწმეებიც პირზე გადგებიან, როგორ თქვი უარი შვილის განკურნებაზე, ე.ი. მისი სიკვდილი გინდაო...“

#ვაივაი

* * *

მას შემდეგ, რაც გიორგი მშვენიერაძემ განმარტა საქმის ვითარება, თუ კიდევ ვინმეს ეპარება ეჭვი რამეში, ან ბრიყვია, ან წამების თანამონაწილე...

იხილეთ სიუჟეტი: https://www.facebook.com/TVFormula/videos/846263529450931

* * *

მოკლედ, ეს მოხდა გარეჯთან დაკავშირებით (იხილეთ: Акелла Промахнулся), - წერს ექსპერტი გია ხუხაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე.

ნაცვლად იმისა, რომ ოპონენტებმა ისაუბრონ საქართველოს ისტორიული ტერიტორიის საქართველოსთვის მიკუთვნების რა გზა და რა რესურსი არსებობს, მათი ძალები გადასროლილია, რომ რუსული კვალი მოძებნონ და როგორღაც მთავარი თემიდან საკითხი გადაიტანონ სულ სხვა რაკურსში, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ დავით გარეჯის საქმეზე საუბრისას განაცხადა.

„როდესაც ნათელი გახდა, რომ ყველაფერი სუფთად არ არის, უფლება არავის აქვს, მათ შორის არც პროკურატურას, რომ რაღაც პოლიტიკური მოსაზრებებით საკითხის განხილვა და შესწავლა გადადონ, მით უმეტეს, თუ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თემაა.

გარდა ამისა, პირველად ვხედავ ადვოკატებსა და პოლიტიკოსებს, რომლებიც ასე გააფთრებით იბრძვიან და მიტინგებს აწყობენ იმის თაობაზე, რომ ტერიტორია ეკუთვნის აზერბაიჯანს და არა – საქართველოს. ეს არის გასაოცარი და ასეთი გააფთრება სწორედ გამოწვეულია იმისგან, რასაც წინასაარჩევნო პერიოდი ჰქვია.

სახელმწიფო თავის თავს და საკუთარ ინტერესებს უნდა იცავდეს და არა რომელიმე კონკრეტული ადამიანის, ან პოლიტიკური ჯგუფის ინტერესს. ეს არის აქსიომა. იმის გამო ვწუხვარ, რომ ამ დარღვევაში კონკრეტული ადამიანები მონაწილეობდნენ და შესაძლოა, მათ განსასჯელის სკამიდან სასჯელაღსრულების სისტემაში გადაინაცვლონ, რაც სამწუხარო ამბავია“, – განაცხადა ვოლსკიმ.

გია ვოლსკის თქმით, დავით გარეჯის საქმეში არანაირი რუსული კვალი არ არსებობს.

„რასაკვირველია, სასამართლოს გადაწყვეტილებას უნდა დაველოდოთ და არა რომელიმე პოლიტიკოსის პოზიციას. იმის ნაცვლად, რომ ოპონენტებმა ისაუბრონ, საქართველოს ისტორიული ტერიტორიის საქართველოსთვის მიკუთვნების რა გზა და რესურსი არსებობს, მათი ძალები გადასროლილია იქითკენ, რომ როგორღაც, რუსული კვალი მოძებნონ და მთავარი თემიდან საკითხი გადაიტანონ სხვა რაკურსში განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს რუსული კვალი არ არის.

აქ არანაირი რუსული კვალი არ არსებობს, არსებობს საქართველოს ინტერესი და ამ ინტერესის მიმართ დაპირისპირებული პოლიტიკური ჯგუფები და მათი მედიასაშუალებები.

სამწუხაროდ, უბედურება მოხდა, როცა ჩვენმა ოფიციალურმა პირებმა ტელევიზიებით განაცხადეს, რომ დავით გარეჯი საქართველოს არ ეკუთვნის და სულ ცოტა ხანში იმ კანონის გაუქმება მოხდა, რომელიც სახელმწიფო ინტერესების დარღვევისთვის პასუხისმგებლობას კისრულობს. ეს არის ფაქტი და ამას მე არ უნდა ვპასუხობდე, იმ პერიოდის პარლამენტის თავმჯდომარე უნდა პასუხობდეს და ის პოლიტიკური ძალები, ვინც ამ ქვეყანას მართავდნენ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

დავით გარეჯის საქმეზე ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს.  პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, წლების განმავლობაში საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ექსპერტების მიერ, სახელმწიფო საზღვრის შეთანხმებისას მუდმივად ხდებოდა რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირება და მათთვის გვერდის ავლით საქართველოს საზიანო გადაწყვეტილებების მიღება. ამავე ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მოქალაქემ, სხვა ქვეყანებში მოიძია და თავდაცვის სამინისტროს გადასცა მნიშვნელოვანი საარქივო მასალა, მათ შორის ტოპოგრაფიული რუკები, რომლებიც წარმოდგენილი იქნა გამოძიების წინაშე“, – აცხადებენ პროკურატურაში.

წყარო: პირველი არხი

 

 

 

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია