მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
დათმობის ზღვარი ხელახალი არჩევნებია - გიგა ბოკერია - 21 ნოემბერი 2020

„ევროპული საქართველოსა“ და ჩვენი პარტნიორებისთვის დათმობა შეიძლება იყოს ვადამდელი არჩევნები, -ამის შესახებ ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

ჩვენ უკვე ვთქვით, რა არის დათმობის ზღვარიეს არის ხელახალი არჩევნები, დათმობა შეიძლება იყოსევროპული საქართველოსადა ჩვენი პარტნიორებისთვის ვადამდელი არჩევნები. ამ ქოლგის ქვეშ არის მოთხოვნების მთელი წყება, რა უნდა შეიცვალოს; ეს არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ასევე, მარტო ცესკო- თავმჯდომარე არა, მთელი სტრუქტურის შეცვლაა საჭირო, რომ შემცირდეს რისკები, რათა ნორმალური იყოს ის ვადამდელი არჩევნები, რომელიც უნდა ჩატარდეს“, – განაცხადა ბოკერიამ.

ევროპული საქართველოსერთ-ერთი ლიდერიქართული ოცნებისწევრის, ირაკლი კობახიძის დღებნადელ განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სიცრუეა, თითქოს ოპოზიციამ 2016 წელსაც ბოიკოტი გამოუცხადა არჩევნებს.

კიდევ ერთი უტიფარი სიცრუეა, რაც კობახიძემ თქვა, ეს პირველად არ ხდებაო, წინა საპარლამენტო არჩევნებზეც, 2016 წელს არ მიიღო მონაწილეობა არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციამო. ეს იყო სიცრუე, ოპოზიციამ მონაწილეობა მიიღო ყველა მეორე ტურში, მიუხედავად იმისა, რომ იყო ძალიან ცუდი არჩევნები, ბინძური არასამართლიანი და არათანაბარი პოლიტიკური თამაშის წესებით“, – განაცხადა ბოკერიამ.

მისივე თქმით, გაგრძელდება აქციები და ოპოზიციის შეხვედრები.

გაგრძელდება ოპოზიციის შეხვედრები, სამოქალაქო პროტესტიც სხვადასხვა ფორმით და სხვადასხვა ინტენსივობით, ვიდრე არ იქნება მიღწეული ეს ამოცანაახალი არჩევნები. აქციები აუცილებელია. ეს არის ყველაზე ბუნებრივი გამოვლინება საზოგადოების მხრიდან ამ სამარცხვინო თამაშის წესების მიუღებლობის, რასაც ივანიშვილი თავს გვახვევს“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

წყარო: პირველი არხი

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია