მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
გერმანიაში დასაქმებული 24 ადამიანი ისევ უმძიმეს პირობებში იმყოფება - 17 ივნისი 2021

გერმანიაში ლეგალური დასაქმების პროგრამით წასული საქართველოს მოქალაქეების საქმეს რეაგირება ამ დრომდე არ მოჰყოლია. 24 ადამიანი ისევ უმძიმეს პირობებში იმყოფება. მარწყვის ფერმაში დასაქმებულების განცხადებით, მათი სამუშაო და საცხოვრებელი პირობები გაუმჯობესების ნაცვლად კიდევ უფრო გაუარესდა, - ინფორმაციას „პირველი არხი“ ავრცელებს.

ჯერ კიდევ მაისში, მაშინ, როდესაც მიგრანტებმა მათი დროებითი საცხოვრებლიდან უმძიმესი კადრები გაავრცელეს და სამუშაო კონტრაქტის პირობების დარღვევაზე ალაპარაკდნენ, გერმანიისა და საქართველოს შესაბამისი უწყებებიდან იყო დაპირება, რომ პრობლემები მოგვარდებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში დასაქმებულებს სხვა დამსაქმებელთან გადაიყვანდნენ. თუმცა, დასაქმებულების თქმით, დამსაქმებელი სამუშაო ხელშეკრულების პუნქტების დარღვევას დღემდე განაგრძობს.

არასათანადო საცხოვრებელი გარემოს გამო ერთ-ერთმა დასაქმებულმა ჯანმრთელობის დაზიანებაც კი მიიღო და მას კვალიფიციური სამედიცინო დახმარება არ გაეწია.

საქართველოს მოქალაქეების საცხოვრებლისა და სამუშაო პირობების შესასწავლად 4 ივნისს მათთან იმყოფებოდნენ გერმანიის შრომისა და სოციალურ საქმეთა ფედერალური სამინისტროს შესაბამისი უწყების წარმომადგენლები. „მირამშეისწავლა ადგილზე არსებული სიტუაცია და დამსაქმებელი გააფრთხილა, რომ ის არღვევენ როგორც კონტრაქტის, ისე გერმანიის კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნორმებს. მათ გამოსასწორებლად კი ვადა 16 ივნისამდე მისცა, თუმცა ადგილზე სიტუაცია კვლავ არ შეცვლილა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გერმანიაში ლეგალურად დასაქმებულთა პრობლემებზე იხილეთ გენო ოსიყმაშვილის სიუჟეტი.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, გერმანიის საკონსულო დეპარტამენტისთვის კიდევ ერთხელ არის დავალება მიცემული, რომ გერმანიაში დასაქმებული ქართველების პრობლემა გადაიჭრას.

მინისტრის თქმით, აღნიშნულ კომუნიკაციაში ასევე ჩართილია გერმანიის ხელისუფლება.

არა მხოლოდ ჩვენი საკონსულოს, არამედ გერმანიის ხელისუფლებასთან მქონდა კომუნიკაცია ამ თემაზე. გუშინაც მქონდა საუბარი გერმანიის ელჩთან, რომ ეს თემა იყოს სწრაფად მოგვარებული, რადგან საქმე გვაქვს ადამიანებთან, მათ ყოფით მდგომარეობასთან და ეს არის უმთავრესი პრიორიტეტი. ამიტომ, კიდევ ერთხელ მიცემულია დავალება ჩვენი საკონსულო სამსახურისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ გერმანელ პარტნიორებთან ერთად სწრაფად მოგვარდება ეს პრობლემა“, – განაცხადა ზალკალიანმა.

https://www.youtube.com/watch?v=yMO9tyiaNPs

წყარო: პირველი არხი

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია