მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
საქართველოს მოქალაქეებს უკვე ამ კვირაში ახალ დამსაქმებელთან გადაიყვანენ - გერმანიის საელჩო - 18 ივნისი 2021

საქართველოში გერმანიის საელჩო სეზონური დასაქმების პროგრამაში მონაწილე ქართველების სამუშაო პირობების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც გერმანიაში სეზონური დასაქმების პროგრამაში მონაწილეობენ და რომელთა დამსაქმებელმაც დაარღვია პროგრამით გათვალისწინებული პირობები, უკვე ამ კვირაში ახალ დამსაქმებელთან გადაიყვანენ. პირველი შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე, მათი უფლებები და მოთხოვნები ძალაში რჩება.

გერმანიის დასაქმების ფედერალური სააგენტო წუხილს გამოთქვამს ამ პრობლემასთან დაკავშირებით: „ეს პრობლემა სამწუხარო ცალკეულ შემთხვევას წარმოადგენს. გერმანიის სახელმწიფო უწყებებმა სწრაფად და ეფექტიანად გამოიკვლიეს აღნიშნული შემთხვევა და მიიღეს შესაბამისი ზომები. სეზონურად მომუშავე პირებისთვის დასაქმების კარგი პირობების შექმნა მთავარი წინაპირობაა საშუამავლო შეთანხმების წარმატებით განხორციელებისთვის“.

გერმანიის საელჩო წუხილს გამოთქვამს ამ ცალკეულ შემთხვევაში გამოვლენილი დარღვევების გამო. შრომითი კანონმდებლობის დარღვევებს გერმანიაში სათანადო შედეგები მოჰყვება“, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

გერმანიაში ლეგალური დასაქმების პროგრამით წასული საქართველოს მოქალაქეების პრობლემაზე სიუჟეტი საქართველოს პირველმა არხმა ორი დღის წინ მოამზადა. სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ, პირველ არხს გერმანიაში ლეგალური დასაქმების ჯგუფის ერთ-ერთი წევრი დაუკავშირდა და განუცხადა, რომ სეზონურ სამუშაოზე დასაქმებულ 24 ქართველს სხვა დამსაქმებელთან გადაიყვანენ; ხოლო არაკეთილსინდისიერი დამსაქმებლის წინააღმდეგ გერმანული მხარე სავარაუდოდ სარჩელს შეიტანს სასამართლოში.

ჯაბა ჩაჩანიძის თქმით, ახალი დამსაქმებელი გერმანულმა მხარემ იპოვა.

4 ივნისს მარწყვის ფერმაში საქართველოს მოქალაქეების სამუშაო და საცხოვრებელი პირობების შესასწავლად გერმანიის შრომისა და სოციალური მდგომარეობის ფედერალური სამინისტროს საკონსულტაციო სამსახურის – „მირასწარმომადგენლები იმყოფებოდნენ. სწორედ ეს უწყება ზრუნავს შრომითი მიგრანტების უფლებების დაცვაზე.

მირასწარმომადგენლებმა ადგილზე შეისწავლეს ვითარება და დაასკვნეს, რომ ირღვეოდა როგორც კონტრაქტით გათვალისწინებული პირობები, ისე გერმანიის კანონმდებლობა. ამიტომ მათ დამსაქმებელმა 16 ივნისამდე მისცეს დრო გამოესწორებინა საცხოვრებელი და კვებითი პრობლემები. ასევე, 11 ივნისამდე გადაეხადა დასაქმებულებისთვის კონტრაქტით გათვალისწინებული მაისის თვის ხელფასი.

ჯაბა ჩაჩანიძის განცხადებით, გერმანიის სახელმწიფო უწყების გაფრთხილების მიუხედავად, დამსაქმებელმა არ გამოასწორა არც ერთი პირობა და უარი განაცხადა თანხის სრულად ანაზღაურებაზეც.

მისივე თქმით, დამსაქმებელს დღეს, დღის ბოლომდე აქვს ვადა ხელფასის გადასახდელად. იმ შემთხვევაში კი, თუ დამსაქმებელი დაკისრებულ თანხაზე ნაკლებს ჩარიცხავს, „მირასუკვე მზად აქვს შესაბამისი სარჩელი და მას ხვალვე შეიტანს.

24-წევრიანი ჯგუფიდან სამი ადამიანი კვირის ბოლომდე საქართველოში დაბრუნებას აპირებს. მათ შორის არის ერთი დასაქმებული, რომელმაც არასათანადო საცხოვრებელი პირობების გამო ფეხის დაზიანება მიიღო და შესაბამისი სამედიცინო დახმარება არ გაწევია, - აღნიშნულია „პირველი არხის“ ინფორმაციაში.

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია