მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ადამიანებს, ხანდახან მაინც, შეუძლიათ, ადამიანები იყვნენ და ამ დროს ისინი შეუდარებლად კარგები არიან, სამყარომ წუხელ დაინახა და შეიგრძნო „ერიქსენის ეფექტი“ - გია მურღულია - 13 ივნისი 2021

 

დაიმახსოვრეთ წამი, რომელიც გახსენებთ, რა ძვირფასია ადამიანი თქვენთვის, მან შეიძლება, თქვენი ცხოვრების უარეს წამთაგან გიხსნათ, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, ფილოლოგიის დოქტორი, პედაგოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს.

„დაიმახსოვრეთ ადამიანები თქვენ გვერდით: მათი ხმა, სიარული, მზერა, ქცევა, საქმე, ღიმილი…

არავინ იცის, რა ელის თქვენს ურთიერთობას – ხვალ შეიძლება, ისინი აღარ იყვნენ.

სიცოცხლემ სიურპრიზები იცის.

სიკვდილმაც.

წუხელ, გვიან ღამით, კოპენჰაგენის სტადიონზე კინაღამ ტრაგედია დატრიალდა – დანიის ნაკრების წევრმა, კრისტიან ერიქსენმა თანაგუნდელს ბურთი გადააწოდა და გონება დაკარგა. ყველა ვუყურებდით, როგორ იბრძოდნენ ამ ახალგაზრდა კაცის სიცოცხლის გადასარჩენად, როგორ შემოავლეს მეგობარს თანაგუნდელებმა სიყვარულისა და თანადგომის ცოცხალი კედელი, როგორ გაირინდა და ლოცულობდა სტადიონიც და მთელი მსოფლიოს მაყურებელიც ბედნიერი დასასრულის ლოდინში. მადლობა ღმერთს – კრისტიანი გადარჩა.

ასეთ დროს თვალსაჩინო ხდება ორი რამ:

1. სიცოცხლე ხანმოკლეა და არავინ იცის, როდის, სად და როგორ გაწყდება;

2. ადამიანებს, ხანდახან მაინც, შეუძლიათ, ადამიანები იყვნენ და ამ დროს ისინი შეუდარებლად კარგები არიან.

სამყარომ წუხელ დაინახა და შეიგრძნო „ერიქსენის ეფექტი“.

ეს ის არის, რასაც წერილში, რომელსაც ალბერტ აინშტაინს მიაწერენ ხოლმე, „სიყვარულის ბომბის აფეთქება“ ეწოდა.

დაიმახსოვრეთ წამი, რომელიც გახსენებთ, რა ძვირფასია ადამიანი თქვენთვის.

მან შეიძლება, თქვენი ცხოვრების უარეს წამთაგან გიხსნათ“, – წერს გია მურღულია „ფეისბუქზე“.

 

 

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია