მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
უვადო პატიმრის დედა: კორონაგადატანილ, მოშიმშილე ბიჭებს ყურადღება მიაქციეთ! - 28 აპრილი 2021

 

ufleba.ge- უვადო პატიმრის, ნიაზ ჩხვიმიანის დედა, ქალბატონო სვეტლანა ჩხეტიანი დაუკავშირდა თავისი სატკივარით. მის განცხადებას ჩვენ უცვლელად გთავაზობთ იმ იმედით, რომ სათანადო სახელმწიფო ორგანოები ყურადღებას მიაქცევენ.

„უვადო პატიმრებს ე.წ. უდო (სასჯელის დარჩენილი ერთი მეოთხედის შეღავათი) რომ უნდა შეხებოდათ, ისევ  არ შეახეს. ისევ არაფრად არ გვაგდებენ. ამაზე განცხადებას წერს პატიმარი, მისი მშობელიც, მაგრამ შეწყალების აქტში ეს გათვალისწინებული არ ყოფილა.

ამ ფონზე, კრიმინალებს იწყალებენ და ციხიდან უშვებენ ყოველდღე. დაე, ყველა გამოუშვან, ვინც ამას იმსახურებს, ეს არაა ჩემი განსახილველი საკითხი. მაგრამ რატომ ხდება ეს ყველაფერი არჩევითად პრეზიდენტისგან თუ მთავრობისგან, ჩვენი სახელმწიფოსგან? უვადო პატიმრები საქმის გადახედვას ითხოვენ, რასაც პროკურატურა არ აკეთებს.

ახლა შიმშილობა გამოაცხადეს, რადგან სასჯელის ერთი მეოთხედით შემცირება წესით ყველა პატიმარს უნდა შეხებოდა. გლდანში 30 პატიმარი შიმშილობს, ოთხი მძიმედ დაავადებულია და ამას ვერ ახერხებს. ჩემმა შვილმა, ნიაზ ჩხვიმიანმა ორი თვის წინ კორონავირუსი გადაიტანა ძალიან მძიმე ფორმებში. ეს დაავადება საკანში მის გარდა ოთხივეს სჭირდა და დღეს უკვე კორონაგადატანილები შიმშილობენ.

წინასაარჩევნოდ მათთან რამდენჯერმე შევიდნენ და დაპირდნენ, თქვენ საქმეებს გადავხედავთო. არჩევნების შემდეგ ისინი საერთოდ დაივიწყეს. მაშინ მშობლებიც შევუერთდებით და დავიწყებთ შიმშილობას; კანონის ფარგლებში მათ მხარდასაჭერად ყველაფერს გავაკეთებთ.

მოგმართავთ, ჩვენს კორონაგადატანილ ბიჭებს ყურადღება მიაქციეთ, ერთი მეოთხედის შეღავათით დააკმაყოფილეთ. უკვე უკიდურესი ზომისთვის, შიმშილობისთვის აქვთ მიმართული. დღეს, როცა ვირუსი მძვინვარებს, ჩვენ მშობლებიც მათ იძულებით შევუერთდებით. მოგვხედეთ, სანამ ტრაგედია არ დატრიალებულა“, - აცხადებს სვეტლანა ჩხეტიანი.

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია