მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას, ეს აუცილებელია, თუმცა ზედმეტი არ უნდა მოგვივიდეს - თენგიზ ცერცვაძე - 16 ივნისი 2021

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში მეოთხე ტალღა იქნება თუ არა, დამოკიდებულია იმაზე, შეასრულებს თუ არა მოსახლეობა რეგულაციებს.

მისივე თქმით, .. ინდური შტამის გავრცელებამ შესაძლოა, ხელი შეუწყოს მეოთხე ტალღის დაჩქარებას.

მეოთხე ტალღას ამბობენ აგვისტოს ბოლოს, სექტემბრის დასაწყისში. საქართველო ახლა ის ქვეყანაა, სადაც პრაქტიკულად ყველა რეგულაცია, შეზღუდვა მოიხსნა, გარდა ხანმოკლე კომენდანტის საათისა, მაშინ როცა ბევრ ქვეყანაში ისევ დარჩა ბევრი შეზღუდვა, თუმცა ნელ-ნელა ამსუბუქებენ. საქართველო ამაშიც მოწინავეა, პირველმა საქართველომ დაიწყო შემსუბუქება.

კი ბატონო, მოვხსნათ ყველა შეზღუდვა, ადამიანები შეწუხდნენ, ეკონომიკა უნდა გაიხსნას, დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას, ეს აუცილებელია, თუმცა ზედმეტი არ უნდა მოგვივიდეს. კლინიკური სექტორი მთლიანად მზად არის, რომ ის ცალკეული შემთხვევები, რომელიც ამ შეზღუდვის მოხსნის შემდეგ იქნება, ისე მართოს, რომ სიკვდილიანობა იყოს მინიმალური. პაციენტების მიღებაც ახლაც საათივით არის აწყობილი, არც ერთი დაგვიანება და შეფერხება, მაგრამ მეოთხე ტალღა იქნება თუ არა, ჩვენთან მთლიანად დამოკიდებულია იმაზე, შეასრულებს თუ არა მოსახლეობა რეგულაციებს.

პირბადეები, პირბადეები, პირბადეები. .. ინდური შტამი თუ გავრცელდება, შესაძლოა, ამან ხელი შეუწყოს მეოთხე ტალღის დაჩქარებას“, – განაცხადა ცერცვაძემ.

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის განცხადებით, კვლევების თანახმად, საერთაშორისოდ აღიარებული წამყვანი ვაქცინები ინდური შტამის წინააღმდეგაც ეფექტურია.

ძალიან მნიშვნელოვანია, იცავს თუ არა ინდური შტამისგან ვაქცინები და კოვიდგადატენილებში იმუნიტეტი. მთელი რიგი კვლევებია,  რომ იცავს როგორც კოვიდგადატანილების იმუნიტეტი, ისე დღეს არსებული ვაქცინები, მაგრამ შედარებით ნაკლები პროცენტის გარანტიით, ვიდრე იცავდა ჩვეულებრივი სტანდარტული შტამის დროს, თუნდაც ბრიტანული შტამის შემთხვევაში. თუმცა, საერთაშორისოდ აღიარებული წამყვანი ვაქცინები საკმარისად საიმედოდ იცავენ ინდური შტამისგან“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისივე თქმით, ინდურ შტამზე ჯერ არ არის ცნობილი, ბრიტანული შტამი კი ცალსახად იწვევს დაავადების უფრო მძიმე ფორმებს ყველა ასაკში.

ინდურ შტამზე ჯერ არ ვიცით, რადგან მხოლოდ 10 პროცენტია სავარაუდოდ პრევალენტობა, ბრიტანული შტამი ცალსახად იწვევს დაავადების უფრო მძიმე ფორმებს ყველა ასაკში, მათ შორის ახალგაზრდა ასაკშიც. მოიმატა ახალგაზრდა ასაკში შემთხვევების რაოდენობამ და მძიმედ მიმდინარე შემთხვევების რაოდენობამაც“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამ ეტაპზე საქართველოში ლაბორატორიულად ინდური შტამის მხოლოდ 18 შემთხვევაა დადასტურებული, თუმცა ქვეყნის მასშტაბით აღნიშნული შტამის გავრცელების სავარაუდო მაჩვენებელი 8 პროცენტს შეადგენს.

ამასთან, ტიკარაძე ამბობს, რომ საწოლფონდის მიმართულებით ქვეყანაში არავითარი შეფერხება არ არის.

ჩვენ არ გვაქვს არანაირი შეფერხება არც საწოლფონდის, არც ოჯახის ექიმების, მათი კომპეტენციების მიმართულებოთ. ასევე, ხედავთ, რომ ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს და ეტაპობრივად უფრო ძლიერდება, ემატება როგორც ვაქცინები, ასევე ვაქცინაციისთვის საჭირო ყველა ბრიგადა და დაწესებულებები. აქედან გამომდინარე, ჩვენ ამ კუთხით ვერ ვხედავთ, რომ გარკვეული რისკები არსებობს. ჩვენი სავარაუდო მოცულობები ინდურ შტამთან მიმართებაში არის, რომ ის დღესდღეობით ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 8 პროცენტია, თუმცა დადასტურებული ინფორმაციით, ჩვენ ამ ეტაპისთვის გვყავს ის 18 ინფიცირებული, რომელიც ცნობილია“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

ინფორმაციას „პირველი არხი“ ავრცელებს.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია