მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მის ქველმოქმედებას აქვს ფასი და ეს ფასია მისი პირადი სულიერი და ფიზიკური კომფორტი - გია ხუხაშვილი - 10 ნოემბერი 2020

„არ მინდა, რომ ივანიშვილსაც მოუხდეს გაქცევა, რადგან ეს მარაზმი ოდესღაც უნდა დავასრულოთ“

ufleba.ge

„ამ დღეებში ვფიქრობდი, თუ როგორ შეუძლია ადამიანს, რომელსაც უამრავი კეთილი საქმე აქვს გაკეთებული ამ ქვეყანაში (მათ შორის ჩემთვისაც), რაც წესით კაცთმოყვარეობის დასტური  უნდა იყოს, ასე გაყოს ქვეყანა ორ ნაწილად და იმოქმედოს პრინციპით - ვინც ჩემთან არ არის, ჩემი მტერია.

პასუხი, სამწუხაროდ, ძალიან მარტივი და ბანალურია - მის ქველმოქმედებას აქვს ფასი და ეს ფასია მისი პირადი სულიერი და ფიზიკური კომფორტი, რომლის მონეტიზაცია ხდება აბსოლუტური ლოიალობით და ეს საფასური მუდმივად ხმოვანდება კობახიძის მიერ...“, - წერს ექსპერტი გია ხუხაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე.

„მოდით თვალი გავუსწოროთ სინამდვილეს.

ერთადერთი ყოფილი ქვეყნის მმართველი, ვისაც გაქცევა არ მოუხდა იყო შევარდნაძე. ესეც ძირითადად იმიტომ, რომ იგი გადადგა და ასაკიდან გამომდინარე პოლიტიკურ საფრთხეს აღარ წარმოადგენდა.

მე არ მინდა, რომ ივანიშვილსაც მოუხდეს გაქცევა, რადგან ეს მარაზმი ოდესღაც უნდა დავასრულოთ და ამ მოჯადოებული წრიდან ოდესღაც უნდა გავიდეთ.

ასევე ეჭვი მაქვს, რომ ივანიშვილსაც საქართველოში უნდა ცხოვრება. აქ თავს უფრო კომფორტულად და უსაფრთხოდ გრძნობს და აქაურობაც უყვარს.

გასაგებია, რომ ივანიშვილს ეშინია სააკაშვილის დაბრუნების. მაგრამ თუკი სწორად და სამართლიანად მოიქცევა, მას ვერავინ ვერაფერს დააკლებს, მას შემდეგაც როცა (ოდესღაც) ძალაუფლებას დაკარგავს.

სწორი და სამართლიანი საქციელი კი ამ ეტაპზე იქნება დიალოგი და კომპრომისი. ოღონდ იგი პირადად უნდა ჩაერთოს ოპოზიციასთან მოლაპარაკებებში. ასევე კარგი იქნება, თუკი ოპოზიციასთან და (რაც უფრო მნიშვნელოვანია) ხალხთან სალაპარაკოდ ივანიშვილი წინ აღარ წამოსწევს იმ ფიგურებს, რომელთაც ნდობა დიდი ხანია აღარ გააჩნიათ და გაღიზიანების მეტს არაფერს იწვევენ.

ივანიშვილმა უნდა გაითვალისწინოს, რომ, უნდა ეს თუ არ უნდა, იგი პოლიტიკაშია ჩართული. პოლიტიკა კი კომპრომისის ხელოვნებაა“, - წერს ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე „ფეისბუქის“ გვერდზე.  

 

 

 

 

 

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE