მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
საქართველოში იცვლება ხელისუფლება, საქართველო გააგრძელებს წინსვლას - მიხეილ სააკაშვილი - 31 ოქტომბერი 2020

ათასგვარ საზიზღრობას თუ აპირებთ, მე ვარ მიხეილ სააკაშვილი, მე ვარ ბოლომდე წამსვლელი, თანამდებობა არ მინდა, მაგრამ ვინც ჩემს ხალხზე ხელს აღმართავს, ვართ მზად, ბოლომდე დავუპირისპირდეთ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამდღეს არჩევნები წააგო.

წააგეს, დღეს ჩვენ დავამტკიცეთ, როგორი მნიშვნელოვანი ერი ვართ. თბილისი წააგეს, წაასხეს.

ელენე ხოშტარიამ თითქმის 50% აიღო თბილისის ცენტრში, ვაკეში. ნიკა მელიამ, ლევან ხაბეიშვილმა, გრიგოლ ვაშაძემ დამაჯერებლად მოიგეს, საუბარი 50%-ზე. წარსულში 50-53-55 პროცენტით პირველივე ტურში როდესმე ოპოზიციას რომ მოეგო, ასეთი რამე წარმოუდგენელი იყო.

ეს ნიშნავს, რომ ივანიშვილის სისტემა დანგრეულია, არ იმუშავა არც ერთმა მათმა ბარიერმა. დარწმუნებული ვარ, „ნაციონალურ მოძრაობასაქვს ბევრად მეტი აღებული, ვიდრე 33%-ია, რადგან ხალხი ყოველთვის ეგზიტპოლს სიმართლეს არ ეუბნება.

2016 წელს, პირველი ტურის შედეგად სალომე ზურაბიშვილი უსწრებდა გრიგოლ ვაშაძეს 12 პროცენტით და მერე დაჯდა თანაბარი შედეგი. ამ სიტუაციაში დასრულებულია მათ ისტორია. მიეცით ქართველ ხალხს ამოსუნთქვის საშუალება, მშვიდობიანად გადაეცით და არაფერი პრობლემა არ იქნება.

თუ აპირებთ ათასგვარ საზიზღრობას, მე ვარ მიხეილ სააკაშვილი, მე ვარ ბოლომდე წამსვლელი, თანამდებობა არ მინდა, მაგრამ ვინც ჩემს ხალხზე ხელს აღმართავს, ვართ მზად, ბოლომდე დავუპირისპირდეთ.

მზად ვარ, თუ ისინი წავლენ დარღვევებზე, ამ ბრძოლაში ფიზიკურადაც, ჩემი ყოფით, ბოლომდე ჩავერთო. არ ვურჩევ არავის არანაირ კონფრონტაციას. ჩვენ ვართ ერთი ერის შვილები. ჩავატაროთ პროცესის მშვიდობიანი გადაცემა.

მზად ვართ, გარანტია მივცეთ, რომ არანაირი რეპრესიები არ იქნება.  ჩვენ უნდა ვიყოთ კონცენტრირებული მომავალზე და არა წარსულ გარჩევებზე. მიხვდით, რომ არჩევნები წაგებული გაქვთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ცხოვრება დამთავრდა. მე არჩევნები წავაგე შვიდი-რვა წლის წინ, მაგრამ ცხოვრება არ დამთავრებულა. ცხოვრება ყოველთვის არსებობს არჩევნებში დამარცხების შემდეგ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამდა სხვა ოპოზიციურმა ჯგუფებმა საქართველოში მოიპოვეს აბსოლუტური უმრავლესობა, ეს არის წყალგაუმტარი ფაქტი, დანარჩენი ყველაფერი არის ლირიკა. „საქართველოში იცვლება ხელისუფლება, საქართველო გააგრძელებს წინსვლას“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილს შეუძლია, იზრუნოს თავის სამსახურზე უკრაინაში, მაქვს ინფორმაცია, რომ მას გამოგდებას უპირებენ, – ასე ეხმაურებაქართული ოცნებისგენერალური მდივანი კახა კალაძე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ისქართულ ოცნებასხელისუფლების გადაბარებას სთავაზობს.

მიხეილ სააკაშვილს შეუძლია, იზრუნოს თავის სამსახურზე უკრაინაში, მე როგორც მაქვს ინფორმაცია, მას გამოგდებას უპირებენ და მისი მთავარი საზრუნავი იქნება, როგორმე შეინარჩუნოს სამსახური უკრაინაში“, – განაცხადა კალაძემ.

ხმის მიცემის პროცედურის დასრულებისა და საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, ოთხმა ტელეკომპანიამ ეგზიტპოლების შედეგები გამოაქვეყნა.

იმედისდაკვეთით ეგზიტპოლი ამერიკულმაფაბლიქ ოფინიონ სტრატეჯისმა“ (Public Opinion Strategies) ჩაატარა. აღნიშნული ეგზიტპოლის 18:00 საათის მონაცემების მიხედვით, პროპორციული წესით პირველ ადგილზე გავიდაქართული ოცნება“, მეორეზე – „ნაციონალური მოძრაობაძალა ერთობაშია“.

მთავარმა არხმაეგზიტპოლები ფრანგულიფსოსს“ (IPSOS) დაუკვეთა. აღნიშნული ეგზიტპოლის 17:00 საათის მონაცემების თანახმად: პროპორციული წესით პირველ ადგილზე გავიდაქართული ოცნება“, მეორეზე – „ნაციონალური მოძრაობაძალა ერთობაშია“, ხოლო მესამეზე – „ევროპული საქართველო“.

ფორმულასდაკვეთის ეგზიტპოლი ამერიკულმაედისონ რისერჩმა“ (Edison Research) ჩაატარა. ეგზიტპოლის 16:00 საათის მონაცემების თანახმად, პროპორციული წესით პირველ ადგილზე გავიდაქართული ოცნება“, მეორეზე – „ნაციონალური მოძრაობაძალა ერთობაშია“, ხოლო მესამეზე – „ევროპული საქართველო“.

რუსთავი 2“-მა ეგზიტპოლი ბრიტანულსურვეიშენს“ (Survation) დაუკვეთა. აღნიშნული ეგზიტპოლის 15:00 საათის მონაცემებით, პროპორციული წესით პირველ ადგილზეაქართული ოცნება“, მეორეზე – „ნაციონალური მოძრაობაძალა ერთობაშია“, ხოლო მესამეზე – „ევროპული საქართველო“.

წყარო: პირველი არხი

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია