მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
რა ეშველება კოვიდპანდემიით ნიღაბჩამოხსნილ ჯანდაცვის სისტემას - 08 დეკემბერი 2020

 

არ შეიძლება ამ ქვეყანაში სერიოზულად ავად გახდომა, შენი მშველელი არავინაა“

ufleba.ge

ახალი კორონავირუსის პანდემიამ  ქართული ჯანდაცვის სისტემას ნიღაბი ჩამოხსნა და ყველას თვალწინ ჩამოშალა. ვიღაც მეტყვის, წესიერად მოიქეცი და სტატია მაქსიმალურად დაბალანსებულად წერეო. ასე არ გამოვა ბატონებო, ცუდს თუ ცუდი არ დავარქვით, კარგი არასოდეს გვეცოდინება.

რა ხდებოდა პანდემიამდე

წინა წლის ნოემბრის დასაწყისში, ნიკა - ქალიშვილი გრიპით ავად გაუხდა. სიცხის დამწევის მიღების მიუხედავად, 39 გრადუსს დაბლა არაფრით ჩამოდიოდა. ცოტა შეშინდა, 112-ზე სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახა:

საღამოს რვის ნახევრიდან ორის ნახევრამდე ველოდი, არ მოსულა. ბავშვი მაღალი სიცხისგან ბოდავდა, მე ჯანმრთელი უფრო ცუდად ვიყავი. საათში ერთხელ რამდენჯერმე გადავურეკე, 112-ზე მპასუხობდნენ, გადავეცით, მაგრამ ბრიგადები გადაუდებელზე მიდიან, თქვენნაირ სიცხიანებზე ვერ იცლიანო, ისევ გავაფრთხილებთო“.

ნიკას თქმით, დღეს ავიწყდება, რომ კოვიდის პანდემიამდეც სასწრაფოსმუშაობა  სამარცხვინოდ გამოიყურებოდა. გვახსენებს, ასე მარტო მას არ დამართნია და უამრავი ადამიანი დაადასტურებს მაშინაც გამოძახებული დახმარების მოუსვლელობას ან საათობით დაგვიანებას:

არასწორ მოქცევასაც საზღვარი ხომ უნდა ჰქონდეს. დილისკენ ბავშვმა ძლივს ჩათვლიმა და 112-დან მირეკავენ, ბრიგადამ ვერაფრით მოიცალა და დახმარება ისევ ხომ არ გჭირდებათო. მთელი ღამე ნერვიულობისგან გადაღლილს ჩხუბის თავიც აღარ მქონდა, დაიძინა და თქვენი დახმარება აღარ მჭირდება-მეთქი. კარგით ბატონო, დიდი მადლობა, მშვიდობიან ღამეს გისურვებთო, მითხრეს“.

ნიკა დასძენს, რომ იმ ღამით საბოლოოდ დარწმუნდა, არ შეიძლება ამ ქვეყანაში სერიოზულად ავად გახდომა, თორემ შენი მშველელი არავინაა, აი არავინ!

- მე და ჩემნაირები კიდევ ჯანდაბას გავუძლებთ, ბავშვები, მოხუცები ცოდვები არიან ასე დაუცველები. ვიმეორებ, ეს ყველაფერი 2019 წლის ნოემბრის დასაწყისში ხდება, როცა ქვეყანაში კოვიდის ხსენებაც არ ყოფილა, - გვეუბნება ნიკა.

ახლა, ერთ-ერთსამამულოკლინიკაში არსებულ მდგომარეობაზე (თუ დამოკიდებულებაზე)  ერთ-ერთი რესპონდენტის, მერაბ - მონაყოლს გთავაზობთ უცვლელად:

კორონავირუსის ეპიდემიამდე, ამა წლის 8 იანვარს გრიპის გართულებით ნათესავი ჩამოიყვანეს .. ახლო საზღვაგარეთიდან. სასწრაფოდ გავაქანეარამიანცისტერიტორიაზე ჰოსპიტალში (ზუსტ სახელწოდებას შეგნებულად არ ვასახელებ, რიგით თანამშრომლებს რას ვერჩი). ჟანგბადი მისცეს, დაიწყეს რეანიმაცია, სამწუხაროდ პაციენტი გარდაიცვალა.

მიმღებში ოპერატორმა მითხრა, შეგიძლია უშედეგო პროცედურის ღირებულება (870 ლარი) ათი დღის ვადაში გადაიხადო, უბრალოდ ხელშეკრულებაზე ხელი უნდა მოაწეროო. ვიფიქრე, გზად ფული დამჭირდება-მეთქი.

სახელმწიფო საზღვარზე არ გადამიშვეს, გარდაცვალების ცნობა მომთხოვეს. ამოვედით უახლოეს იუსტიციის სახლთან, დავრეკე კლინიკაში და ვთხოვე გადმოაეცათ შეტყობინება. კარგიო, მიპასუხეს.

12 საათი ხდება და ინფორმაცია არ მოსულა. გადავრეკე ისევ და ჰოსპიტლის დირექტორი . . უხეშად მეუბნება, რეანიმაციის ორი საათის ღირებულება რატომ არ შემოიტანე, ამის გამო არ გადავცემ და საზღვარზე ვერ გადაიყვანო. შენმა ოპერატორმა მითხრა, ათი დღის ვადა მექნებოდა, კიდევ ერთხელ ავუხსენი. არ მაინტერესებს მან რა გითხრა, სანამ თანხას არ დაფარავ, ვერ გაატარებო.

აბა რა უნდა მექნა, ტრაგედიისგან მთელი დღე-ღამის უძინარი გადავირიე. კარგი დირექტორო, ოდესღაც ამაზე პასუხს აგებ-მეთქი.

კიდევ კარგი, ზუსტად იმ მომენტშიარამიანცისტერიტორიაზე ჩემი ნაცნობი აღმოჩნდა, მას ვთხოვე მისულიყო, თავისი ჯიბიდან  გადაეხადა, ავუნაზღაურებდი. მხოლოდ ამის შემდეგ შევძელი ნათესავის საზღვარზე გადაყვანა. თბილისიდან შუაღამის 3 საათზე გასულები, მოსაზღვრე რაიონში მეორე დღის 4-ის ნახევარზე ჩავაღწიეთ“, - მიყვება მერაბ . და დასძენს, რომ აღნიშნულ ფაქტზე (რომლის გადამოწმება ნებისმიერ დროს შესაძლებელია) რეაგირება დაწყებულია და გაგრძელება ექნება.

სტატიის მკითხველებო, მერაბ .- ზემოაღნიშნული ტრაგედიის მაგალითზე რამდენმა ამოიცანით საკუთარი უსუსური მდგომარეობა პანდემიამდე თუ უკვე კოვიდის გავრცელების პირობებში?

მოდი, აღნიშნული ჰოსპიტლის დირექტორს რამე ტიპის პასუხისმგებლობაზე ელაპარაკე. სხვა რა ხდება ზოგიერთ კერძო კლინიკაში? დღე და ღამეფულის კეთებაზეზრუნვა, „უპატრონოპაციენტების არაფრად ჩაგდება (რბილად რომ ვთქვათ), ხშირად დაუსაბუთებლადტყავის გაძრობადა წამლობის შედეგი მინიმალური ან საერთოდ ნულოვანი. გამონაკლისი საყოველთაო ჯანდაცვის, ოჯახის ექიმები არიან, რომლებმაც საქმეც იციან და პასუხისმგებლობის გრძნობაც უხვად მომადლებული აქვთ.

ახლა, რა ხდება გაქანებული პანდემიის დროს

გიორგი -  სიცხემ დილით მოულოდნელად აუწია. აზმორებდა, ტეხდა სხეულში, მიხვდა ვერ ჰქონდა საქმე კარგად. გაიზომა, 38 გრადუსზე იყო ასული. გრიპი-გაციების, ჩვეულებრივი სურდოს ნიშნები თითქმის არ ჰქონია, პირბადით გაიქცა აფთიაქში, ათი პაკეტიჰერბექსიშეიძინა:

ღამით სიცხე 39,5-ზე ავიდა, დავლიე ჰერბექსი, ცოტა ხნის შემდეგ 38-მდე ჩამოვიდა. მესამე დღესპრემიუმედსერვისშიოჯახის ექიმს დავურეკე, არ მიპასუხა. რამდენჯერმე ვიმეორე, ნურას უკაცრავად; ეტყობა არც გაუგია, რას ნიშნავს პროფესიული პასუხისმგებლობა, მითუმეტეს გაქანებული პანდემიის დროს.

კიდევ კარგი, ჩემი ძველი ექიმის ნომერი მქონდამედისონში“, დაველაპარაკე. მითხრა, ხომ იცი ტესტირება ფასიანია, 200 ლარის გადახდა მოგიწევს. ამიტომ ან ცხელების ვენტრში რიგში ჩადექი, ან სასწრაფო გამოიძახე, იქნებ როგორც გადაუდებელს გაგიკეთონო. შეუძლოდ მყოფი ვერც ინფექციურის ცოცხალ რიგში ჩავდგებოდი, სასწრაფოც ვიცოდი არ მოვიდოდა. ამიტომ ისევ ჰერბექსის პაკეტებს შევხედე დასიცხულ-ჩაწითლებული თვალებით“.

რვა დღეს გაუგრძელდა გიორგის სიცხეები, შეუძლოდ მყოფს კიდევ კარგი პროცესი ფილტვებზე არ გადასვლია. ყოველ შემთხვევაში, თავად ასე ირწმუნება. რეალურად, არც ტესტირება ჩაუტარებია, არც ფილტვები გაუსინჯავს:

უცხოეთში მცხოვრები ძმა მეუბნება, კოვიდი გექნებოდა, ყველას ერთნაირი ნიშნებით კი არ ემართებაო. გამორიცხული არაფერია, უარყოფითი ჯგუფის სისხლი მაქვს და შესაძლოა ცოტა განსხვავებული ჯიშის ვირუსი მქონოდა. მოკლედ, ისევ ჰერბექსმა მიშველა, თორემ არც სასწრაფო დახმარება ჩანდა თვალსაწიერში, არც კოვიდსაწოლი. თქვენც იცით, ამ მხრივ რა მდგომარეობაში აღმოვჩნდით“.

კოვიდგადატანილი ნინი . ინფიცირებულებს მოუწოდებს, ექიმთან შეთანხმების გარეშე, მეგობარ-მეზობლების რჩევით რადიკალურ ზომებს („პერეკისი“, ცინკი და .) ნუ მიიღებენ. მისივე რჩევით, საჭიროა დიდი რაოდენობით სითხის მიღება:

ასევე, აუცილებლად იარეთ ოთახებში ან უქარო და თბილი ამინდის შემთხვევაში, აივანზე ან ეზოში (არ გაცივდეთ), არ მისცეთ სხეულს, ფილტვებს მოდუნების საშუალება. ფიზიკურად თუ ძალიან სუსტად არ ხართ, ნუ დაწვებით. 9 დღის განმავლობაში, მე 10 წუთითაც კი არ წამოვწოლილვარ (ღამის ძილის გარდა) და ოთახებსა და აივანზე რამდენიმე კილომეტრი გავიარე“.

ნინის კიდევ ერთი რჩევა - დღეში 4-5 ჯერ, ყელში სოდიანი წყლის გამოვლებაა:

რაც შეეხება მედიკამენტებს, მე სიცხის დამწევი არ მიმიღია, ტემპერატურა მქონდა მხოლოდ სამ დღეს (რამდენიმე საათით) 37,3 და სითხეების ჭარბად მიღებისას თავადვე რეგულირდებოდა. სისხლში პროთრომბინის მატების გამო, 4 დღის განმავლობაში მუცლის არეში, ჭიპის ირგვლივ ვიკეთებდი (საკუთარი ხელით) ფრაქსიპარინის ინექციას, სუნთქვის მკვეთრად გაძნელებისას (რაც სატურაციის დაწევით იყო გამოწვეული), ორჯერ გავიკეთე კუნთში დექსამეტაზონი, ასევე, გულისრევისას, კუნთში გავიკეთე მეტოკლოპრამიდი. ხველისას ინტენსიურად ვსვამდი ცოცხალი კომშით დამზადებულ კომპოტს და ჩაის ლეღვის მურაბით“.

ვუსმენ ნინის თვითმკურნალობის ცოცხალ პერიპეტიებს და სილვესტერ სტალონეს (იგივე რემბოს) „ბოევიკურიჟანრის ფილმი მახსენდება, როცა სასტიკი ბრძოლის შემდეგ სისხლმოთხვრილ ჭრილობას საკუთარი ხელით იკემსავს აუღელვებლად. 

ნინი ყველას უსურვებს მისი რჩევები არ დასჭირდეთ, მაგრამ თუ მაინც დაინფიცირდნენ, პირველი, რაზეც მისივე თქმით უნდა იზრუნონ, ემოციების კონტროლია.

იმის მიუხედავად, რომ 8 თვის განმავლობაში ყველამ უამრავი ინფორმაცია მივიღეთ ამ დაავადების ირგვლივ, როცა შენ დგები ფაქტის წინაშე, როცა იგებ კოვიდდადებითი ხარ, საკმაო ემოციები ახლავს თან. მთავარია პანიკა აიცილოთ თავიდან. გამოგიტყდებით, პირველ დღეს მე გამიჭირდა, რამაც კიდევ უფრო გამიუარესა  სუნთქვა და მეტი პრობლემა შემიქმნა.

რაც მთავარია - ნუ მიეჩვევით აზრს, რომყველას მოსახდელია“, „მაინც შეგვხვდება“, „უმრავლესობა ვერც იგებს ისე გადააქვსდა .. ამგვარი მიდგომებით ყურადღებას მოადუნებთ, ნაკლებად დაიცავთ თავს და შეიძლება, სულაც არ აღმოჩნდეთ ის, „ვინც ვერც იგებს ისე გადააქვს“, - ამბობს ნინი და 23 დღის შემდეგაც ვირუსის ნარჩენებით გამოწვეულ ჯანმრთელობის პრობლემებს ებრძვის.

თეონა . გვიყვება, რომ კოვიდი ერთდროულად მთელ მის ოჯახს დაემართა. ამის გამო დილიდან იხვეწებოდა, ძალიან სუსტად ჰყავდა ოჯახის წევრი და დახმარება სჭირდებოდა (სატურაცია 88 იყო), - „კერძო სადაზღვევომ „IRAO • ირაოკოვიდპაციენტზე ხელებიც დამიბანიაო (მხოლოდ სატელეფონო კონსულტაციაო)“:

მადლობა სახელმწიფოს, ბოლოს აშკარად მისი თავშისახლელები ვართ. მოვიდა სასწრაფო, გადაგვიყვანა ტესტზე, დადასტურდა კოვიდი, მოგვიყვანეს უკან. ადგილები არსადაა. მანამდე ოჯახის სამ წევრს ისედაც დადასტურებული ჰქონდათ. ბიჭო, ხვალ ხელახლა სასწრაფოს გამოყოფას კატეზე გადასაყვანად და ისევ უკან მოყვანას, ბარემ მანქანაში რომაა პაციენტი, მოითავე მისი დიაგნოსტირება და მერე, ფილტვების მდგომარეობა რომ მეცოდინება, ოჯახის ექიმიც ხომ იოლად მეტყვის რა წამალი დავალევინო, როგორ მოვუარო. თან გიკვირთ, როცა ნახევარი საქართველო სისხლის გამათხიერებელსა და ანტიბიოტიკსზეპირადსვამს. აბა რომ მორჩებიან, მერე რაღად უნდათ? ნუ თუ მოკვდებიან მით უფრო“.

თეონა ოთხი დღე იხვეწებოდა დედის გადაყვანას კლინიკაში ანკატესგაკეთებას მაინც. მისივე მონაყოლით, 6 დღე 38,5-ზე ადიოდა სიცხე, ბოლოს უკვე 39 გრადუსს აცდა, -  სასწრაფო მოდის და მიდის - ადგილები არააო:

თბილისში ამაოდ ვეძებ ადგილს კოვიდკლინიკაში.სადაა ეს საწოლები? ვინ მატყუებს, ოჯახის ექიმი, თუ სასწრაფო, რომელიც ადგილს ვერ პოულობს ჩემი ოჯახის წევრის გადასაყვანად? ოჯახის ექიმი დადასტურებული კოვიდპაციენტისთვის ცოცხალი თავით არ მაძლევს მიმართვას კატესა და ანალიზებზე; მანდ ანთება აუცილებლად იქნება და სახლში მაინც ვერაფერს გაუკეთებთო! ასე გამიკეთა ქმარზეც, ვიდრე არ დამძიმდა.

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - მკვლელობის ტოლფასია თქვენი არაორგანიზებული სამედიცინო მომსახურება დაკარგად ორგანიზებულიმონიტორინგი! მონიტორინგი უშველის ამდენ მიტოვებულ პაციენტს? რატომ აღმოვჩნდით ასეთ დღეში?

ომში ადამიანები იღუპებიან. ომის დროს სახელმწიფო თავს უფლებას აძლევს და სტრატეგიულ ობიექტებს საკუთარ ინტერესებს უქვემდებარებს! კორონა ომია! სახელმწიფოს არ ჰყოფნის რესურსი დროულად იზრუნოს ყველა მოქალაქეზე და რატომღაც არც ნებას იჩენს, რომ კერძო სტრუქტურებს აიძულოს მათი წილი ჯვარი ზიდონ! რატომ?“

ამ ფონზე, 20-30 წლის ახალგაზრდები იღუპებიან. მოდით, შექმნილ სიტუაციას კიდევ უფრო ნუ დავამძიმებთ. არ ვერჩით ექიმებს, რომლებიც პაციენტებს საკუთარი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკის ქვეშ ემსახურებიან. ბევრს გექნებათ ნანახი სურათი, როცა თავად წვეთოვანზე მიერთებული ექთანი კოვიდავადმყოფს თავზე ადგას და ემსახურება.

სტატიის დასრულებამდე სულზე მოგვისწრო დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებამ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

ყველას გთხოვთ, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ შეზღუდვების პირობებში მაქსიმალურად გავაფართოვოთ კორონავირუსის გამოვლენის მაჩვენებელი.

თუ ყველანი შევასრულებთ იმ რეკომენდაციებს, რომლებიც დადგენილია, განსაკუთრებით პირბადის ტარების მაჩვენებელს თუ ავიყვანთ მაქსიმუმზე, რაც არის 95 პროცენტი (ცოტა ზემოთ აგვეწია, ახლა გვაქვს 55-დან 65 პროცენტზე), შესაძლოა, ამ თვის ბოლოს ახალი შემთხვევების რიცხვი მართლაც სერიოზულად გავანახევროთ და ქვეყანაში ქვესვლის სერიოზული ტენდენცია შექმნას.

ხოლო აპრილისთვის დღიური მაჩვენებელი შესაძლოა, 200-ის ფარგლებში ჩამოვიდეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის.

ამიტომ კიდევ ერთხელ მივმართავ მოსახლეობას, ისარგებლონ ამ შემოთავაზებით, რომ ქვეყნის 200-ზე მეტ ადგილზე ხელმისაწვდომია ანტიგენის სწრაფი ტესტით გამოკვლევა, ყველა სტაციონარში, ყველა სტაციონარიზებული ავადმყოფისთვის და ასევე, თბილისში დაახლოებით 42 ამბულატორიულ დაწესებულებაში და მთელი საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 150-ზე მეტ სამედიცინო დაწესებულებაში ხელმისაწვდომია ეს და ხაზს ვუსვამ, გახლავთ უფასო.

სიმპტომებიან ადამიანებს შეუძლიათ, მიმართონ როგორც ექიმის დანიშნულებით, ისე ყოველგვარი ექიმის დანიშნულების გარეშე მივიდნენ ეგრეთ წოდებული თვითდინებით, თუ მათ აქვთ სიმპტომები. მათ ტესტირება უნდა ჩაუტარდეთ უფასოდ, ამას აფინანსებს სახელმწიფო“, - ამბობს ამირან გამყრელიძე (წყარო: პირველი არხი).

რა უნდა გაკეთდეს, რომ ქვეყანა, ჯანდაცვის სისტემა კოვიდპანდემიის მსგავს გამოწვევებს ასე მოუმზადებლად  არ შეხვდეს? ufleba.ge- ამ კითხვით რომან გოცირიძეს (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა) მიმართა:

ჯანდაცვის სისტემის გაუმართაობის თავი და თავი არის საყოველთაო ჯანდაცვის ის მოდელი, რომელიც იქცა უძირო ქვევრად და სადაც ჩასხმული ფული არასწორი მიმართულებით გაედინება. ყოველწლიურად არ ყოფნის ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასეულ მილიონობით ლარი და შემდეგ ხდება დამატებითი რესურსების მოძიება, რაც, ფაქტობრივად, სხვა სფეროსთვის აუცილებელი ხარჯების ამ ქვევრში გადამისამართებას ნიშნავს.

კრიზისმა ყველაზე ნათლად შარშან იჩინა თავი, როცა კლინიკები თვეების განმავლობაში ვერ იღებდნენ კუთვნილ თანხებს და ეს დავალიანება დღემდე არ არის აღმოფხვრილი“.

ბატონი რომანის თქმით, დიდძალი საგარეო ვალის აღება მოუწია მთავრობას და ნაცვლად იმისა, რომ პირველ რიგში ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას მოხმარებოდა, ტრადიციულად ბიუჯეტიდან გასაწევ რუტინულ ხარჯებში გაიფანტა:

მიმდინარე, 2020 წლის ბიუჯეტის შემოსავლები თავდაპირველად 14,554 მილიარდი ლარით იყო განსაზღვრული. კრედიტების აღების შემდეგ, მასში განხორციელებული ცვლილებით კი 18,420 მილიარდი გახდება. რომ არა საერთაშორისო დახმარებები, საქართველოს ფინანსური სისტემა ჩამოიშლებოდა და ჯანდაცვაც ნანგრევებში მოყვებოდა.

ბიუჯეტის შემოსავლები წელს გაიზარდა უპრეცენდენტო მოცულობით. საერთაშორისო პარტნიორებიდან დამატებით მოზიდული  საგარეო ვალის ჯამური მოცულობა შეადგენს 6,187 მილიარდ ლარს, ხოლო საშინაო ვალი - 1,850 მილიარდ ლარს. სულ შემოსავლებში საშინაო და საგარეო ვალის  მოცულობა 8,037 მლრდ ლარია, რაც 4,970 მილიარდი ლარით (162 პროცენტით) იყო თავდაპირველთან შედარებით გაზრდილი და მთელი შემოსავლების 43,6 პროცენტს შეადგენს. ამას დამატებული გრანტები 613,3 მილიონი ლარის ოდენობით და წლევანდელი ბიუჯეტის შემოსავლების თითქმის ნახევარი ფორმირებულია შემოსავლების არასაკუთარი წყაროებიდან. ეს უპრეცენდენტო შემთხვევაა“.

გოცირიძის შეფასებით, მიღებული რესურსების არაპრიორიტეტული და არადროული გამოყენება ჯანდაცვის სისტემის კოლაფსის მთავარი მიზეზი გახდა:

ნაცვლად იმისა, რომ ეს ნასესხები ფული მოხმარებოდა პანდემიასთან ბრძოლას, ეკონომიკის გაძლიერებას და მოსახლეობის სოციალურ მხარდაჭერას, მისი საკმაო ნაწილი მოხმარდა ყველა იმ ბიუროკრატიული, უსარგებლო, პოლიტიკურად მოტივირებული, ხელისუფლებასთან დაკავშირებული ბიზნესის დაფინანსებას. მომავალ წელსაც იგივე სურათი იკვეთება. 5,5 მილიარდის ოდენობის საგარეო ვალს იღებს ქვეყანა და ყველა ის ხარჯი არის შენარჩუნებული, რაცმშვიდობიანწლებში იყო გაწეული“.

მისივე თქმით, რომ არა მოულოდნელი ფაქტი - ვაქცინის დროული აღმოჩენა, ქვეყანა კატასტროფულ ვითარებაში აღმოჩნდებოდა, - „როგორმე იქამდე უნდა მივაღწიოთ“.

ის, რაც ახლა ხდება, ფაქტობრივად, ვაქცინის გარეშე ადრე თუ გვიან მიგვიყვანდა .. კოლექტიურ იმუნიტეტამდე. ეს ვიღაცებს გამოსავლად მიაჩნიათ, არა და ეს არის ტრაგედია. ვთქვათ, ორმა მილიონმა ადამიანმა გადაიტანა. ეს ნიშნავს 30 ათასამდე გარდაცვლილს და კიდევ ათეულ ათასობით ადამიანის ჯანმრთელობის ქრონიკულად გაუარესებას. თანაც, ცნობილია ექვსი თვის შემდეგ ხელმეორედ დაავადება, თუ ვირუსი შეგვეყარა. მოკლედ, ვაქცინამ ალბათ სულზე მოგვისწრო.

ეს წელი იქნება უმძიმესი და გადამწყვეტი. ამიტომ 2021 წლის ბიუჯეტი უნდა იყოს არა საგანგებო, არამედ გადარჩენის ბიუჯეტი. უნდა შეჩერდეს ერთი წლით ზოგიერთი პროექტი და ფული ჯანდაცვისკენ წარიმართოს. . ქამრების შემოჭერის ცნება გაქრა ხელისუფლების ლექსიკონიდან, უნდა დავაბრუნოთ!“ - დასძენს რომან გოცირიძე.

მოდით, კვლევა შევაჯამოთ და დასკვნაც დავდოთ - მცდელობის მიუხედავად, ის შემთხვევაა, როცა სტატიაში მხარეთა სრული ბალანსი არ გამოდის და ვერც გამოვა. ფსიქოლოგიაში ცნობილია, ხშირად ადამიანებს ტელევიზორში ნანახ-მოსმენილის უფრო სჯერათ, ვიდრე რეალური ფაქტების ღაღადის. ხელისუფლების, ჯანდაცვის მამების ოპტიმისტური განცხადებების მიუხედავად (იცით და აღარ ვიმეორებთ), ჩვენი პანდემიური რეალობა ტრაგიკულია და მკაცრწუთისოფელს თვალი უნდა გავუსწოროთ“; კარგა ხანია, დღეში საშუალოდ 5 ათასამდე ინფიცირებული, 40-მდე გარდაცვლილი გვყავს.

კოვიდისსაშინელმა პანდემიამ ჩვენი ჯანდაცვის სისტემის აბსოლუტური უსუსურობა გამოავლინა. „ზოგი ჭირისპრინციპით იქნებ ახლა მაინც გამოვფხიზლდეთ და ხელისუფლებას მოვთხოვოთ სათანადო პასუხისმგებლობა. „საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის“ (ხარვეზების მიუხადავად) და ოჯახის ექიმების გარდა ეს სასიცოცხლო სისტემა ჭაობშია და დროულად შველა, ადამიანებისკენ (თუ ადამიანობისკენ) მობრუნება სჭირდება. თუ ამას სასწრაფოდ არ გავაკეთებთ, ხვალ-ზეგ უარესი გველოდება.   

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია