მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ასეთი კომისიები მილიონი გვინახავს, მაგრამ დეოკუპაციაც, დეანექსიაც არის გაყინული - გიორგი ვაშაძე - 21 ივნისი 2021

მსგავსი კომისიები მილიონი გვინახავს, მაგრამ დეოკუპაციაც, დეანექსიაც არის გაყინული, კომისიები ამას ვერ უშველის, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის სახელმწიფო სტრატეგიის“ შემუშავებისა და განხორციელების მიზნით, სამთავრობო კომისიის შექმნაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, დეოკუპაციასთან დაკავშირებულ საკითხებს სისტემური მუშაობა სჭირდება.

ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი გაყინულია, მეტიც, რუსეთმა გაბედა და საქართველოს ტერიტორიის ანექსია მოახდინა. აფხაზეთის ნაწილი წაგვართვა, ანუ საერთოდ გადაიფორმა, რუსეთის ტერიტორიააო. ეს ხალხი დუმს და არაფერს აკეთებს ამასთან დაკავშირებით. იმის ნაცვლად, ჩვენთან დარბოდნენ, რომ ერთად გავიქცეთ გაერო-ში, ვაშინგტონში, ყველგან, რომ ანექსია შევაჩეროთ (ანექსია, ოკუპაცია აღარ არის ანექსია, წაიღო ტერიტორია, უბრალოდ აიღო და წაიღო აფხაზეთის ნაწილი, გაუფორმა თავის ნაწილად), ეს ხალხი კომისიებს გვიქმნის. ასეთი კომისიები მილიონი გვინახავს, მაგრამ დეოკუპაციაც, დეანექსიაც არის გაყინული. პირიქით, უფრო და უფრო ხდება მცოცავი ოკუპაცია და სიღრმეში შემოდიან, ხალხს იტაცებენ, კომისიები ამას ვერ უშველის. ამას უნდა სისტემური მუშაობა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, „დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიისშემუშავებისა და განხორციელების მიზნით, სამთავრობო კომისია შეიქმნა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამთავრობო კომისიის ფარგლებში, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც წლის ბოლომდე, საზოგადოების ფართო წრეების ჩართულობით, შეიმუშავებს ინკლუზიურ და ყოვლისმომცველ სახელმწიფო სტრატეგიას.

კომისიასა და სამუშაო ჯგუფს უხელმძღვანელებს და კოორდინაცია გაუწევს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

სამთავრობო კომისიის ამოქმედების მიზანია საერთო ეროვნული პროცესის შექმნა, რომლის ფარგლებშიც შემუშავდება ერთიანი სახელმწიფოებრივი მიდგომა და სტრატეგიული ხედვა ქვეყნის დეოკუპაციის, გამთლიანებისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართულებით. პროცესში ჩართული იქნებიან, როგორც სახელმწიფო უწყებები და ინსტიტუციები, ისე სამოქალაქო საზოგადოებაკვლევითი ცენტრები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ექსპერტები, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ადამიანები და მოსახლეობის ფართო წრეები.

წლის ბოლომდე გაიმართება არაერთი შეხვედრა, დიალოგი, დისკუსია, კონსულტაცია, როგორც უწყებათაშორის დონეზე, ისე სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით, რათა საერთო ეროვნული პროცესის ფარგლებში შემუშავდეს სახელმწიფოებრივი ხედვა ხვალინდელ მშვიდობიან და გამთლიანებულ საქართველოზე.

პარალელურად, ინტენსიური სამუშაო პროცესი წარიმართება საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებთან, რათა საერთაშორისო თანამეგობრობის პროაქტიული და ეფექტიანი ჩართულობით აქტიურ მოქმედებაში იყოს მოყვანილი ქვეყნის დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესი“,- აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, მთავრობის გადაწყვეტილებით, შეიქმნა სამთავრობათაშორისო კომისია დეოკუპაციის და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებისა და განხორციელების მიზნით.

მისივე თქმით, კომისიას უხელმძღვანელებს და კოორდინაციას გაუწევს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

პრემიერ-მინისტრის და მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეს შეიქმნა სამთავრობათაშორისო კომისია დეოკუპაციის და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავების და განხორციელების მიზნით, რომელსაც უხელმძღვანელებს და კოორდინაციას გაუწევს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ჩვენი მიზანი და ამბიციაა, რომ შევქმნათ საერთო ეროვნული პროცესი და ერთობლივად შევიმუშაოთ ერთიანი სახელმწიფოებრივი მიდგომა, სტრატეგიული ხედვა დეოკუპაციის და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართულებით. ეს იქნება უაღრესად საპასუხისმგებლო და ყოვლისმომცველი პროცესი, რომელშიც ჩართული იქნება საზოგადოების ყველა სეგმენტი, როგორც სახელმწიფო უწყებები და ინსტიტუტები, ისე სამოქალაქო საზოგადოება, ასევე კვლევითი ცენტრები, ანალიტიკური ცენტრები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ექსპერტები, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ადამიანები და მოსახლეობის ფართო წრეები. წლის ბოლომდე გაიმართება არაერთი შეხვედრა, დისკუსია, დიალოგი, კონსულტაცია როგორც უწყებათაშორის დონეზე, ისე სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით და ერთობლივად შევიმუშავებთ სახელმწიფოებრივ ხედვას ხვალინდელი სამშვიდობო პოლიტიკის და დეოკუპაციის ძირითად პრიორიტეტულ მიმართულებებთან დაკავშირებით“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ამასთან, ზალკალიანის განმარტებით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, საზოგადოების ფართო წრეების ჩართულობით შექმნან განახლებული, კომპლექსური და ყოვლისმომცველი სამშვიდობო პოლიტიკა.

იმ პირობებში, როდესაც ჩვენს რეგიონში უმწვავესი უსაფრთხოების გარემო შეიქმნა და ქვეყანა ახალი ურთულესი გეოპოლიტიკური გამოწვევების წინაშე დადგა, პარალელურად კი, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონში ყოველდღიურად მძიმდება ჰუმანიტარული სიტუაცია, ამ მიმართულებით აუცილებელია, ჩვენი პოლიტიკა იყოს პროაქტიული და კიდევ უფრო ეფექტიანი ქმედითი კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ. სწორედ დეოკუპაციის სტრატეგიაში, რომელსაც შეიმუშავებს ეს კომისია, იქნება გაწერილი ყველა ეს ძირითადი მიმართულება.

ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, საზოგადოების ფართო წრეების ჩართულობით მოხდეს ეს და შევქმნათ განახლებული, კომპლექსური და ყოვლისმომცველი სამშვიდობო პოლიტიკა, რომელიც იქნება შედეგზე ორიენტირებული. ის იქნება ორი პარალელური მიმართულებით, ერთირა თქმა უნდა, დეოკუპაციის მიმართულებით განსახორციელებელი აქტივობები და მეორეჩართულობის კუთხით, ოკუპაციის მეორე მხარეს მცხოვრები ჩვენი მოსახლეობისთვის იმ სიკეთეების გაზიარების თვალსაზრისით, რომელიც გვაქვს ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით. სწორედ ამის მოლოდინი არსებობს სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან და ვფიქრობ, რომ ჩვენ მათთან ერთად შევძლებთ, უკვე პრაქტიკულ განზომილებაში ვთარგმნოთ დეოკპაციის სტარტეგიაში ასახული ძირითადი მიმართულებები“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ინფორმაციას „პირველი არხი“ ავრცელებს.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია