„საქართველოს მთავრობა, კაი, არ გვკეტავთ, არ გვკეტავთ... მაკარონი მაინც დაგვირიგეთ“
ufleba.ge
„როდესაც პაციენტი სასტუმროში გარდაიცვლება, ეს უკვე ნიშნავს, რომ ვითარებაზე კონტროლი დაკარგულია, მათ შორის კლინიკური მართვის კუთხითაც“, - წერს ექსპერტი გია ხუხაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსისგან აჭარაში 41 წლის ქალი გარდაიცვალა, რომელიც კოვიდსასტუმროში მკურნალობდა.
უწყების განმარტებით, კორონავირუსი მას 10 ოქტომბერს დაუდასტურდა, იმავე დღეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ გადაყვანილ იქნა კოვიდსასტუმროში.
"დაავადება მიმდინარეობდა უსიმპტომოდ. პაციენტი იმყოფებოდა სამედიცინო პერსონალის მხრიდან მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზია თრომბოემბოლია",- აცხადებენ უწყებაში.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში დღეს გამოვლენილი კორონავირუსის 919 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი სიმპტომებიანი პაციენტია.
კერძოდ, გამყრელიძის თქმით, 919 პაციენტს შორის 488 სიმპტომების მქონე, ხოლო 236 მათთან კონტაქტში მყოფი პირია.
ამიტომ, ამირან გამყრელიძე სიმპტომიანი პაციენტების ადრეულ ეტაპზე გამოვლენასა და მათი იზოლაციის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას.
„პანდემიის მიმდინარეობის განმავლობაში ჩვენთან დღეს გვაქვს ახალი დადასტურებულების ყველაზე მაღალი ციფრი – 919. მნიშვნელოვანია, რომ 919-ში ყველაზე მეტი არიან სიმპტომებიანი პაციენტები. ამიტომ ამას მინდა ხაზი გავუსვა. ანუ, 919-დან 53 პროცენტი, 488 არის სიმპტომებიანი პაციენტი.
ეპიდემიის განვითარების დღევანდელ ეტაპზე, მეორე ტალღის პირობებში ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ადრეულ ეტაპზე გამოვავლინოთ სწორედ სიმპტომებიანი პაციენტები და მათთან ახლო კონტაქტში მყოფი – ოჯახური და სამსახურებრივი კონტაქტები. დღეს გვყავს 488 სიმპტომებიანი და 236 მათთან კონტაქტირებული ინფიცირებული.
მთელი სტრატეგია დამყარებულია იმაზე, რომ ადამიანების ეს ორი ჯგუფი სწრაფად იზოლირდნენ, მოსახლეობაში განსაკუთრებით კონტაქტირებულებისადმი უნდა იყოს მეტი ინფორმაცია მიტანილი. როდესაც ოჯახში ვინმე ინფიცირდება, აუცილებელია, მისი პირდაპირი კონტაქტები სწრაფად გადავიდნენ იზოლაციაში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
თუმცა, გამყრელიძის თქმით, ბოლო ანალიზით, საერთო შემთხვევების 85 პროცენტი ასიმპტომური და მსუბუქია, 1-2 პროცენტამდე კი – კრიტიკული.
„ნარჩუნდება ე.წ. წილობრივი შეფარდება. ჩვენი ბოლო ანალიზით, სექტემბრის ბოლოს რაც გავაანალიზეთ, 36 პროცენტი იყო დიაგნოსტირების ეტაპზე ასიმპტომური შემთხვევები. შეიძლება, სინჯის ეტაპზე იყოს ასიმპტომური და შემდეგ გამოვლინდეს. 85 პროცენტამდე არის ასიმპტომური და მსუბუქი შემთხვევები, შემდეგ არის საშუალო და მძიმე, 1-დან 2 პროცენტამდე კრიტიკული“, – განუცხადა „პირველ არხს“ გამყრელიძემ.
„საქართველოს მთავრობა, კაი, არ გვკეტავთ, არ გვკეტავთ... მაკარონი მაინც დაგვირიგეთ“, - წერს „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე „ფეისბუქის“ გვერდზე.
„პირბადეების ტარება კარგია, მაგრამ იქნებ გადახედოთ რა ხდება ბანკებში, სუპერ და მინი მარკეტებში, ბაზრობებზე და სხვა კომერციულ დაწესებულებებში.
აფთიაქებშიც კი არავინ ითხოვს ხელების დეზინფექციას. აღარავინ აქცევს ყურადღებას სადეზინფექციო ბარიერებს.
ძალიან ცუდი მდგომარეობაა სკოლებში, განსაკუთრებით დაწყებით კლასებში. არ აქვთ ერთიანი პროტოკოლები. კლასები გადატვირთულია. წაიკითხეთ კომენტარები, რას წერენ.
შეამოწმეთ როგორ ხდება კლასების, რესტორნებში მაგიდების დეზინფექცია. შედით სადმე, ყავა დალიეთ. ტრანსპორტის დეზინფექცია როგორ ხდება, არ ვიცი. მოიკითხეთ რა ხდება ტესტების ჩაბარების მხრივ.
დიდ ორგანიზაციებში არიან ადამიანები, რომლებიც ფეხებზე იკიდებენ სხვებს, აცხადებენ არ მჯერა ვირუსისო და უგულვებელყოფენ წესებს. პირბადის ტარების წესები დღემდე არ ვიცით. გამოავლინეთ ხალხი, რომლებიც ეწევიან საზიანო პროპაგანდას“, - წერს ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე „ფეისბუქის“ გვერდზე.