მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
რუსეთმა აზერბაიჯანის მხოლოდ დიპლომატიური გზით შეჩერება ვერ მოახერხა - თორნიკე შარაშენიძე - 19 ოქტომბერი 2020

„ორი უმნიშვნელოვანესი დასკვნა ყარაბაღის მოვლენებიდან.

1. რუსეთმა ვერ მოახერხა აზერბაიჯანის შეჩერება მხოლოდ დიპლომატიური გზით.

ორი კვირის წინ, ჯერ რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსის მკაცრი განცხადების და შემდეგ ლავროვის მიერ მოლაპარაკებათა მაგიდაზე აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო მინისტრების დასმის შემდეგ მე პირადად მეგონა, რომ საომარი მოქმედებები შეწყდებოდა. მაგრამ არა.

რეგიონში ბალანსი მკვეთრადაა შეცვლილი ბაქოს სასარგებლოდ და რუსეთი იძულებულია ამას ანგარიში გაუწიოს.

ასევე რუსეთი აშკარად ძალიან უფრთხილდება თურქეთთან პარტნიორობას. ამიტომ მხოლოდ დიპლომატიურად სცადა და ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ვნახოთ რას იზამს ახლა.

2. პატრიოტიზმი, თავგანწირვა, მომზადება, აღჭურვა, ჩაცმა-დახურვა - ეს ყველაფერი მეორეხარისხოვანი აღმოჩნდა.

ყველაფერ ამას მარტივად უჯოკრავს კომპიუტერთან მჯდარი ტიპიური „ნერდი“ რომელიც დრონს ისე მართავს, როგორც სიმულაციურ თამაშში“, - წერს ანალიტიკოსი თორნიკე შარაშენიძე „ფეისბუქის“ გვერდზე.

ამირან სალუქვაძე, ექსპერტი:

„რუსეთის პასიურობით განაწყენებული პარიზელი სომხების ანტირუსული გამოსვლა პარიზში, შეძახილებით „პუტინი ტერორისტია!“.

მსგავსი გამოსვლები იყო ერევანშიც.

რუსეთმა აზერბაიჯანი გავლენის სფეროდან დაკარგა ან შეუსუსტდა ბერკეტები.

შესაძლოა დაკარგოს სომხეთიც.

პუტინის რეაქცია ასეთ შეძახილებზე პროგნოზირებადია, ხელისუფლებაზე ასახავს; თუმცა შეუძლია, თუ ასე დასჭირდა, გარკვეული პერიოდით არ შეიმჩნიოს. გააჩნია რა აქვთ ჩაფიქრებული.

ყველა შემთხვევაში ასეთი მასშტაბური გამოსვლები ნიშანდობლივია“, - წერს ამირან სალუქვაძე „ფეისბუქის“ გვერდზე.

 

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE